ღვთის სახელი იესოს დროინდელი სეპტუაგინტის ერთ ფრაგმენტზე
„ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ღვთის წმინდა სახელი „იეჰოვა“ გვხვდება როგორც ებრაულ, ისე ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში. თუმცა ბიბლიის თანამედროვე თარგმანების უმეტესობა არ მოიხსენიებს ღვთის სახელს. მათში ის ჩანაცვლებულია სიტყვით „უფალი“. ზოგ მთარგმნელს ამის მიზეზად ის მოჰყავს, რომ ღვთის სახელი, რომელიც დედანში ტეტრაგრამატონის (ჲჰვჰ) სახით იყო წარმოდგენილი, არ გვხვდება ებრაული წერილების ბერძნულ თარგმანში, სეპტუაგინტაში. შეესაბამება ეს სინამდვილეს?
მე-20 საუკუნის შუა პერიოდში აღმოჩენილ იქნა იესოს დროინდელი სეპტუაგინტის ფრაგმენტები. მათში ღვთის წმინდა სახელი გადმოტანილია ებრაული ასოებით. როგორც ჩანს, მოგვიანებით გადამწერებმა ღვთის სახელი ამოიღეს და კირიოსით ჩაანაცვლეს, რაც ბერძნულად „უფალს“ ნიშნავს. „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ღვთის სახელი აღდგენილია ყველა იმ ადგილას, სადაც ის დედანში იყო მოხსენიებული.