საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ბიბლიის თვალსაზრისი
    გამოიღვიძეთ! — 2011 | ივნისი
    • ბიბლიის თვალსაზრისი

      რატომ აქვს მნიშვნელობა, რას ვამბობთ და როგორ?

      ერთხელ პრემიერ-მინისტრი თავაზიანად წარდგა აუდიტორიის წინაშე. როდესაც სიტყვით გამოსვლა დაასრულა, ეგონა, რომ მიკროფონი გამორთული იყო და ერთ ხანდაზმულ ქალს, რომელსაც ის-ის იყო შეხვდა, ფანატიკოსი უწოდა. მან თავის ხალხს უსაყვედურა, რატომ არ მოაშორეს ეს ქალი იქაურობას. ხალხი აღაშფოთა ამ ქალისადმი მისმა ასეთმა დამოკიდებულებამ. ამის გამო მას ხმა არ მისცეს ხელახალი არჩევნების დროს, რომელიც ამ შემთხვევიდან, სულ რაღაც, რვა დღეში ჩატარდა.

      არც ერთ ადამიანს არ შეუძლია, სრულყოფილად გააკონტროლოს ენა (იაკობი 3:2). ზემოთ მოყვანილი მაგალითი ამის ნათელი მტკიცებაა. სხვებთან კარგი ურთიერთობა გექნებათ თუ ცუდი, ბევრად არის დამოკიდებული თქვენს მეტყველებაზე; ამაზეა აგრეთვე დამოკიდებული ის, თუ როგორი რეპუტაცია და კარიერა გექნებათ.

      მაგრამ იცოდით თუ არა, რომ თქვენი მეტყველება უფრო ბევრის მთქმელია? ბიბლია გვიხსნის, რომ ჩვენი მეტყველება აჩვენებს, სინამდვილეში როგორი ადამიანები ვართ. იესომ თქვა: „პირი გულში მოჭარბებულს ლაპარაკობს“ (მათე 12:34). ვინაიდან თქვენი სიტყვები ააშკარავებს თქვენს გრძნობებს, ფიქრებსა და ემოციებს, მნიშვნელოვანია, კარგად დაუკვირდეთ, რას და როგორ ლაპარაკობთ.

  • ბიბლიის თვალსაზრისი
    გამოიღვიძეთ! — 2011 | ივნისი
    • სანამ რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდით. „დაუფიქრებელი ლაპარაკი მახვილივით ჭრის, ბრძენის ენა კი კურნავს“, — ვკითხულობთ იგავების 12:18-ში. თუკი თქვენი ლაპარაკი „მახვილივით ჭრის“ ან გულს სტკენს სხვებს, თქვენ უნდა დაფიქრდეთ მანამდე, სანამ რამეს იტყვით. კარგია, თუ ყურად იღებთ იგავების 15:28-ში მოცემულ რჩევას: „მართლის გული პასუხის გაცემამდე ფიქრობს, ბოროტთა პირი კი ბოროტებას აფრქვევს“.

      დაისახეთ მიზანი. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ყველანაირად ეცადეთ, რომ რასაც გაიფიქრებთ, უმალვე არ თქვათ, განსაკუთრებით მაშინ, თუ გაბრაზებული ხართ. ამის ნაცვლად, დაფიქრდით ამ სტატიაში მოყვანილ მუხლებზე და მიზანმიმართულად შეეცადეთ, რომ ილაპარაკოთ გონივრულად, სიყვარულითა და მშვიდი ტონით (იგავები 15:1—4, 23).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება