საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მოწაფეების მომზადებით განცდილი სიხარული
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 თებერვალი
    • 1957 წელს მე და მერი რობინსონი გლაზგოში (შოტლანდია), რუტერგლენის სამრეწველო რაიონში დაგვნიშნეს პიონერებად. ქადაგებაში ვერც ნისლი, ვერც ქარი, წვიმა თუ თოვლი ვერ გვიშლიდა ხელს. ერთ დღეს შევხვდი ჯესის, ვისთანაც ბიბლიის შესწავლა დავიწყე. მისი მეუღლე უოლი კომუნისტი იყო. თავიდან ერიდებოდა ხოლმე ჩემთან შეხვედრას, მაგრამ მას შემდეგ შეიცვალა, რაც ბიბლიის შესწავლა დაიწყო და გაიგო, რომ მხოლოდ ღვთის სამეფოს შეეძლო დედამიწაზე იდეალური პირობების შექმნა. დროთა განმავლობაში ორივემ თავად დაიწყო მოწაფეების მომზადება.

      პირველმა რეაქციამ შეიძლება მოგატყუოს

      რამდენიმე ხნის შემდეგ დაგვნიშნეს პეიზლიში (შოტლანდია). ერთხელ ქადაგების დროს ერთმა ქალბატონმა კარი პირდაპირ ცხვირწინ მომიჯახუნა, მაგრამ მერე თურმე მეძებდა მოსაბოდიშებლად. მეორე კვირას შემხვდა და მითხრა: „მაშინ ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს ღმერთს მივუჯახუნე კარი. იძულებული ვიყავი, მომეძებნე“. იმ ქალბატონს პერლი ერქვა. მომიყვა, რომ მეგობრებისა და ნათესავებისგან იმედგაცრუებული ღმერთს სთხოვდა ლოცვაში ნამდვილი მეგობრის პოვნას. „და მოხვედი კიდეც, — მითხრა მან. — ახლა ვხვდები, რომ შენ უნდა გამიწიო ნამდვილი მეგობრობა“.

      ეს ადვილი ნამდვილად არ იყო. პერლი ციცაბო გორაზე ცხოვრობდა, სადაც ფეხით უნდა ავსულიყავი. ერთხელ მასთან მივდიოდი, პირველად უნდა წამეყვანა კრების შეხვედრაზე, და ისეთი ქარიშხალი ამოვარდა, კინაღამ ფეხი დამისხლტა და დავგორდი. ქოლგაც გამიტყდა და გადაგდება მომიწია. კარის მიჯახუნებიდან ექვსი თვის შემდეგ პერლიმ თავი მიუძღვნა ღმერთს და მოინათლა.

      მისმა ქმარმაც მალევე დაიწყო ბიბლიის შესწავლა. ცოტა ხანში კარდაკარ საქადაგებლადაც წამომყვა. როგორც ყოველთვის, წვიმდა. „ნუ ჯავრობ. ასეთ ამინდში საათობით ვმდგარვარ ფეხბურთის საყურებლად, და წვიმაში დგომა არც იეჰოვასთვის გამიჭირდება“. შოტლანდიელების სულისკვეთებამ გამაოცა.

      როგორი ბედნიერი ვიყავი, როდესაც წლების შემდეგ დავბრუნდი შოტლანდიაში და ვნახე, რომ უმეტესობას, ვისაც ვასწავლიდი, მტკიცე რწმენა შეენარჩუნებინა. აი რატომ განვიცდი სიხარულს მოწაფეების მომზადებით (1 თესალონიკელები 2:17—20). შოტლანდიაში რვა წელზე მეტი ვიმსახურე პიონერად. 1966 წელს კი მიმიწვიეს საგუშაგო კოშკის ბიბლიურ სკოლა „გალაადში“, რომ მისიონერად მემსახურა.

  • მოწაფეების მომზადებით განცდილი სიხარული
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 თებერვალი
    • [სურათი 13 გვერდზე]

      შოტლანდიაში პიონერად მსახურების დროს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება