საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • საიდუმლო უფლის სახელით
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 1 ივნისი
    • იეჰოვას მოწმეები ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარები არიან, რომლებიც სერიოზულად ეკიდებიან თავიანთ რწმენას და მის თანახმად დაუფარავად ცხოვრებას ცდილობენ. მსოფლიო მასშტაბით ისინი რელიგიურ ჯგუფად არიან ცნობილი, რომელიც ‘ეძებს მშვიდობას და მისკენ ისწრაფის’ (1 პეტრე 3:11). მათ მიერ გამოქვეყნებული წიგნი „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“ (ინგლ.) ზუსტად აღნიშნავს: „ეჰოვას მოწმეები არანაირად არ წარმოადგენენ საიდუმლო ორგანიზაციას. ბიბლიაზე დაფუძნებული მათი რწმენა სრულად განიმარტება ყველასთვის ხელმისაწვდომ პუბლიკაციებში. გარდა ამისა, ისინი განსაკუთრებით ცდილობენ შეხვედრებზე ადამიანთა მიწვევას, რათა ხალხმა პირადად იხილოს და მოისმინოს იქ მიმდინარე მოვლენები“.

      ჭეშმარიტი რელიგია არავითარ შემთხვევაში არ მოქმედებს საიდუმლოდ. ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლებს არ ასწავლიან ვინაობის დაფარვასა თუ თავიანთი, როგორც იეჰოვას მოწმეების, მიზნის შენიღბვას. იესოს ადრინდელმა მოწაფეებმა აავსეს იერუსალიმი თავიანთი სწავლებით. ისინი სახალხოდ აცხადებდნენ თავიანთი რწმენისა და მოღვაწეობის შესახებ. მსგავსად მდგომარეობს იეჰოვას მოწმეთა საქმე დღეს. გასაგებია, რომ დიქტატორული რეჟიმის მხრიდან თაყვანისმცემლობის თავისუფლების უსამართლოდ შეზღუდვის დროს, ქრისტიანები წინდახედულად და გაბედულად უნდა განაგრძობდნენ თავიანთ საქმიანობას ‘უფრო ღვთისადმი მორჩილებით, ვიდრე ადამიანებისადმი’ და ამ მდგომარეობაში მათ გაბედული საჯარო დამოწმებისთვის აყენებენ (საქმეები 5:27–29; 8:1; 12:1–14; მათე 10:16, 26, 27).

      თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ იეჰოვას მოწმეები საიდუმლო სექტას წარმოადგენენ, ეს, შესაძლოა, იმიტომ მოხდა, რომ თქვენ ძალიან ცოტა იცოდით მათ შესახებ. ასეთ მდგომარეობაში, ალბათ, პირველ საუკუნეში მცხოვრები მრავალი ადამიანი იყო.

      საქმეების 28-ე თავი მოგვითხრობს შეხვედრაზე, რომელიც რომში მოციქულ პავლეს ‘წარჩინებულ იუდეველებთან’ ჰქონდა. მათ უთხრეს: „ჩვენ გვინდა მოვისმინოთ შენგან, რას ფიქრობ, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ამ მწვალებლობას ყველგან ეწინააღმდეგებიან“ (საქმეები 28:16–22). პასუხად პავლე „არწმუნებდა მათ და უმოწმებდა ღვთის სასუფეველზე“ და ‘ზოგმა ირწმუნა’ (საქმეები 28:23, 24). ნათელია, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანობასთან დაკავშირებული რეალური ფაქტების გაგება მათი ხანგრძლივი კეთილდღეობისთვის იყო.

      ღვთისადმი დაუფარავ და სახალხო მსახურებაში გულმოდგინე იეჰოვას მოწმეები მოხარული იქნებიან, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს წარუდგინონ თავიანთი მოღვაწეობისა და რწმენის ნათელი ფაქტები. რატომ არ გესარგებლათ შემთხვევით და არ გამოგეკვლიათ მათი რწმენა, რათა ჯეროვნად ინფორმირებული ყოფილიყავით?

  • იეჰოვა — საიდუმლოთა გამცხადებელი ღმერთი
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 1 ივნისი
    • 1, 2. ა) რით განსხვავდება იეჰოვა თავისი მთავარი მოწინააღმდეგისგან? ბ) როგორ ირეკლავენ ადამიანები ამ განსხვავებას?

