საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ‘იმხიარულეთ სულმუდამ ჩემს შექმნილზე’
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • იეჰოვა ამბობს: „არ იქნება იქ არც ბავშვი და არც მოხუცებული, რომლის დღეები არ იყოს ავსებული; რადგან ჭაბუკივით მოკვდება ასი წლის კაცი, ცოდვილი კი ას წელსაც დაწყევლილი იქნება“ (ესაია 65:20).

  • ‘იმხიარულეთ სულმუდამ ჩემს შექმნილზე’
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • 28. რას ვიგებთ იეჰოვას სიტყვებიდან მისი სამეფოს მმართველობისას ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრების შესახებ?

      28 რას ვიგებთ იეჰოვას სიტყვებიდან მოახლოებულ ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრების შესახებ? ღვთის სამეფოს ქვეშევრდომ ყველა ბავშვს უსაფრთხო მომავალი ექნება. არასდროს მოკვდება სიცოცხლით სავსე ღვთისმოშიში კაცი. მორჩილი კაცობრიობა უსაფრთხოებით გაიხარებს და სიცოცხლით დატკბება. რა დაემართებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ღვთის ურჩობას ირჩევენ? ისინი დაკარგავენ სიცოცხლის უპირატესობას. ურჩი ადამიანი „ასი წლისაც“ რომ იყოს, მოკვდება. ამ შემთხვევაში ის მხოლოდ „ჭაბუკი“ იქნება, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ მას შეეძლო მარადიულად ეცხოვრა.

  • ‘იმხიარულეთ სულმუდამ ჩემს შექმნილზე’
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • „ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, ჩაყრიან ვაზებს და მათ ნაყოფს შეჭამენ. არ ააშენებენ სხვის საცხოვრებელად, არ დარგავენ სხვის შესაჭმელად, რადგან ჩემი ხალხის ასაკი ხის ასაკივით იქნება და თავადვე გაცვეთენ საკუთარი ხელის ქმნილებას ჩემი რჩეულები“ (ესაია 65:21, 22).

  • ‘იმხიარულეთ სულმუდამ ჩემს შექმნილზე’
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ასეთი მშვიდობა ფიზიკურ სამოთხეშიც იქნება. ბოლომდე ვერც კი წარმოვიდგენთ, რას მოიმოქმედებს იეჰოვა ახალ ქვეყნიერებაში თავისი თაყვანისმცემლების ხელით, რომლებსაც გულით სურთ ყველაფრის გაკეთება. რა სასიხარულო იქნება საკუთარი სახლის აშენება და მასში ცხოვრება! ღვთის სამეფოს ყველა ქვეშევრდომს ექნება სასიამოვნო სამუშაო. რა დიდი ჯილდო იქნება შრომის სანაცვლოდ ყოველთვის ‘სიკეთის პოვნა’! (ეკლესიასტე 3:13). გვექნება თუ არა საკმარისი დრო, რათა ჩვენი შრომის ნაყოფით გავიხაროთ? დიახ! ღვთის ერთგულ ადამიანთა მარადიული სიცოცხლე „ხის ასაკივით იქნება“ —ათასობით წელს და უფრო დიდხანსაც იცოცხლებენ!

      31, 32. ა) როგორ აკურთხებს იეჰოვა სამშობლოში დაბრუნებულ ტყვეებს? ბ) რის შესაძლებლობა მიეცემათ ღვთის ერთგულ ადამიანებს ახალ ქვეყნიერებაში?

      31 იეჰოვა სამშობლოში დაბრუნებულ ტყვეთა სხვა კურთხევებსაც აღწერს: „ფუჭად აღარ დაშვრებიან ისინი და დასაღუპად აღარ დაბადებენ შვილებს; რადგან უფლის კურთხეული მოდგმა იქნებიან ისინი და მათი შთამომავალნი მათთანვე იქნებიან“ (ესაია 65:23). სამშობლოში დაბრუნებულ იუდაელებს იეჰოვა აკურთხებს, ამიტომაც ისინი ამაოდ აღარ იშრომებენ. მშობლები ნაადრევად დასაღუპავად აღარ გააჩენენ შვილებს. ყოფილი ტყვეები მარტო არ გაიხარებენ აღორძინების კურთხევებით; მათი შთამომავალნიც მათთანვე იქნებიან. ღმერთს იმდენად სურს თავისი ხალხის საჭიროებების დაკმაყოფილება, რომ შემდეგ აღთქმას დებს: „ისე მოხდება, რომ ვიდრე მომიხმობდნენ, ხმას გავცემ; ვიდრე ლაპარაკში იქნებიან, მოსმენილი მექნება უკვე“ (ესაია 65:24).

      32 როგორ შეასრულებს იეჰოვა ამ დაპირებებს მოახლოებულ ახალ ქვეყნიერებაში? ამას მომავალში ვნახავთ. იეჰოვა ყოველგვარ წვრილმანს არ გვაუწყებს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მისი ერთგული ადამიანები აღარასოდეს ‘დაშვრებიან ფუჭად’. არმაგედონგადატანილ უამრავ ხალხს და ბავშვებს, რომლებიც შესაძლოა მომავალში დაიბადონ, ხანგრძლივი და სასიამოვნო სიცოცხლით — მარადიული სიცოცხლით — ტკბობის შესაძლებლობა მიეცემათ! ახალ ქვეყნიერებაში ის მკვდრეთით აღდგენილებიც გაიხარებენ, რომლებსაც ღვთის ნორმების მიხედვით ცხოვრების სურვილი ექნებათ. იეჰოვა მოუსმენს ხალხს და წინასწარაც კი დააკმაყოფილებს მათ საჭიროებებს. დიახ, იეჰოვა ნამდვილად აღაპყრობს ხელს და დააკმაყოფილებს „ყოველი სულდგმულის“ სათანადო მოთხოვნილებას (ფსალმუნი 144:16).

      33. რა გაგებით იქნებიან ცხოველები მშვიდობიანი, როდესაც იუდაელები სამშობლოში დაბრუნდებიან?

      33 რამდენად მასშტაბური იქნება აღთქმული მშვიდობა და უსაფრთხოება? იეჰოვა წინასწარმეტყველების ამ ნაწილს შემდეგი სიტყვებით ასრულებს: „მგელი და კრავი ერთად დაიწყებენ ძოვას და ლომი ძროხასავით შეჭამს თივას, გველს კი საჭმელად მტვერი ექნება; არ იბოროტებენ და არც რასმე წაახდენენ მთელს ჩემს წმიდა მთაზე, ამბობს უფალი“ (ესაია 65:25).

  • ‘იმხიარულეთ სულმუდამ ჩემს შექმნილზე’
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
    • სულიერ სამოთხეში მყოფი ეჰოვას ხალხის კურთხევები მალე ფიზიკურ სამოთხეზეც გავრცელდება, სადაც ადამიანები ერთმანეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის გარდა ცხოველებთან მშვიდობიანი ურთიერთობითაც გაიხარებენ. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღვთის მიერ დადგენილ დროს ბოლომდე შესრულდება მის მიერ კაცობრიობისთვის მიცემული პირველი დავალება: „დაეუფლეთ მას [დედამიწას], ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს“ (დაბადება 1:28).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება