-
განივითარეთ თავშეკავება!საგუშაგო კოშკი — 2017 | სექტემბერი
-
-
ალბათ, არაერთი ბიბლიური პერსონაჟი გახსენდებათ, რომლებმაც ცდუნების დროს თავშეკავება გამოავლინეს. ერთ-ერთი მათგანია იაკობის ვაჟი იოსები. როცა ის ფარაონის მცველთა უფროსის, ფოტიფარის სახლში მსახურობდა, მისი ბატონის ცოლმა თვალი დაადგა, რადგან „ტანად და თვალად მშვენიერი კაცი“ იყო. ქალი ყოველდღე ელაპარაკებოდა იოსებს, რომ მასთან დაწოლილიყო. რა დაეხმარა მას, არ აჰყოლოდა ცდუნებას? ცხადია, ის წინასწარ იფიქრებდა უზნეო საქციელის შედეგებზე. როცა ქალი ძალით შეეცადა მის დაყოლიებას, იოსები გაიქცა. მან თქვა: „როგორ ჩავიდინო ეს დიდი ბოროტება და შევცოდო ღმერთს?!“ (დაბ. 39:6, 9; წაიკითხეთ იგავების 1:10).
9. როგორ შეგიძლიათ მოემზადოთ ცდუნებებთან გასამკლავებლად?
9 რას ვსწავლობთ იოსების მაგალითიდან? პირველი, ღვთის კანონები რომ არ დავარღვიოთ, უნდა გავექცეთ ცდუნებას. იეჰოვას მოწმეთაგან ზოგი წარსულში გადამეტებულად ჭამდა, ლოთობდა, სიგარეტს ეწეოდა, ნარკოტიკებს იღებდა და უზნეობას ჩადიოდა. მათ შეიძლება მონათვლის შემდეგაც კი ჰქონდეთ ცდუნება, რომ ძველ საქმეებს დაუბრუნდნენ. თუ თქვენც დადგებით ღვთის კანონის დარღვევის ცდუნების წინაშე, ნუ აჩქარდებით! იფიქრეთ იმ სულიერ ზიანზე, რასაც თავშეუკავებლობა და არასწორი სურვილების აყოლა მოგიტანთ. შეეცადეთ, წინასწარ განსაზღვროთ, რა სიტუაციებში შეიძლება აღმოჩნდეთ ცდუნების წინაშე და როგორ შეძლებთ ამ სიტუაციების თავიდან არიდებას (ფსალმ. 26:4, 5; იგავ. 22:3). თუ ოდესმე ასეთი ცდუნების წინაშე აღმოჩნდებით, სთხოვეთ იეჰოვას სიბრძნე და თავშეკავება, რომ გაუმკლავდეთ მას.
10, 11. ა) რა ზეწოლას განიცდიან ახალგაზრდები სკოლაში? ბ) რა დაეხმარება ქრისტიან ახალგაზრდებს, გაუძლონ ცდუნებას?
10 იოსების მდგომარეობაში დღეს ბევრი ქრისტიანი ახალგაზრდაა. მაგალითად, კიმის კლასელების უმეტესობა სქესობრივ ცხოვრებას ეწეოდა. უქმეების შემდეგ ისინი ხშირად ტრაბახობდნენ, რომ სექსი ჰქონდათ. კიმს კი არაფერი ჰქონდა მოსაყოლი. ის ამბობს, რომ ზოგჯერ თავს გარიყულად და მარტოსულად გრძნობდა; თანატოლები კი სულელად თვლიდნენ, რომ არავის ხვდებოდა. თუმცა კიმს კარგად ესმოდა, რომ ახალგაზრდებისთვის სექსი დიდი ცდუნება იყო (2 ტიმ. 2:22). კლასელები ხშირად ეკითხებოდნენ, ისევ ქალიშვილი იყო თუ არა. ის ხელიდან არ უშვებდა შესაძლებლობას და უხსნიდა მათ, რატომ ინარჩუნებდა უმწიკვლობას. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ახალგაზრდებით, რომლებიც ასეთ ზეწოლას უძლებენ, და იეჰოვაც ამაყობს მათით!
-
-
განივითარეთ თავშეკავება!საგუშაგო კოშკი — 2017 | სექტემბერი
-
-
12. ა) როგორ შეიკავა თავი იოსებმა ძმების წინაშე ემოციების გამოხატვისგან? ბ) როდის გვმართებს საკუთარი გრძნობების გაკონტროლება?
12 იოსებმა სხვა დროსაც გამოავლინა თავშეკავება. ეგვიპტეში საკვების საყიდლად ჩასულ ძმებს მან არ გაუმხილა თავისი ვინაობა, რათა გაეგო, რა ჰქონდათ გულში. როცა იგრძნო, რომ თავს ვეღარ იკავებდა, სხვა ოთახში გავიდა და ატირდა (დაბ. 43:30, 31). თუ თანაქრისტიანი ან თქვენთვის ძვირფასი ადამიანი გულს გტკენთ, იოსების მსგავსად თავშეკავების გამოვლენა დაგეხმარებათ, ემოციებს არ აჰყვეთ (იგავ. 16:32; 17:27). საკუთარი გრძნობების გაკონტროლება ოჯახის გარიცხულ წევრთან ურთიერთობის დროსაც გმართებთ, რათა არ იქონიოთ ურთიერთობა მასთან, თუ ეს აუცილებელი არ იქნება.
-