საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იერონიმე — ბიბლიის პირველი მთარგმნელი, რომლის ნაშრომიც სადავო გახდა
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 იანვარი
    • ებრაული წერილების თარგმნა იერონიმემ „სეპტუაგინტის“ საფუძველზე დააპირა. ებრაული წერილების ამ ბერძნულ თარგმანს, რომელიც პირველად ძვ. წ. III საუკუნეში გაკეთდა, მრავალი ღვთისგან შთაგონებულად მიიჩნევდა. ამიტომ „სეპტუაგინტა“ ფართოდ იყო გავრცელებული იმდროინდელ ბერძნულ ენაზე მოლაპარაკე ქრისტიანებში.

      საქმე წინ მიიწევდა, მაგრამ იერონიმე წააწყდა შეუთანხმებლობას ბერძნულ ხელნაწერებს შორის, ისევე როგორც ეს ლათინურ ენასთან დაკავშირებით დაემართა. მას სულ უფრო უცრუვდებოდა გული. ბოლოს დაასკვნა, რომ სანდო თარგმანის გასაკეთებლად გვერდზე უნდა გადაეწყო ბერძნული ხელნაწერები, მათ შორის დიდად პატივცემული „სეპტუაგინტა“, და სამუშაო შეესრულებინა თვით ებრაული დედნიდან.

      ამ გადაწყვეტილებას ხმამაღალი პროტესტი მოჰყვა. იერონიმეს ტექსტის ფალსიფიკატორი, ღვთისმგმობელი, იუდეველების გულისთვის ეკლესიის ტრადიციების მიმტოვებელი უწოდეს. ეკლესიის იმდროინდელი წამყვანი ღვთისმეტყველი ავგუსტინეც კი ეხვეწებოდა მას, დაბრუნებოდა „სეპტუაგინტის“ ტექსტს: „თუ შენს თარგმანს წაიკითხავენ მრავალ ეკლესიაში, საშინელი რამ მოხდება, როცა საღვთო წერილის კითხვისას ლათინურსა და ბერძნულ ეკლესიებს შორის სხვაობები იჩენს თავს“.

      დიახ, ავგუსტინე შიშობდა, რომ ეკლესია გაიყოფოდა, თუ დასავლური ეკლესიები გამოიყენებდნენ ებრაულ ტექსტებზე დაფუძნებულ იერონიმეს ლათინურ ტექსტს, აღმოსავლეთის ბერძნული ეკლესიები კი — „სეპტუაგინტის“ თარგმანსb. ამასთანავე, ავგუსტინე იმასაც შიშობდა, რომ „სეპტუაგინტას“ გვერდზე გადადებდნენ თარგმანის გამო, რომლის დაცვაც მხოლოდ იერონიმეს შეეძლო.

  • იერონიმე — ბიბლიის პირველი მთარგმნელი, რომლის ნაშრომიც სადავო გახდა
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 1 იანვარი
    • „სეპტუაგინტას“ კი დღემდე იყენებენ აღმოსავლურ ქრისტიანულ სამყაროში.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება