საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გადამწერები ძველ დროში და ღვთის სიტყვა
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 მარტი
    • გადამწერები ძველ დროში და ღვთის სიტყვა

      ებრაული წერილების წერა ძვ. წ. V საუკუნის ბოლოს დასრულდა. შემდგომ საუკუნეებში მოღვაწე ებრაელი სწავლულები, კერძოდ, სოფერიმები, მოგვიანებით კი მასორეტები, ებრაული ტექსტის გულმოდგინე დამცველები იყვნენ. მაგრამ ბიბლიის უძველესი წიგნები სოფერიმების მოღვაწეობამდე ათასი წლით ადრე, მოსესა და იესო ნავეს ძის დროს დაიწერა. მასალა, რაზეც ეს წიგნები იწერებოდა, მალფუჭებადი იყო, რის გამოც საჭირო ხდებოდა გრაგნილების არაერთხელ გადაწერა. რა ვიცით ძველ დროში მოღვაწე გადამწერების საქმიანობის შესახებ? იყვნენ გამოცდილი გადამწერები ძველ ისრაელში?

      დღეს ხელთარსებული ბიბლიის უძველესი ხელნაწერები მკვდარი ზღვის ხელნაწერებია; მათგან ზოგიერთი ძვ. წ. III-II საუკუნით არის დათარიღებული. პროფესორი ალან მილარდი, არქეოლოგი და ახლო აღმოსავლური ენების სპეციალისტი ამბობს: „ბიბლიის არცერთი წიგნის უფრო ადრეული ხელნაწერები არ მოგვეპოვება. გარშემომყოფი ერების მაგალითიდან ვიგებთ, როგორ ხდებოდა ძველად ტექსტის გადაწერა, რის საფუძველზეც შეგვიძლია ებრაული ტექსტის ანალიზის გაკეთება და მისი ისტორიის გარკვევა“.

  • გადამწერები ძველ დროში და ღვთის სიტყვა
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 მარტი
    • გადამწერები ძველ ისრაელში

      მოსე ფარაონის სასახლეში გაიზარდა (გამოსვლა 2:10; საქმეები 7:21, 22). ეგვიპტოლოგები ფიქრობენ, რომ მოსემ ისწავლა ეგვიპტური დამწერლობა და ტექსტის გადაწერის ზოგ მეთოდსაც დაეუფლა. ჯეიმზ ჰოფმაიერი თავის წიგნში წერს: „ფაქტები ადასტურებს ბიბლიაში ჩაწერილ ინფორმაციას, რომ მოსეს შეეძლო მოვლენებისა და მგზავრობის მარშრუტის აღწერა, ასევე გადამწერის სხვა მოვალეობების შესრულება“b („Israel in Egypt“).

      ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ძველ ისრაელში სხვებსაც შეეძლოთ ტექსტის გადაწერა. ერთი ნაშრომის თანახმად, მოსემ დააყენა განათლებული კაცები გადაწყვეტილებების ჩასაწერად და საქმის საწარმოებლად („The Cambridge History of the Bible“). ასეთი დასკვნა კანონის 1:15-ის საფუძველზე გაკეთდა, სადაც წერია: „მეც [მოსემ] ავიყვანე თქვენი ტომების თავკაცები . . . და დაგიყენეთ ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად, ათისთავებად და ტომების მთავრებად“. ვინ იყვნენ ეს მთავრები?

      „მთავრად“ ნათარგმნი ებრაული სიტყვა რამდენჯერმე გვხვდება ბიბლიის ტექსტებში, რომლებიც მოსესა და იესო ნავის ძის პერიოდს ეხება. მრავალი მკვლევარი ფიქრობს, რომ ეს სიტყვა ნიშნავს „მდივანს“, „მწერალს ან ჩანაწერების გამკეთებელს“ და „მოსამართლის მდივანს“. ამ სიტყვის ხშირად გამოყენება იმაზე მიუთითებს, რომ ისრაელში მრავლად იყვნენ ასეთი გადამწერები; მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ადრეულ ეტაპზე ერის მართვაში.

      წერა-კითხვა ისრაელმა მღვდლებმაც იცოდნენ. ერთ ენციკლოპედიაში აღნიშნულია, რომ „რელიგიურ და საერო საქმეებში მათზე დაკისრებული მოვალეობები მათგან განათლებას მოითხოვდა“ („Encyclopaedia Judaica“). მაგალითად, მოსემ უბრძანა ლევიანებს: „ყოველი შვიდი წლის ბოლოს . . . წაიკითხე ეს კანონი მთელი ისრაელის გასაგონად“. კანონის ასლი, რომელიც ოფიციალურად იყო აღიარებული, მღვდლებთან ინახებოდა. ისინი იძლეოდნენ შემდგომი ასლების გაკეთების ნებართვას და მეთვალყურეობდნენ მათ გადაწერას (კანონი 17:18, 19; 31:10, 11).

      განვიხილოთ, როგორ გაკეთდა კანონის პირველი ასლი. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოსემ ისრაელებს უთხრა: „რა დღესაც გადაკვეთთ იორდანეს და შეხვალთ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი გაძლევთ, აღმართეთ ლოდები და კირით შეათეთრეთ. დააწერეთ ზედ კანონის ყველა სიტყვა“ (კანონი 27:1—4). იერიხონისა და აის განადგურების შემდეგ ისრაელები ებალის მთაზე შეიკრიბნენ, რომელიც აღთქმული მიწის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობდა. იესო ნავეს ძემ იქ სამსხვერპლოს ქვებზე გადაწერა მოსეს კანონი (იესო ნავეს ძე 8:30—32). აქედან ჩანს, რომ ხალხმა წერა-კითხვა იცოდა. ეს ფაქტები ცხადყოფს, რომ ისრაელები ენას კარგად ფლობდნენ და წმინდა ტექსტების გადაწერისას მათ სიზუსტის შენარჩუნება შეეძლოთ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება