საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • გველის თესლი — რამდენად მხილებულია ის?
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ივნისი
    • გველის ‘თესლი’ არის სატანის თესლი, მისი შთამომავლობა — დემონები, ადამიანები და ასევე ადამიანთა ორგანიზაციები, რომლებიც სატანის თვისებებს ავლენენ და მტრულად ეპყრობიან დედაკაცის „თესლს“ (იოანე 15:19; 17:15).

  • გველის თესლი — რამდენად მხილებულია ის?
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ივნისი
    • 5. რომელი საქმეები ახასიათებს ეშმაკის სულიერ შთამომავლობას?

      5 ედემში აჯანყების შემდეგ ცალკეული პიროვნებები და ორგანიზაციები აშკარად იმეორებენ იმას, რასაც სატანა ეშმაკი აკეთებდა — აჯანყებას, ტყუილს, ცილისწამებას, მკვლელობასა და ამასთანავე იეჰოვას ნებისა და მისი თაყვანისმცემლების მიმართ წინააღმდეგობას. ასეთი საქმეები ახასიათებდა ეშმაკის შთამომავლობას, სულიერ შვილებს. მათ შორის იყო კაენი, რომელმაც მოკლა თავისი ძმა, როცა იეჰოვამ მისი თაყვანისცემის ნაცვლად, აბელის თაყვანისცემა მოიწონა (1 იოანე 3:10–12). ნებროთი იყო ის კაცი, რომლის თვით სახელიც კი მეამბოხედ ახასიათებს მას და რომელიც გახდა ძლიერი მონადირე და იეჰოვას მოწინააღმდეგე მმართველი (დაბადება 10:9). გარდა ამისა, ძველ დროში ბაბილონთან ერთად არსებობდა მრავალი სამეფო, რომლებიც სავსე იყვნენ ცრუ რწმენაზე დაფუძნებული რელიგიებით, რომლებსაც თავიანთივე სახელმწიფოები უჭერდნენ მხარს და რომლებიც სასტიკად ავიწროებდნენ იეჰოვას თაყვანისმცემლებს (იერემია 50:29).

  • გველის თესლი — რამდენად მხილებულია ის?
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ივნისი
    • 9. როგორ გამოამჟღავნა სატანამ ძლიერი მტრობა იესოს დაბადების შემდეგ?

      9 სატანის ძლიერი მტრობა უმალვე გამოვლინდა, როცა მოატყუა კერპთაყვანისმცემელი ასტროლოგები, რომ თავდაპირველად იერუსალიმში მეფე ჰეროდეს მოსანახულებლად მისულიყვნენ და შემდეგ წასულიყვნენ ბეთლემში მდებარე სახლში, სადაც პატარა იესოსა და დედამისს, მარიამს, იხილავდნენ. ამის შემდეგ ცოტა ხანში მეფე ჰეროდემ ბრძანა, მოეკლათ ორი წლისა და უფრო ნაკლები ასაკის ბიჭები ბეთლემში და მის გარშემო. ამით ჰეროდემ სატანური სიძულვილი გამოამჟღავნა თესლისადმი. ნათელია, ჰეროდემ კარგად იცოდა, რომ იმის განადგურებას ცდილობდა, ვინც მესია უნდა ყოფილიყო (მათე 2:1–6, 16). ისტორია ამტკიცებს, რომ მეფე ჰეროდე იყო უნამუსო, ცბიერი და სისხლის მღვრელი — ნამდვილად, გველის თესლის წარმომადგენელი.

      10. ა) როგორ ცდილობდა პირადად სატანა იესოს ნათლობის შემდეგ, აღთქმულ თესლთან დაკავშირებით იეჰოვას განზრახვის ჩაშლას? ბ) როგორ იყენებდა სატანა იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს თავისი მიზნების მისაღწევად?

      10 მას შემდეგ, რაც ახალი წელთაღრიცხვით 29 წელს იეჰოვამ სულიწმიდით სცხო იესო და ზეციდან თავის ძედ აღიარა, სატანამ არაერთხელ სცადა იესოს შეცდენა, რითაც სურდა, ჩაეშალა იეჰოვას განზრახვა მასთან დაკავშირებით (მათე 4:1–10). რადგან ამაში მარცხი განიცადა, თავისი მიზნების მისაღწევად ადამიანთა წარმომადგენლების გამოყენებას მიმართა. იესოს ავტორიტეტის შესარყევ მცდელობებში გამოყენებულთა შორის იყვნენ თვალთმაქცი რელიგიური წინამძღოლები. ისინი ცრუობდნენ და ცილს სწამებდნენ, აკეთებდნენ იმას, რასაც თვითონ სატანა აკეთებდა. როცა იესომ უთხრა დავრდომილს: ‘გამაგრდი, მიგეტევა ცოდვები’, — მწიგნობრები არც კი დალოდებიან, რომ დაენახათ, განიკურნებოდა თუ არა მამაკაცი და განსაჯეს იესო, როგორც ღვთის მგმობელი (მათე 9:2–7). როცა იესო შაბათ დღეს კურნავდა ადამიანებს, ფარისევლები მსჯავრს სდებდნენ მას, როგორც შაბათის კანონის დამრღვევს და მის დასაღუპად თათბირობდნენ (მათე 12:9–14; იოანე 5:1–18). როცა იესო დემონებს დევნიდა, ფარისევლები ბრალს სდებდნენ, რომ მას ‘ეშმაკთა მთავართან, ბელზებულთან’ ჰქონდა კავშირი (მათე 12:22–24). ლაზარეს მკვდრეთით აღდგენის შემდეგ მრავალმა ადამიანმა ირწმუნა იესო, მაგრამ მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა კვლავ მოითათბირეს მისი მოკვლა (იოანე 11:47–53).

      11. სიკვდილამდე სამი დღით ადრე ვისზე მიუთითა იესომ, როგორც გველის თესლის ნაწილზე და რატომ?

      11 თუმცა კარგად იცოდა მათი გეგმები, ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის 11 ნისანს იესო პირდაპირ და უშიშრად გაემართა იერუსალიმში მდებარე ტაძრისკენ და იქ საჯაროდ გამოაცხადა განაჩენი მათ წინააღმდეგ. როგორც ჯგუფმა, მწიგნობრებმა და ფარისევლებმა თანდათან გამოამჟღავნეს თავიანთი ვინაობა; ამიტომ იესომ თქვა: „ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ ცათა სასუფეველს კეტავთ ადამიანთა წინაშე, რადგან არც თქვენ შედიხართ და არც შემავალთ უშვებთ“. იესომ ხაზგასმით გამოაცხადა, რომ ისინი გველის თესლის ნაწილს წარმოადგენდნენ, როცა თქვა: „იქედნეთა ნაშობო გველებო! როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?“ (მათე 23:13, 33). მისი სიტყვები დაბადების 3:15-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებას გვახსენებს.

      12, 13. ა) როგორ დაამტკიცეს შემდგომში მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა, თუ ვინ იყო მათი სულიერი მამა? ბ) ვინ შეუერთდა მათ? გ) დაბადების 3:15-ის შესრულების თანახმად, როგორ დაიგესლა დედაკაცის თესლის ქუსლი?

      12 მიაღწია კი იესოს სიტყვებმა მათი გულების სიღრმეებს, ისე რომ ღმერთს მოწყალებას შევედრებოდნენ? მოინანიეს კი თავიანთი ბოროტმოქმედება? არა! მარკოზის 14:1-ში წერია, რომ მომდევნო დღესვე, მღვდელმთავრის ეზოში შეკრების დროს, „მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი ღონეს ეძიებდნენ, როგორ შეეპყროთ [იესო] მზაკვრულად და მოეკლათ“. ისინი აგრძელებდნენ სატანის სისხლისმღვრელი სულის გამოვლენას, სატანის, რომელიც ადრე იესომ კაცისმკვლელად აღწერა (იოანე 8:44). ცოტა ხანში მათ იუდა ისკარიოტელი შეუერთდა, რომელიც სატანამ აღძრა, რომ განდგომოდა იესოს. იუდამ უარყო ღმერთის დედაკაცის უბიწო თესლი და გველის თესლს შეუერთდა.

      13 თოთხმეტ ნისანს, დილით ადრე, იუდეველთა რელიგიური სასამართლოს წევრებმა მიიყვანეს იესო, როგორც პატიმარი, რომის მთავართან. ამ დროს, პირველად, მღვდელმთავრებმა მორთეს ყვირილი, რომ ის ძელზე გაეკრათ. როცა პილატემ ჰკითხა: „თქვენი მეფე ვაცვა ჯვარს?“, ზუსტად მღვდელმთავრებმა უპასუხეს: „ჩვენ არ გვყავს მეფე, კეისრის გარდა!“ (იოანე 19:6, 15). ნამდვილად, ისინი ყველაფრით ამტკიცებდნენ, რომ გველის თესლის ნაწილი იყვნენ. მაგრამ, რასაკვირველია, ამაში მხოლოდ ისინი არ მონაწილეობდნენ. ინსპირირებული ჩანაწერი მათეს 27:24, 25-ში გვაცნობებს: „პილატემ. . . აიღო წყალი, ხელები დაიბანა ხალხის წინაშე“. ამის შემდეგ მთელმა ხალხმა თქვა: „ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი“. ამრიგად, იმ თაობის მრავალმა იუდეველმა გამოავლინა თავი გველის თესლის ნაწილად. იმ დღის დასასრულამდე იესო მოკვდა. თავისი ხილული თესლის გამოყენებით სატანამ ღმერთის დედაკაცის თესლს ქუსლი დაუგესლა.

      14. რატომ არ ნიშნავს სატანის გამარჯვებას დედაკაცის თესლის ქუსლის დაგესვლა?

      14 გაიმარჯვა სატანამ? არავითარ შემთხვევაში! იესო ქრისტემ სძლია ქვეყნიერებას და გაიმარჯვა მის მთავარზე (იოანე 14:30, 31; 16:33). ის თვით სიკვდილამდე დარჩა იეჰოვას ერთგული. რადგან სრულყოფილ ადამიანად მოკვდა, მისი სიკვდილი იყო სიცოცხლის იმ უფლების გამოსასყიდად საჭირო ფასი, რომელიც ადამმა დაკარგა. ამიტომ მან გახსნა გზა მარადიული სიცოცხლისკენ მათთვის, ვინც ირწმუნებდა ამ ღონისძიებას და დაემორჩილებოდა ღმერთის მცნებებს (მათე 20:28; იოანე 3:16). იეჰოვამ აღადგინა იესო ზეცაში უკვდავი სიცოცხლისთვის. იეჰოვას მიერ დანიშნულ დროს, იესო გაანადგურებს სატანას. დაბადების 22:16–18-ში (აქ) ნაწინასწარმეტყველებია, რომ იეჰოვა თავისი კეთილგანწყობილებით დააჯილდოებს დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ოჯახს, რომლებიც საჭირო მოქმედებას ირჩევენ, რათა კურთხეული იყვნენ ერთგული თესლის საშუალებით.

      15. ა) იესოს სიკვდილის შემდეგ როგორ აგრძელებდნენ მისი მოციქულები გველის თესლის მხილებას ? ბ) იმ დროიდან მოყოლებული როგორ მტრობას ავლენს გველის თესლი თვით ჩვენს დროშიც?

      15 იესოს სიკვდილის შემდეგ სულით ცხებულმა ქრისტიანებმა გააგრძელეს გველის თესლის მხილება, როგორც ამას მათი უფალი აკეთებდა. სულიწმიდით აღძრული მოციქული პავლე აფრთხილებდა ‘ურჯულოების კაცის’ შესახებ, რომლის თანდასწრება ‘სატანის მოქმედებასთან’ იქნებოდა დაკავშირებული (2 თესალონიკელთა 2:3–10). აღმოჩნდა, რომ ამ ‘კაცის’ კლასი არის ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება. თავის მხრივ, გველის თესლი ულმობლად დევნიდა იესო ქრისტეს მიმდევრებს. გამოცხადების 12:17-ში ჩაწერილ წინასწარმეტყველებაში მოციქულმა იოანემ იწინასწარმეტყველა, რომ სატანა თვით ჩვენს დროშიც გააგრძელებდა ბრძოლას ღმერთის დედაკაცის თესლის დარჩენილი ნაწილის წინააღმდეგ. ასეც ხდება. ღმერთის სამეფოსა და მისი სამართლიანი გზებისადმი მტკიცე პოზიციის გამო მრავალ ქვეყანაში იეჰოვას მოწმეების მოღვაწეობას კრძალავენ, მათ თავს ესხმიან, აპატიმრებენ ან საკონცენტრაციო ბანაკებში სვამენ.

      გველის თესლის მხილება დღეს

      16. ვინ იყო მხილებული გველის თესლის ნაწილად დღევანდელ დროს და როგორ?

      16 ჭეშმარიტი ქრისტიანები ჰბაძავენ იესო ქრისტეს და უშიშრად აგრძელებენ გველისა და მისი თესლის მხილებას. 1917 წელს ბიბლიის მკვლევარებმა, როგორც მაშინ იეჰოვას მოწმეებს იცნობდნენ, გამოაქვეყნეს წიგნი „დასრულებული საიდუმლო“ (ინგლ.), რომელშიც ამხილებდნენ ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოების ფარისევლობას. მას 1924 წელს მოჰყვა დაბეჭდილი დადგენილება სათაურით „ბრალდებული სასულიერო პირები“ (ინგლ.). მსოფლიოში ამ დადგენილების ორმოცდაათი მილიონი ასლი გავრცელდა. 1937 წელს ჯ. ფ. რუტერფორდმა, საგუშაგო კოშკის საზოგადოების მაშინდელმა პრეზიდენტმა, წაიკითხა მოხსენებები სათაურით „მხილებული“ და „რელიგია და ქრისტიანობა“, რომლებიც ნათლად ამხილებდნენ სატანის თესლს. მომდევნო წელს ლონდონის (ინგლისი) რადიოტელეფონის საშუალებით მან წაიკითხა მოხსენება სათაურით „ფაქტებს სახეში შეხედეთ“, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული 50 კონგრესის დამსწრეები ისმენდნენ. ერთი თვის შემდეგ შეერთებული შტატების ფართო რადიოქსელმა გადმოსცა მოხსენება „ფაშიზმი ან თავისუფლება“. ყოველივე ამას დაემატა ნათელი მხილებები წიგნებიდან „მტრები“ (ინგლ.) და „რელიგია“ (ინგლ.) და აგრეთვე ბროშურიდან „გამოაშკარავებული“ (ინგლ.). 1920-იანი წლებიდან გამოქვეყნებულ პუბლიკაციებთან შეთანხმებულად, წიგნი „გამოცხადება — მისი დიდებული აპოგეა ახლოსაა!“a (ინგლ.), რომელიც დღეს 65 ენაზეა გამოცემული, ახასიათებს გახრწნილ პოლიტიკურ მმართველებს და გაუმაძღარ, ზნედაცემულ, უკანონოდ მოქმედ კომერსანტებს, როგორც გველის ხილული თესლის მთავარ წევრებს შორის მყოფთ. როცა პოლიტიკური წინამძღოლები გამუდმებით ცრუობენ, აცდუნებენ ქვეშევრდომებს, უპატივცემლოდ ეპყრობიან სისხლის სიწმინდეს და ავიწროებენ იეჰოვას მოწმეებს (რითაც ღმერთის დედაკაცის თესლისადმი სიძულვილს ავლენენ), უეჭველია, რომ ისინი გველის თესლის ნაწილად ავლენენ თავს. იმავეს თქმა შეიძლება კომერციული საქმოსნების შესახებ, რომლებსაც სინდისიც არ ქენჯნით, როცა ცრუობენ ფინანსური მოგების მიზნით და აწარმოებენ ან ჰყიდიან ნაწარმს, რომელიც დაავადებების გამომწვევად არის ცნობილი.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება