საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w19 სექტემბერი გვ. 8-13
  • არმაგედონი — ახალი ცხოვრების დასაწყისი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • არმაგედონი — ახალი ცხოვრების დასაწყისი
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2019
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • რა არის არმაგედონი?
  • რა მოვლენები უძღვის წინ არმაგედონს?
  • როგორ გადავურჩეთ არმაგედონის ომს?
  • როგორ შევინარჩუნოთ ერთგულება აღსასრულის მოახლოებასთან ერთად?
  • რა არის არმაგედონი?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • არმაგედონი ბედნიერების დასაწყისი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
  • ისრაელში დაიწყება არმაგედონი? რას ამბობს ბიბლია?
    სხვადასხვა
  • რას ასწავლის ბიბლია?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ (ფართო მკითხველისთვის) — 2017
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2019
w19 სექტემბერი გვ. 8-13

სასწავლო სტატია 36

არმაგედონი — ახალი ცხოვრების დასაწყისი

„შეკრიბეს ისინი ადგილზე, რომელსაც . . . არმაგედონი ჰქვია“ (გამოცხ. 16:16).

სიმღერა 150 ეძებეთ იეჰოვა და გადარჩით

მოკლე შინაარსიa

1, 2. ა) რატომ არის არმაგედონი კარგის მომასწავებელი? ბ) რომელ კითხვებზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში?

არმაგედონი ხალხისთვის ბირთვულ ომთან ან ეკოლოგიურ კატასტროფასთან ასოცირდება. თუმცა ბიბლიიდან ვიგებთ, რომ არმაგედონი სინამდვილეში კარგის მომასწავებელი და ბედნიერი ცხოვრების დასაწყისია! (გამოცხ. 1:3). არმაგედონი არის ომი, რომელიც კაცობრიობის გასანადგურებლად კი არა, მის სახსნელად გაიმართება. რის საფუძველზე შეგვიძლია ამის თქმა?

2 როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, არმაგედონი კაცობრიობას იმ გაგებით იხსნის, რომ წერტილს დაუსვამს ადამიანურ მმართველობას, მოსპობს ჩვენი პლანეტის მომსპობთ და გაანადგურებს ბოროტებს (გამოცხ. 11:18). ამის შემდეგ მხოლოდ მართალი ადამიანები იცხოვრებენ დედამიწაზე. ამ საკითხის უკეთ გასაგებად ვიმსჯელოთ ოთხ კითხვაზე: რა არის არმაგედონი? რა მოვლენები უძღვის წინ? რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენც გადავურჩეთ ამ დღეს? და როგორ შევინარჩუნოთ ერთგულება აღსასრულის მოახლოებასთან ერთად?

რა არის არმაგედონი?

3. ა) რაზე მიუთითებს სიტყვა „არმაგედონი“? ბ) რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოცხადების 16:14, 16-ში მოხსენიებულ სიტყვა „არმაგედონში“ კონკრეტული ადგილი არ იგულისხმება?

3 წაიკითხეთ გამოცხადების 16:14, 16. სიტყვა „არმაგედონი“ ბიბლიაში მხოლოდ ერთხელ გვხვდება. ის მომდინარეობს ებრაული სიტყვიდან, რაც „მეგიდოს მთას“ ნიშნავს (გამოცხ. 16:16, სქ.). მეგიდო ძველი ისრაელის ერთ-ერთი ქალაქი იყო (იეს. 17:11). მაგრამ სიტყვა „არმაგედონში“ რომელიმე კონკრეტული ადგილი არ იგულისხმება. ის მიუთითებს პერიოდზე, როცა „მთელი მსოფლიოს მეფეები“ იეჰოვას წინააღმდეგ შეიკრიბებიან (გამოცხ. 16:14). თუმცა ამ სტატიაში სიტყვა „არმაგედონს“ ომთან მიმართებითაც გამოვიყენებთ, რომელიც „მთელი მსოფლიოს მეფეების“ შეკრებას მალევე მოჰყვება. საიდან ვასკვნით, რომ არმაგედონი სიმბოლურ ადგილზე მიუთითებს? პირველი, მეგიდოს მთა არ არსებობს. მეორე, მეგიდოს ტერიტორია საკმაოდ პატარაა საიმისოდ, რომ „მთელი მსოფლიოს მეფეები“, მათი ჯარები და საბრძოლო ტექნიკა დაიტიოს. და მესამე, როგორც ამ სტატიიდან დავინახავთ, არმაგედონის ომი მას შემდეგ დაიწყება, რაც „მსოფლიოს მეფეები“ იერიშს მიიტანენ დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ღვთის ხალხზე.

4. რატომ დაუკავშირა იეჰოვამ თავისი საბოლოო ომი მეგიდოს?

4 რატომ დაუკავშირა იეჰოვამ თავისი საბოლოო ომი მეგიდოს? ბიბლიურ დროში მეგიდოსა და მის მახლობლად მდებარე იზრეელის ველზე ხშირად იმართებოდა ბრძოლები. ზოგჯერ იეჰოვა პირდაპირ ერეოდა ამ ბრძოლებში და თავის ხალხს ამარჯვებინებდა. მაგალითად, „მეგიდოს წყლებთან“ ღმერთმა ისრაელის მსაჯულ ბარაკს ქანაანელთა ჯარი დაამარცხებინა, რომელსაც სისერა მეთაურობდა. ბარაკმა და წინასწარმეტყველმა დებორამ სასწაულებრივი გამარჯვებისთვის იეჰოვას სამადლობელი სიმღერა მიუძღვნეს: „ციდან ვარსკვლავები . . . ებრძოდნენ სისერას. კიშონის ხევმა წალეკა ისინი“ (მსაჯ. 5:19—21).

5. რა მნიშვნელოვანი განსხვავება იქნება არმაგედონსა და ბარაკის მეთაურობით გამართულ ბრძოლას შორის?

5 ბარაკმა და დებორამ თავიანთი სიმღერა ასეთი სიტყვებით დაასრულეს: „იეჰოვა, ასე დაიღუპოს ყველა შენი მტერი, შენი მოყვარულები კი ამომავალი მზესავით ძლიერები იყვნენ“ (მსაჯ. 5:31). არმაგედონშიც ასე მოხდება: იეჰოვას მტრები დაიხოცებიან, მისი მსახურები კი გადარჩებიან. თუმცა ეს ორი ბრძოლა მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. არმაგედონში ღვთის ხალხი არამცთუ იბრძოლებს, შეიარაღებულიც კი არ იქნება. მათი „ძლევამოსილება მშვიდად ყოფნასა“ და იეჰოვასა და მის ზეციერ ლაშქარზე „მინდობაში იქნება“ (ეს. 30:15; გამოცხ. 19:11—15).

6. რა გზა შეიძლება აირჩიოს იეჰოვამ თავისი მტრების დასამარცხებლად?

6 არმაგედონში თავისი მტრების დასამარცხებლად იეჰოვამ შეიძლება სხვადასხვა გზა აირჩიოს, მაგალითად მიწისძვრა, სეტყვა და მეხი გამოიყენოს (იობ. 38:22, 23; ეზეკ. 38:19—22). შეიძლება მტრები ერთმანეთს დარიოს ან ანგელოზებს გაანადგურებინოს (2 მატ. 20:17, 22, 23; ეს. 37:36). რა გზაც არ უნდა აირჩიოს ღმერთმა, დარწმუნებულები ვართ, რომ ის სრულ გამარჯვებას მოიპოვებს. არმაგედონს ღვთის ვერცერთი მტერი ვერ დააღწევს თავს. გადარჩენილებს შორის მხოლოდ მართლები იქნებიან (იგავ. 3:25, 26).

დღესვე მოემზადეთ არმაგედონისთვის

ბიბლიიდან ვიგებთ, რა მოვლენები განვითარდება მომავალში. ადვილი წარმოსადგენია, როგორი მოულოდნელი იქნება ეს ყველაფერი ქვეყნიერებისთვის. გიფიქრიათ იმაზე, თქვენ როგორ შეხვდებით მოვლენების ამგვარ განვითარებას?

ექვს სურათზე ვხედავთ, როგორი განსხვავებული რეაქცია ექნებათ არმაგედონის წინა პერიოდში იეჰოვას ხალხსა და ქვეყნიერებას

(იხილეთ აბზაცები 7—15)b

რა მოვლენები უძღვის წინ არმაგედონს?

7, 8. ა) 1 თესალონიკელების 5:1—6-ის თანახმად, რა უჩვეულო განცხადებას გააკეთებენ მსოფლიო ლიდერები? ბ) რატომ იქნება ეს ტყუილი განსაკუთრებული ზიანის მომტანი?

7 „იეჰოვას დღეს“ წინ უძღვის „მშვიდობისა და უსაფრთხოების“ გამოცხადება (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 5:1—6). 1 თესალონიკელების 5:2-ში მოხსენიებული „იეჰოვას დღე“ მიუთითებს დიდ გასაჭირზე (გამოცხ. 7:14). როგორ მივხვდებით, რომ „დიდი გასაჭირი“ სადაცაა დაიწყება? ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ამის ნიშანი მეტად უჩვეულო განცხადება იქნება, რომელიც დიდი გასაჭირის წინა პერიოდში გაკეთდება.

„მშვიდობისა და უსაფრთხოების“ გამოცხადება

რას გააკეთებს ქვეყნიერება

მსოფლიო ლიდერები ხელს აწერენ დოკუმენტს

(იხილეთ აბზაცი 8)

რას გააკეთებს იეჰოვას ხალხი

წყვილი ლიტერატურის სტენდთან დგას

(იხილეთ აბზაცი 8)

8 ეს იქნება ნაწინასწარმეტყველები განცხადება „მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“. რატომ გააკეთებენ მსოფლიო ლიდერები მსგავს განცხადებას? ეს ზუსტად არავინ იცის. შეუერთდებიან მათ რელიგიური წინამძღოლები? შეიძლება. როგორც უნდა იყოს, ეს დემონების მიერ შთაგონებული მორიგი სიცრუე იქნება, რომელიც განსაკუთრებულ ზიანს მიაყენებს კაცობრიობას. ეს ტყუილი მათ უსაფრთხოების ილუზიას სწორედ მაშინ შეუქმნის, როცა არნახული გასაჭირი კარს იქნება მომდგარი. დიახ, მათ მოულოდნელი განადგურება „დაატყდებათ თავს, . . . როგორც ორსულ ქალს — მშობიარობის ტკივილები“. რა შეიძლება ითქვას იეჰოვას ერთგულ მსახურებზე? შესაძლოა დიდი გასაჭირის დაწყება მათთვისაც მოულოდნელი იყოს, თუმცა ისინი მზადყოფნით შეხვდებიან ამ დღეს.

9. რა თანმიმდევრობით გაანადგურებს იეჰოვა სატანის ქვეყნიერებას?

9 იეჰოვა სატანის ქვეყნიერებას ერთბაშად არ გაანადგურებს, როგორც ეს ნოეს დროს გააკეთა. ის ორ ეტაპად მოუღებს ბოლოს ამ ქვეყნიერებას. თავდაპირველად იეჰოვა დიდ ბაბილონს, ცრურელიგიურ სამყაროს გაანადგურებს, არმაგედონის ომში კი — სატანის ქვეყნიერების დარჩენილ ნაწილს, მათ შორის პოლიტიკურ, სამხედრო და კომერციულ სისტემას. მოდი ამ ორ ეტაპზე უფრო დაწვრილებით ვიმსჯელოთ.

10. გამოცხადების 17:1, 6-ისა და 18:24-ის თანახმად, რატომ გაანადგურებს იეჰოვა დიდ ბაბილონს?

10 „დიდი მეძავის სასამართლო“ (წაიკითხეთ გამოცხადების 17:1, 6; 18:24). დიდი ბაბილონი შეურაცხყოფს ღვთის სახელს და სიცრუეს ავრცელებს მის შესახებ. ის დედამიწის ლიდერებს უჭერს მხარს, რითაც „მეძაობს“ მათთან. დიდი ბაბილონი თავის ძალაუფლებასა და გავლენას მრევლის სამართავად იყენებს, რათა ფული გამოსძალოს. გარდა ამისა, მის კისერზეა უამრავი ადამიანის სისხლი, მათ შორის ღვთის მსახურების (გამოცხ. 19:2). როგორ გაანადგურებს იეჰოვა დიდ ბაბილონს?

„დიდი მეძავის“ სასამართლო

რას გააკეთებს ქვეყნიერება

შეიარაღებული ჯარისკაცები ანადგურებენ რელიგიურ ნაგებობებს

(იხილეთ აბზაცი 11)

რას გააკეთებს იეჰოვას ხალხი

ოჯახი ერთად კითხულობს ბიბლიას

(იხილეთ აბზაცი 12)

11. რას განასახიერებს „ალისფერი მხეცი“ და როგორ გამოიყენებს ღმერთი მას დიდი ბაბილონის გასანადგურებლად?

11 იეჰოვა „დიდი მეძავის“ გასანადგურებლად „ალისფერ მხეცსა“ და მის „ათ რქას“ გამოიყენებს. ეს სიმბოლური მხეცი გაერთიანებული ერების ორგანიზაციას განასახიერებს, ათი რქა კი — დღეს არსებულ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ზურგს უმაგრებენ ამ ორგანიზაციას. იეჰოვას მიერ დანიშნულ დროს ეს პოლიტიკური ძალები თავს დაესხმებიან დიდ ბაბილონს. ისინი „ააწიოკებენ მას და გააშიშვლებენ“, ანუ ჩამოართმევენ ქონებას და გამოააშკარავებენ მის ბოროტ საქმეებს (გამოცხ. 17:3, 16). ცრუ რელიგია „ერთ დღეში“ ანუ უეცრად განადგურდება. „დიდ მეძავთან“ დაკავშირებული მოვლენების ამგვარი განვითარება თავზარს დასცემს მის მხარდამჭერებს, რადგან ის დიდი ხნის განმავლობაში იკვეხნიდა: „დედოფლად ვზივარ, ქვრივი არა ვარ და გლოვას არასოდეს ვიხილავო“ (გამოცხ. 18:7, 8).

12. რას არ დაუშვებს იეჰოვა და რატომ?

12 ღმერთი არ დაუშვებს, რომ ერებმა მისი ხალხი გაანადგურონ. იეჰოვას მსახურები გამოეყვნენ დიდ ბაბილონს და სიამაყით ატარებენ ღვთის სახელს (საქ. 15:16, 17; გამოცხ. 18:4). ისინი სხვებსაც ეხმარებიან ცრუ რელიგიისგან თავის დაღწევაში. მართალია, იეჰოვას ხალხი არ მიიღებს დიდი ბაბილონის „წყლულებს“, მაგრამ მათი რწმენა მაინც გამოიცდება.

ანგელოზები აკვირდებიან, როგორ უახლოვდებიან პოლიციელები მოწმეების სახლს, სადაც ოჯახი მაგიდის გარშემო არის შეკრებილი

სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ, ღვთის ხალხს თავდასხმის დროს იეჰოვას იმედი ექნება (იხილეთ აბზაცი 13)c

13. ა) რას განასახიერებს გოგი? ბ) ეზეკიელის 38:2, 8, 9-ის თანახმად, რატომ დაესხმება გოგი თავს ღვთის ხალხს?

13 გოგის თავდასხმა (წაიკითხეთ ეზეკიელის 38:2, 8, 9). ყველა ცრურელიგიური ორგანიზაციის განადგურების შემდეგ მხოლოდ იეჰოვას ხალხი გააგრძელებს ღვთისადმი თაყვანისცემას, რაც, ცხადია, სატანის განრისხებას გამოიწვევს. ის დემონურ პროპაგანდას, უწმინდურ შთაგონებულ სიტყვებს გამოიყენებს, რათა ერთა კოალიცია თავს დაესხას იეჰოვას ხალხს (გამოცხ. 16:13, 14). ამ კოალიციას ბიბლია უწოდებს გოგს, „რომელიც მაგოგის მიწიდანაა“. როცა ეს ერები იეჰოვას ხალხის წინააღმდეგ გაილაშქრებენ, ისინი, ასე ვთქვათ, შეიკრიბებიან სიმბოლურ ადგილზე, რომელსაც არმაგედონი ეწოდება (გამოცხ. 16:16).

გოგის თავდასხმა

რას გააკეთებს ქვეყნიერება

შეიარაღებული ჯარისკაცები იბრძვიან გოგის თავდასხმის დროს

(იხილეთ აბზაცი 14)

რას გააკეთებს იეჰოვას ხალხი

ანგელოზი იცავს იეჰოვას ხალხს თავდასხმის დროს

(იხილეთ აბზაცი 15)

14. რას გააცნობიერებს გოგი?

14 გოგი დაიმედებული იქნება „ხორციელ ძალაზე“ ანუ თავის სამხედრო ძალაზე (2 მატ. 32:8). ჩვენ კი იეჰოვაზე, ჩვენს ღმერთზე ვიქნებით მინდობილები. ღვთის ხალხის ასეთი განწყობა ერებისთვის სრული უგუნურება იქნება, რადგან ერთ დროს ძლევამოსილი ბაბილონი ვერ დაიცვეს მისმა ღმერთებმა „მხეცისგან“ და მისი „ათი რქისგან“ (გამოცხ. 17:16). ამიტომ გოგს იმედი ექნება, რომ ადვილად მოიპოვებს გამარჯვებას. როგორც ღრუბელი ფარავს მიწას, ისე დაესხმება გოგი თავს ღვთის ხალხს (ეზეკ. 38:16). თუმცა ის მალევე მიხვდება, რომ მახეში გაება, საიდანაც თავს ვერ დააღწევს. გოგიც ისევე გააცნობიერებს, რომ იეჰოვას წინააღმდეგ იბრძვის, როგორც ეს ფარაონმა გააცნობიერა წითელ ზღვასთან (გამ. 14:1—4; ეზეკ. 38:3, 4, 18, 21—23).

15. როგორ მოიპოვებს იესო სრულ გამარჯვებას?

15 იესო თავის ზეციერ ლაშქართან ერთად ღვთის ხალხს მხსნელად მოევლინება. ის მიწის პირისგან აღგვის გოგსა და მის სამხედრო ძალას (გამოცხ. 19:11, 14, 15). რა ბედი ეწევა იეჰოვას მთავარ მტერს, სატანას, რომელმაც თავისი სიცრუით ერთა კოალიცია შეცდომაში შეიყვანა და ღვთის ხალხზე თავდასხმისკენ უბიძგა? იესო სატანასა და მის დემონებს უფსკრულში ჩაყრის და ათასი წლით ჩაკეტავს (გამოცხ. 20:1—3).

როგორ გადავურჩეთ არმაგედონის ომს?

16. ა) როგორ ცხადვყოფთ, რომ ვიცნობთ ღმერთს? ბ) რა მომავალი ელით მათ, ვინც „იცნობს ღმერთს“?

16 არა აქვს მნიშვნელობა, ახლახან დავიწყეთ ჭეშმარიტების გზაზე სიარული თუ დიდი ხანია ვადგავართ ამ გზას, არმაგედონში გადასარჩენად აუცილებელია, ვიცნობდეთ ღმერთს და ვემორჩილებოდეთ „სასიხარულო ცნობას ჩვენი უფლის იესოს შესახებ“ (2 თეს. 1:7—9). ვიცნობდეთ ღმერთს ნიშნავს, ვიცოდეთ მისი ნორმები, გვესმოდეს, რა მოსწონს და რა არ მოსწონს, გვიყვარდეს ის, ვემორჩილებოდეთ და განსაკუთრებულ ერთგულებას ვუმტკიცებდეთ (1 იოან. 2:3—5; 5:3). თუ საქმეებით ცხადვყოფთ, რომ ვიცნობთ ღმერთს, მათ შორის ვიქნებით, ვისაც „ღმერთი იცნობს“, ანუ ვისაც იწონებს (1 კორ. 8:3). ღვთის მოწონების დამსახურება კი არმაგედონში გადარჩენის გარანტია იქნება.

17. რას ნიშნავს, დავემორჩილოთ „სასიხარულო ცნობას ჩვენი უფლის იესოს შესახებ“?

17 „სასიხარულო ცნობა ჩვენი უფლის იესოს შესახებ“ მოიცავს ღვთის სიტყვაში ჩაწერილ იესოს ყველა სწავლებას. სასიხარულო ცნობას მაშინ ვემორჩილებით, როცა მის თანახმად ვცხოვრობთ. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველ ადგილზე ვაყენებთ სამეფოს ინტერესებს, ვემორჩილებით ღვთის სამართლიან ნორმებს და ვქადაგებთ ღვთის სამეფოს შესახებ (მათ. 6:33; 24:14). ამაში აგრეთვე შედის ქრისტეს ცხებული ძმების მხარდაჭერა, რომელთაც საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმე აკისრიათ (მათ. 25:31—40).

18. როგორ გადაუხდიან ქრისტეს ცხებული ძმები „სხვა ცხვარს“ სიკეთეს სიკეთითვე?

18 მალე ღვთის ცხებული მსახურები „სხვა ცხვარს“ მათ მიმართ გამოვლენილ სიკეთეზე სიკეთითვე უპასუხებენ (იოან. 10:16). როგორ გააკეთებენ ისინი ამას? არმაგედონის დაწყებამდე 144 000-ის დარჩენილი ნაწილი ზეცად ამაღლდება და უკვდავებას მიიღებს. დედამიწიდან არჩეული ყველა ცხებული ძე ღვთის ზეციერ ლაშქარს შეუერთდება, რომელიც გაანადგურებს გოგს და დაიცავს ცხვრისმაგვარი ადამიანებისგან შემდგარ „უამრავ ხალხს“ (გამოცხ. 2:26, 27; 7:9, 10). „უამრავი ხალხი“ დიდად გაიხარებს, რომ მხარს უჭერდნენ ღვთის ცხებულ მსახურებს, სანამ ისინი დედამიწაზე იყვნენ!

როგორ შევინარჩუნოთ ერთგულება აღსასრულის მოახლოებასთან ერთად?

19, 20. როგორ შეგვიძლია განსაცდელების მიუხედავად ერთგულება შევინარჩუნოთ არმაგედონის ომის დაწყებამდე?

19 ძნელად ასატან ბოლო დღეებში ბევრ ღვთის მსახურს პრობლემები არ ელევა. მიუხედავად ამისა, ისინი სიხარულს არ კარგავენ (იაკ. 1:2—4). ამაში მათ განუწყვეტელი ლოცვა ეხმარება (ლუკ. 21:36). განსაცდელებმა სიხარული რომ არ დაგვაკარგვინოს, მხოლოდ ლოცვა არ კმარა. ჩვენ ყოველდღე უნდა შევისწავლოთ ღვთის სიტყვა და ვიფიქროთ მასზე, მათ შორის იმ წინასწარმეტყველებებზე, რომლებიც მალე შესრულდება (ფსალმ. 77:12). ამ ყველაფერთან ერთად მსახურებაში აქტიური მონაწილეობა ძლიერი რწმენისა და იმედის ცოცხლად შენარჩუნებაში დაგვეხმარება.

20 წარმოიდგინეთ, რა საოცარი შეგრძნება დაგეუფლებათ, როცა გააცნობიერებთ, რომ დიდი ბაბილონი განადგურდა და არმაგედონის ომი დასრულდა. ყველაზე მეტად ღვთის სახელისა და მისი უზენაესობის გამართლება გაგახარებთ (ეზეკ. 38:23). დიახ, არმაგედონი ახალი ცხოვრების დასაწყისი იქნება ყველასთვის, ვინც იცნობს ღმერთს, ემორჩილება მის ძეს და ბოლომდე ერთგულებას ინარჩუნებს! (მათ. 24:13).

როგორ უპასუხებთ?

  • რა მოვლენები უძღვის წინ არმაგედონს?

  • რატომ იქნება „მშვიდობისა და უსაფრთხოების“ შესახებ განცხადება ზიანის მომტანი ტყუილი?

  • როგორ შევინარჩუნოთ ერთგულება არმაგედონის მოახლოებასთან ერთად?

სიმღერა 143 იფხიზლეთ, იშრომეთ და დაელოდეთ

a დიდი ხანია, რაც იეჰოვას ხალხი არმაგედონს ელის. ამ სტატიიდან გავიგებთ, რა არის არმაგედონი, რა მოვლენები უძღვის წინ და რა უნდა გავაკეთოთ, რომ აღსასრულის მოახლოებასთან ერთად ერთგულება შევინარჩუნოთ.

b სურათის აღწერა: როცა „მშვიდობისა და უსაფრთხოების“ შესახებ განცხადება გაკეთდება, 1) ჩვენ არ შევწყვეტთ ქადაგებას, სანამ ამის შესაძლებლობა გვექნება, 2) განვაგრძობთ ბიბლიური ცოდნის მიღებას, და 3) ყოველთვის ღვთის მფარველობის იმედი გვექნება.

c სურათის აღწერა: პოლიციელები იეჰოვას მოწმეების სახლში შეჭრას ცდილობენ. ოჯახი დარწმუნებულია, რომ იესო და მისი ანგელოზები აკვირდებიან ამ ყველაფერს.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2025)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება