-
როგორ გაჩნდა სამყარო? — აზრთა სხვაობაარსებობს მზრუნველი შემოქმედი?
-
-
ფაქტები დასაწყისზე მეტყველებს
თითოეული ვარსკვლავი, რომელსაც ხედავთ, გალაქტიკა ირმის ნახტომს ეკუთვნის. მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე ეგონათ, რომ მხოლოდ ეს ერთი გალაქტიკა არსებობდა. ალბათ, იცით, რომ დიდი ტელესკოპებით დაკვირვებებმა სულ სხვა რამ ცხადყო. ჩვენს სამყაროში შედის სულ ცოტა 50000000000 გალაქტიკა. 50 მილიარდი ვარსკვლავი კი არა, 50 მილიარდი გალაქტიკა, თითოეული თავისი მილიარდობით მზისმაგვარი ვარსკვლავითურთ. მაგრამ 20-იანი წლების მეცნიერული შეხედულებები უზარმაზარი გალაქტიკების საოცარმა რაოდენობამ კი არ შეარყია, არამედ იმ ფაქტმა, რომ ისინი მოძრაობდნენ.
ასტრონომებმა აღმოაჩინეს ერთი ღირსშესანიშნავი ფაქტი: როცა გალაქტიკის სინათლე პრიზმაში გაატარეს, სინათლის ტალღები დაგრძელებული ჩანდა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ ის დიდი სიჩქარით გვცილდებოდა. რაც უფრო შორს იყო ჩვენგან გალაქტიკა, მით უფრო სწრაფად გვცილდებოდა. ეს კი იმაზე მოწმობს, რომ სამყარო ფართოვდებაb!
ჩვენ შეიძლება არც პროფესიონალი ასტრონომები ვართ და არც მოყვარულები, მაგრამ ვხედავთ, რომ გაფართოებად სამყაროს დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა ჩვენი წარსულისთვის — ალბათ, არანაკლები მნიშვნელობა ექნება თითოეული ჩვენგანის მომავლისთვისაც. რაღაცას უნდა დაეწყო ეს პროცესი — ძალას, რომელიც სამყაროს მიზიდულობის ძალაზე ძლიერი უნდა ყოფილიყო. ამიტომ საფუძვლიანი იქნებოდა გვეკითხა: რა შეიძლება ყოფილიყო ასეთი დინამიკური ენერგიის წყარო?
თუმცა მეცნიერების უმრავლესობა მიდის იმ დასკვნამდე, რომ სამყაროს ძალიან მცირე, მკვრივი საწყისი (სინგულარული მდგომარეობა) ჰქონდა, ჩვენ ვერ გავექცევით მთავარ საკითხს: „თუ ოდესღაც წარსულში სამყარო ზემცირე ზომასა და უსაშველოდ მაღალი სიმკვრივის სინგულარულ მდგომარეობას ძალიან უახლოვდებოდა, იძულებული ვართ ვიკითხოთ: რა იყო მანამდე და რა იყო სამყაროს გარეთ? . . ჩვენ წინაშე დგება დასაწყისის პრობლემა“ (სერ ბერნარდ ლოველი).
ამაში კი უსაზღვრო ენერგიის წყაროზე მეტი იგულისხმება. წინდახედულება და ინტელექტიც არის საჭირო, რადგან, როგორც ჩანს, გაფართოების ტემპი ძალიან კარგად არის დარეგულირებული. „სამყარო რომ ერთი მეტრილიონედი ნაწილით სწრაფად გაფართოებულიყო, — თქვა ლოველმა, — აქამდე სამყაროს მთელი მატერია გაიფანტებოდა. . . ხოლო გაფართოება ერთი მეტრილიონედი ნაწილით ნელა რომ მომხდარიყო, სამყაროს მისი არსებობის პირველი მილიარდი წლის ფარგლებში გრავიტაციული ძალების გამო კოლაფსირება დაემართებოდა. ამასთანავე, არც ხნიერი ვარსკვლავები იარსებებდა და არც სიცოცხლე“.
დასაწყისის ახსნის მცდელობები
შეუძლიათ სპეციალისტებს სამყაროს წარმოშობის ახსნა? მრავალი მეცნიერი, რომელიც ვერ ეგუება იმ აზრს, რომ სამყარო უმაღლესმა ინტელექტმა შექმნა, ვარაუდობს, რომ სამყარო რაღაც პროცესით თავად შეიქმნა არაფრისგან. თქვენი აზრით, გონივრულია ასეთი ახსნა? ამგვარი ვარაუდები, ჩვეულებრივ, წარმოადგენს სამყაროს გაბერვის მოდელისc თეორიის ვარიანტებს, რომელიც შეიმუშავა ფიზიკოსმა ალან გიუთმა 1979 წელს. მაგრამ სულ ახლახანს დ-რმა გიუთმა აღიარა, რომ მისი თეორია „არ ხსნის, თუ როგორ წარმოიქმნა სამყარო არაფრისგან“. დ-რმა ანდრეი ლინდემ სამეცნიერო ჟურნალ „საიენტიფიკ ამერიკენის“ სტატიაში უფრო გარკვევით თქვა: „თანამედროვე კოსმოლოგიაში თავდაპირველი სინგულარობის — თუ სად და როდის დაიწყო ეს ყველაფერი — ახსნა ჯერ კიდევ ურთულეს პრობლემად რჩება“.
თუ სპეციალისტები მართლა ვერ ხსნიან სამყაროს წარმოშობასა და მის ადრინდელ განვითარებას, ნუთუ აღარსად უნდა ვეძებოთ ახსნა? თქვენ ნამდვილად გაქვთ საფუძვლიანი მიზეზები, რომ განიხილოთ ზოგი ფაქტი, რომლებიც მრავალმა უგულებელყო, მაგრამ რომლებმაც შეიძლება კარგად გაგარკვიოთ ამ საკითხში. ამ ფაქტებში შედის მატერიის თვისებებისა და ცვლილებების განმსაზღვრელი ოთხი ფუნდამენტური ურთიერთქმედების ზუსტი სიდიდე. ფუნდამენტური ურთიერთქმედებების ხსენებაზე ზოგი შეიძლება შეჩერდეს და გაიფიქროს: „ეს ფიზიკოსებს ეხება“. მაგრამ ეს სულაც არ არის ასე. ეს მთავარი ფაქტები იმსახურებს ჩვენს ყურადღებას, რადგან ისინი ჩვენზეც ახდენენ გავლენას.
-
-
როგორ გაჩნდა სამყარო? — აზრთა სხვაობაარსებობს მზრუნველი შემოქმედი?
-
-
c გაბერვის თეორია ამბობს, თუ რა მოხდა თვალის დახამხამებაში სამყაროს წარმოშობის შემდეგ. გაბერვის თეორიის მომხრეები ფიქრობენ, რომ თავდაპირველად სამყარო სუბმიკროსკოპული იყო და შემდეგ სინათლის სიჩქარეზე სწრაფად გაიბერა, რის შემოწმებაც შეუძლებელია ლაბორატორიულ პირობებში. გაბერვის თეორია საკამათო საკითხად რჩება.
-
-
როგორ გაჩნდა სამყარო? — აზრთა სხვაობაარსებობს მზრუნველი შემოქმედი?
-
-
[ჩარჩო 16 გვერდზე]
იასტროვის აზრი დასაწყისის შესახებ
კოლუმბიის უნივერსიტეტის ასტრონომიისა და გეოლოგიის პროფესორი რობერტ იასტროვი ამბობს: „მხოლოდ რამდენიმე ასტრონომს თუ ექნებოდა იმის მოლოდინი, რომ ეს მოვლენა — სამყაროს უეცარი გაჩენა — დამტკიცებული მეცნიერული ფაქტი გახდებოდა, მაგრამ ტელესკოპებით ცაზე დაკვირვებამ მრავალი მიიყვანა ამ დასკვნამდე“.
შემდეგ მან ახსნა, თუ რას გულისხმობდა: «ასტრონომიული მტკიცება დასაწყისის შესახებ მეცნიერებს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს, რადგან ისინი თვლიან, რომ ნებისმიერ შედეგს აქვს თავისი ბუნებრივი მიზეზი. . . ბრიტანელი ასტრონომი ე. მილნი წერდა: „ვერაფერს ვიტყვით [დასაწყისში] არსებული მდგომარეობის შესახებ; როცა ღმერთი ქმნიდა, მას არც დამკვირვებლები ჰყავდა და არც მოწმეები“» (The Enchanted Loom—Mind in the Universe).
-
-
როგორ გაჩნდა სამყარო? — აზრთა სხვაობაარსებობს მზრუნველი შემოქმედი?
-
-
[სურათები 14 გვერდზე]
ასტრონომმა ედუინ ჰაბლმა (1889—1953) დაასკვნა: შორეული გალაქტიკებიდან მოღწეულ სინათლეში შენიშნული წითელი წანაცვლება ცხადყოფდა, რომ ჩვენი სამყარო ფართოვდება და, აქედან გამომდინარე, მას დასაწყისი ჰქონდა.
-