-
ღვთის სასამართლო დღის სასიხარულო შედეგებიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
16. ა) ვისი სახელები არ ჩაიწერება გრაგნილში, ანუ სიცოცხლის წიგნში? ბ) ვინ აღდგება „სიცოცხლის აღდგომისთვის“?
16 დედამიწაზე მკვდრების აღდგომასთან დაკავშირებით იესომ თქვა, რომ „კარგის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის, ცუდის მოქმედნი კი — სასამართლოს აღდგომისთვის“ გამოვიდოდნენ. აქ სიცოცხლე და სასამართლო ერთმანეთს უპირისპირდება. ისინი, ვინც აღდგომის შემდეგ ბოროტების კეთებას გააგრძელებენ, მიუხედავად იმისა, რომ ნასწავლი ექნებათ წმინდა წერილები და გრაგნილში ჩაწერილი მითითებები, გასამართლებისას სიცოცხლეს ვერ დაიმსახურებენ და მათი სახელები გრაგნილში ანუ სიცოცხლის წიგნში არ ჩაიწერება (იოანე 5:29). იგივე დაემართება მასაც, ვინც ერთ დროს ერთგული იყო, მაგრამ განდგება ათასწლიანი მეფობის დროს. გრაგნილიდან სახელების ამოშლაც შეიძლება (გამოსვლა 32:32, 33).
-
-
ღვთის სასამართლო დღის სასიხარულო შედეგებიგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
როგორც ჩანს, სწორედ მაშინ, ათასი წლის ბოლოს გათავისუფლდება სატანა და ბოლო გამოცდის დროს გადაწყდება, ვისი სახელები დარჩება სიცოცხლის წიგნში მარადიულად. „ძალ-ღონე არ დაიშუროთ“, რათა თქვენი სახელიც ჩაიწეროს ამ გრაგნილში (ლუკა 13:24; გამოცხადება 20:5).
-