საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w97 6/1 გვ. 5-6
  • საიდუმლო უფლის სახელით

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • საიდუმლო უფლის სახელით
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • რელიგიური საიდუმლოს მრავალი საშიშროება
  • რატომ არსებობს ამდენი საიდუმლო?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
  • სარჩევი
    გამოიღვიძეთ! — 2018
  • საიდუმლო
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • საიდუმლო, რომელიც ქრისტიანებმა არ უნდა დამალონ!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1997
w97 6/1 გვ. 5-6

საიდუმლო უფლის სახელით

ათას ცხრაას ოთხმოცდათხუთმეტი წლის მარტში ტოკიოს (იაპონია) მეტროში თავდასხმის შედეგად მახრჩობელა აირმა მოკლა 12 ადამიანი, ათასობით დააავადმყოფა და ხელი შეუწყო საიდუმლოს გახსნას. „აუმ სინრიკედ“ („უმაღლეს ჭეშმარიტებად“) ცნობილმა რელიგიურმა სექტამ ფარულად დააგროვა „ზარინის“ არსენალი იდუმალ მიზნებში გამოსაყენებლად.

ერთი თვის შემდეგ ბომბის აფეთქებამ ოკლაჰომა-სიტის (აშშ) ფედერალური ხელისუფლების შენობა დაანგრია და 167 ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა. სამხილი თითქოს იმაზე მიუთითებდა, რომ თავდასხმა, გარკვეულწილად, უკავშირდებოდა ზუსტად ორი წლის წინ მომხდარ შემთხვევას, როცა უეიქოში (ტეხასი) დასადგურებულმა ერთ-ერთმა რელიგიურმა სექტამ, „დავითის შტომ“, საგონებელში ჩააგდო სახელმწიფო. იმ დროს სექტის დაახლოებით 80 წევრი მოკვდა. ბომბის აფეთქებამ აგრეთვე უმრავლესობისთვის დაფარული რამ გახსნა: შეერთებულ შტატებში ახლა მოქმედი ორგანიზებული გასამხედროებული მილიციის უამრავი ჯგუფიდან, სულ ცოტა, რამდენიმე ეჭვმიტანილია ანტისახელმწიფო მოქმედების ფარულ დაგეგმვაში.

მოგვიანებით, 1995 წლის დასასრულისთვის, გრენობლის (საფრანგეთი) მახლობლად ტყიან მხარეში 16 დამწვარი სხეული აღმოაჩინეს. ისინი „მზის ტაძრის ორდენის“, პატარა რელიგიური სექტის, წევრები იყვნენ, რომელსაც სექტის 53 წევრის თვითმკვლელობის თუ მკვლელობის მიზეზით, 1994 წლის ოქტომბერში შვეიცარიისა და კანადის ახალ ამბებში მოიხსენიებდნენ. მაგრამ სექტამ ასეთი ტრაგედიის შემდეგაც კი განაგრძო ფუნქციონირება. მის აღძვრებსა და მიზნებს დღემდე საიდუმლო ფარავს.

რელიგიური საიდუმლოს მრავალი საშიშროება

განა გასაკვირია, რომ ასეთი შემთხვევების გათვალისწინებით მრავალი ადამიანი ეჭვის თვალით უყურებს რელიგიურ ჯგუფებს? რასაკვირველია, არავინ ისურვებდა რელიგიური თუ არარელიგიური საიდუმლო ორგანიზაციის მხარდაჭერას, რომელიც ბოროტად სარგებლობს მისი ნდობით და აიძულებს, ისეთ მიზნებს მისდიოს, რომლებსაც არ ეთანხმება. მაგრამ რის გაკეთება შეიძლება საეჭვო ხასიათის საიდუმლო ორგანიზაციების მახეში გაბმის ასარიდებლად?

ნათელია, საიდუმლო ორგანიზაციის წევრობის მსურველი ნებისმიერი ადამიანი გონივრულად მოიქცევა, თუ მის ნამდვილ მიზნებს დაადგენს. მან თავი უნდა დაიცვას მეგობრებისა თუ ნაცნობების მხრიდან ყოველგვარი გავლენისგან და მისი გადაწყვეტილებები ფაქტებზე უნდა იყოს დაფუძნებული და არა ემოციებზე. გახსოვდეს, რომ გადაწყვეტილების მიმღებმა უფრო შეიძლება იწვნიოს მტკივნეული შედეგები, ვიდრე სხვებმა.

ბიბლიის პრინციპების დაცვა ყველაზე საიმედო მეთოდია სახიფათო ჯგუფებისგან თავის ასარიდებლად, რომელთა მოტივები შორს არის პატიოსნებისგან (ესაია 30:21). ბიბლიის პრინციპებში შედის: პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, სხვებისადმი — მტრებისადმიც კი — სიყვარულის გამოვლინება, ‘ხორცის საქმეებისგან’ მორიდება და ღვთის სულიწმიდის ნაყოფების განვითარება. გარდა ამისა, იესოს მსგავსად, ჭეშმარიტი ქრისტიანები არ უნდა იყვნენ ქვეყნიერების ნაწილი, ხოლო ასე მოქმედება გამორიცხავს ქვეყნიურ საიდუმლო ორგანიზაციებში მონაწილეობის მიღებას (გალატელთა 5:19–23; იოანე 17:14, 16; 18:36; რომაელთა 12:17–21; იაკობი 4:4). იეჰოვას მოწმეები ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარები არიან, რომლებიც სერიოზულად ეკიდებიან თავიანთ რწმენას და მის თანახმად დაუფარავად ცხოვრებას ცდილობენ. მსოფლიო მასშტაბით ისინი რელიგიურ ჯგუფად არიან ცნობილი, რომელიც ‘ეძებს მშვიდობას და მისკენ ისწრაფის’ (1 პეტრე 3:11). მათ მიერ გამოქვეყნებული წიგნი „იეჰოვას მოწმეები — ღვთის სამეფოს მაუწყებლები“ (ინგლ.) ზუსტად აღნიშნავს: „ეჰოვას მოწმეები არანაირად არ წარმოადგენენ საიდუმლო ორგანიზაციას. ბიბლიაზე დაფუძნებული მათი რწმენა სრულად განიმარტება ყველასთვის ხელმისაწვდომ პუბლიკაციებში. გარდა ამისა, ისინი განსაკუთრებით ცდილობენ შეხვედრებზე ადამიანთა მიწვევას, რათა ხალხმა პირადად იხილოს და მოისმინოს იქ მიმდინარე მოვლენები“.

ჭეშმარიტი რელიგია არავითარ შემთხვევაში არ მოქმედებს საიდუმლოდ. ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლებს არ ასწავლიან ვინაობის დაფარვასა თუ თავიანთი, როგორც იეჰოვას მოწმეების, მიზნის შენიღბვას. იესოს ადრინდელმა მოწაფეებმა აავსეს იერუსალიმი თავიანთი სწავლებით. ისინი სახალხოდ აცხადებდნენ თავიანთი რწმენისა და მოღვაწეობის შესახებ. მსგავსად მდგომარეობს იეჰოვას მოწმეთა საქმე დღეს. გასაგებია, რომ დიქტატორული რეჟიმის მხრიდან თაყვანისმცემლობის თავისუფლების უსამართლოდ შეზღუდვის დროს, ქრისტიანები წინდახედულად და გაბედულად უნდა განაგრძობდნენ თავიანთ საქმიანობას ‘უფრო ღვთისადმი მორჩილებით, ვიდრე ადამიანებისადმი’ და ამ მდგომარეობაში მათ გაბედული საჯარო დამოწმებისთვის აყენებენ (საქმეები 5:27–29; 8:1; 12:1–14; მათე 10:16, 26, 27).

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომ იეჰოვას მოწმეები საიდუმლო სექტას წარმოადგენენ, ეს, შესაძლოა, იმიტომ მოხდა, რომ თქვენ ძალიან ცოტა იცოდით მათ შესახებ. ასეთ მდგომარეობაში, ალბათ, პირველ საუკუნეში მცხოვრები მრავალი ადამიანი იყო.

საქმეების 28-ე თავი მოგვითხრობს შეხვედრაზე, რომელიც რომში მოციქულ პავლეს ‘წარჩინებულ იუდეველებთან’ ჰქონდა. მათ უთხრეს: „ჩვენ გვინდა მოვისმინოთ შენგან, რას ფიქრობ, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ამ მწვალებლობას ყველგან ეწინააღმდეგებიან“ (საქმეები 28:16–22). პასუხად პავლე „არწმუნებდა მათ და უმოწმებდა ღვთის სასუფეველზე“ და ‘ზოგმა ირწმუნა’ (საქმეები 28:23, 24). ნათელია, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანობასთან დაკავშირებული რეალური ფაქტების გაგება მათი ხანგრძლივი კეთილდღეობისთვის იყო.

ღვთისადმი დაუფარავ და სახალხო მსახურებაში გულმოდგინე იეჰოვას მოწმეები მოხარული იქნებიან, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს წარუდგინონ თავიანთი მოღვაწეობისა და რწმენის ნათელი ფაქტები. რატომ არ გესარგებლათ შემთხვევით და არ გამოგეკვლიათ მათი რწმენა, რათა ჯეროვნად ინფორმირებული ყოფილიყავით?

[სურათი 6 გვერდზე]

იეჰოვას მოწმეები სიამოვნებით გამცნობენ, ვინ არიან და რას საქმიანობენ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება