საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რას მიჰყავს ადამიანი ცოდვამდე და სიკვდილამდე?
    ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — 2019 | სექტემბერი
    • როცა არასწორი ფიქრები გიჩნდება, . .

      • ყველანაირად ეცადე, ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანო (ფილ. 4:8).

      • იფიქრე, რა შედეგებს მოიმკი, თუ აჰყვები ცდუნებას (კან. 32:29).

      • ილოცე (მათ. 26:41).

  • რაზე უნდა ვიფიქროთ
    ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — 2019 | სექტემბერი
    • რაზე უნდა ვიფიქროთ

      ფილიპელების 4:8 მოგვიწოდებს, ვიფიქროთ იმაზე, რაც ჭეშმარიტია, რაც სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს, რაც მართალია, რაც წმინდაა, რაც სიყვარულის ღირსია, რაც მოსაწონია, რაც ზნეობრივი და საქებარია. რადგან ქრისტიანები ვართ, ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ბიბლიურ საკითხებზე უნდა ვიფიქროთ. და მაინც, ჩვენი „გულის ზრახვები“ ყოველთვის უნდა იყოს იეჰოვასთვის მოსაწონი. უნდა მოვერიდოთ ისეთ რამეზე ფიქრს, რის გამოც იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნება გაგვიჭირდება (ფსალმ. 19:14).

      დროდადრო ყველას მოგვდის არასწორი ფიქრები და მათი თავიდან მოშორება შეიძლება ადვილი არ იყოს. ჩვენ არა მხოლოდ საკუთარ არასრულყოფილებასთან, არამედ სატანასთან, „ამ ქვეყნიერების ღმერთთან“ გვიწევს ბრძოლა (2 კორ. 4:4). ვინაიდან მის ხელშია მასმედია, ხშირად ტელე თუ რადიოგადაცემები, ინტერნეტში განთავსებული მასალები, ჟურნალ-გაზეთები თუ წიგნები ისეთი შინაარსისაა, რომ ადამიანის აზროვნებას რყვნის. თუ დიდი სიფრთხილით არ შევარჩევთ, რას ვუყურებთ, მოვუსმენთ ან წავიკითხავთ, ჩვენი აზროვნებაც გაირყვნება, რაც საბოლოოდ ჩვენს საქციელზეც აისახება (იაკ. 1:14, 15).

      უყურე ვიდეორგოლს „მოერიდეთ იმას, რაც ძირს უთხრის ერთგულებას — არაჯანსაღი გართობა“ და უპასუხე ქვემოთ მოყვანილ კითხვებს:

      • გვიან ღამით ძმა საეჭვო მასალას ათვალიერებს მობილურში

        რას უყურებდა ეს ძმა მობილურში და როგორ იმოქმედა ამან მასზე?

      • ძმა აუქმებს ერთ-ერთ სოციალურ ქსელს

        როგორ დაეხმარა მას გალატელების 6:7, 8 და ფსალმუნის 119:37?

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება