-
ჩაეჭიდეთ იესოს სახელს!გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
14. ა) ვისგან უნდა დაეცვა თავი ქრისტიანულ კრებას თავისი არსებობის პირველივე დღიდან და როგორ ახასიათებდა განდგომილებს პავლე მოციქული? ბ) იესოს რომელი სიტყვები უნდა იღოს ყურად მან, ვისაც ცდუნება აქვს, განდგომილებს აჰყვეს?
14 ქრისტიანულ კრებას თავისი არსებობის პირველივე დღიდან უნდა დაეცვა თავი ამაყი განდგომილებისგან, რომლებიც პირფერობითა და მზაკვრული ლაპარაკით ‘უთანხმოებებს იწვევდნენ და აბრკოლებდნენ სხვებს, რითაც ეწინააღმდეგებოდნენ იმას’, რაც ნასწავლი ჰქონდათ ქრისტიანებს იეჰოვას „არხით“ (რომაელები 16:17, 18). მოციქული პავლე თითქმის ყველა თავის წერილში აფრთხილებდა ქრისტიანებს ამ საშიშროების შესახებa. მიუხედავად იმისა, რომ იესომ ჩვენს დროში ჭეშმარიტ კრებას ქრისტიანული სიწმინდე და ერთიანობა დაუბრუნა, სექტანტობის საშიშროება მაინც არსებობს. ამიტომ ყველამ, ვისაც იმის ცდუნება აქვს, რომ განდგომილთა ჯგუფს აჰყვეს და ხელი შეუწყოს სექტის ჩამოყალიბებას, ყურად უნდა იღოს იესოს შემდეგი სიტყვები: „მაშ, მოინანიე, თუ არადა, მალე მოვალ შენთან და შევებრძოლები მათ ჩემი პირის დიდი მახვილით“ (გამოცხადება 2:16).
-
-
ჩაეჭიდეთ იესოს სახელს!გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
16. ა) რატომ უნდა მოინანიოს სასწრაფოდ მან, ვინც განდგომილთა ზეგავლენის ქვეშ ექცევა? ბ) რა ელით მათ, ვისაც არ სურს მონანიება?
16 ვინც განდგომილთა ზეგავლენის ქვეშ ექცევა, სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს იესოს მოწოდების თანახმად და მოინანიოს! განდგომილთა პროპაგანდა საწამლავია, არ უნდა გავეკაროთ მას! ნამდვილი და წმინდა ჭეშმარიტებისგან განსხვავებით, რომელსაც იესო ასწავლის თავის კრებას, განდგომილთა პროპაგანდა შურსა და სიძულვილს ეფუძნება (ლუკა 12:42; ფილიპელები 1:15, 16; 4:8, 9). მათ, ვისაც არ სურს მონანიება, უფალი იესო შეებრძოლება თავისი „პირის დიდი მახვილით“. ის თითქოს საცერში ცრის თავის ხალხს მათი ერთიანობის შესანარჩუნებლად, რაზეც ის თავის მოწაფეებთან გატარებულ უკანასკნელ საღამოს ლოცულობდა (იოანე 17:20—23, 26). ვინაიდან განდგომილები უარს ამბობენ დახმარებაზე და არ ითვალისწინებენ რჩევებს, რომელსაც სიყვარულით სთავაზობენ იესოს მარჯვენა ხელში მყოფი „ვარსკვლავები“, ის ასამართლებს და ‘სასტიკად სჯის’ მათ და „გარეთ, სიბნელეში“ ყრის. ისინი ირიცხებიან, რომ საფუარივით აღარ იმოქმედონ ღვთის ხალხს შორის (მათე 24:48—51; 25:30; 1 კორინთელები 5:6, 9, 13; გამოცხადება 1:16).
-