      იეჰოვა, სამყაროს უზენაესი და მოსიყვარულე ღმერთი, ერთადერთი შემოქმედი, სიბრძნისა და სამართლის ღმერთია. მას არ სჭირდება თავისი ვინაობის, საქმეებისა თუ განზრახვების დამალვა. ის თავის დანიშნულ დროზე და თავისი ნება-სურვილით ავლენს თავს. ამით ის განსხვავდება თავისი მოწინააღმდეგისგან, სატანა ეშმაკისგან, რომელიც თავისი ნამდვილი ვინაობისა და განზრახვების დამალვას ცდილობს.

      2 მსგავსად იმისა, როგორც იეჰოვა და სატანა განსხვავდებიან ერთმანეთისგან ასევე — მათი თაყვანისმცემლებიც. სატანის მაგალითის მიმდევრებს ახასიათებთ ორპირობა და სიცრუე. იმ დროს, როცა სიბნელის საქმეებს ასრულებენ, ისინი ცდილობენ, თავი კეთილმოსურნეებად აჩვენონ. კორინთელი ქრისტიანებისთვის ნათქვამი იყო, არ გაკვირვებოდათ ეს ფაქტი. „ასეთები არიან ცრუ მოციქულნი, მზაკვარი მუშაკნი, ქრისტეს მოციქულებად გარდასახულნი. და არ არის საკვირველი, რადგან თვით სატანაც ხომ ნათლის ანგელოზად გარდაისახება“ (2 კორინთელთა 11:13, 14). ქრისტიანები კი ქრისტეს შეჰყურებენ, როგორც თავიანთ წინამძღოლს. დედამიწაზე ყოფნისას მან სრულყოფილად აირეკლა თავისი მამის, იეჰოვა ღმერთის, თვისებები (ებრაელთა 1:1–3). ამრიგად, ქრისტეს ნაკვალევზე სიარულით ქრისტიანები ბაძავენ იეჰოვას — ჭეშმარიტების, გულწრფელობისა და სინათლის ღმერთს. მათაც არ სჭირდებათ თავიანთი ვინაობის, საქმეებისა თუ მიზნების დამალვა (ეფესელთა 4:17–19; 5:1, 2).

      3. როგორ შეგვიძლია იმ ბრალდების გაბათილება, რომ იეჰოვას მოწმეებად გამხდარი ადამიანები იძულებული არიან, შეუერთდნენ „საიდუმლო სექტას“?

      3 იეჰოვა მაშინ აცხადებს თავისი განზრახვების წვრილმანებსა და ადამიანებისთვის წინათ უცნობ მომავალს, როცა ამისთვის საუკეთესო დროს ხედავს. ამ გაგებით, ის საიდუმლოთა გამცხადებელი ღმერთია. ამრიგად, ადამიანებს, რომლებსაც სურთ მისადმი მსახურება, იწვევენ — დიახ, მოუწოდებენ — გაიგონ ასეთი გაცხადებული ცნობა. ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში 1994 წლის გამოკვლევის თანახმად, 145 000-ზე მეტ იეჰოვას მოწმეთაგან საშუალოდ თითოეულმა პირადად გამოიკვლია იეჰოვას მოწმეთა სწავლებები მანამდე სამი წლით ადრე, სანამ გადაწყვეტდნენ, მოწმეები გამხდარიყვნენ. მათ ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, საკუთარი ნებით, გააკეთეს არჩევანი. და მათ კვლავაც ჰქონდათ ნებისა და მოქმედების თავისუფლება. მაგალითად, ასეთებმა მოგვიანებით გადაიფიქრეს იეჰოვას მოწმეებად ყოფნა, რადგან ზოგი აღარ ეთანხმებოდა ქრისტიანებისთვის შესაფერისი ზნეობის მაღალ ნორმებს. მაგრამ, საინტერესოა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამ ყოფილ იეჰოვას მოწმეთა დიდმა ნაწილმა ნაბიჯი გადადგა მოწმეებთან ურთიერთობის აღსადგენად და მოღვაწეობის გასაგრძელებლად.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება