-
„ჩემი რჩეული, რომელიც მოისურვა ჩემმა გულმა“ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
‘ყრუ და ბრმა მსახური’
26, 27. რა მხრივ აღმოჩნდა ისრაელი ‘ყრუ და ბრმა მსახური’ და რა მოჰყვა ამას?
26 ღვთის რჩეულმა მსახურმა, იესო ქრისტემ, სიკვდილამდე შეინარჩუნა ღვთისადმი ერთგულება. იეჰოვას ერი, ისრაელი, კი ორგული, სულიერად ყრუ და ბრმა მსახური აღმოჩნდა. იეჰოვა ეუბნება მათ: «ყრუებო, ისმინეთ! ბრმებო, იყურეთ, რომ დაინახოთ! ვინ არის ჩემი მორჩილივით [„მსახურივით“, აქ] ბრმა და ყრუ ჩემი მოციქულივით, მე რომ გავგზავნე? ვინ არის ბრმა ჩემი გამოსყიდულივით და ბრმა უფლის მორჩილივით [„მსახურივით“, აქ]? ბევრი გინახავს და არ შეგინახავს; სასმენელი ღია გაქვს და არ გესმის. უფალმა ინება თავის სიმართლისთვის განედიდებინა და განეთქვა რჯული» (ესაია 42:18—21).
27 რა სავალალო შეცდომას უშვებს ისრაელი! ხალხი მრავალჯერ სცდება გზას და თაყვანს სცემს წარმართი ერების დემონურ ღმერთებს. იეჰოვა კვლავ და კვლავ გზავნის მაცნეებს, მაგრამ მისი ერი არად აგდებს მათ (მეორე ნეშტთა 36:14—16). ესაია შედეგების შესახებ წინასწარმეტყველებს: „ეს ხალხი გაძარცულია და დარბეული, გამოქვაბულებში არიან ჩაყრილნი და საპყრობილეებში გამოკეტილნი; ტყვედ მიჰყავთ, მხსნელი კი არ არის; იტაცებენ და არავინ ამბობს: დააბრუნე! რომელმა თქვენგანმა გაიგონა ეს? ყური ვინ მიაპყრო და ვინ მოისმინა მოწევნადი? ვინ მისცა დამარბეველს იაკობი და ისრაელი — მძარცველებს? განა ეს უფალი არ იყო, რომელსაც შევცოდეთ, არ ვიარეთ მის გზებზე და მისი რჯული არ შევისმინეთ? გადმოაფრქვია მათზე თავისი რისხვის ცეცხლი და ომის სისასტიკე გიზგიზებდა მის ირგვლივ და ვერ მიმხვდარიყო, წვავდა და გულისხმაში ვერ ჩავარდნილიყო“ (ესაია 42:22—25).
28. ა) რა შეგვიძლია ვისწავლოთ იუდაელთა მაგალითიდან? ბ) რა უნდა გავაკეთოთ, რომ იეჰოვასთვის სასურველი მსახურები ვიყოთ?
28 იუდაელთა ორგულობის გამო იეჰოვა უშვებს, რომ ძვ. წ. 607 წელს იუდას მიწა გაპარტახდეს და გაიძარცვოს. ბაბილონელები იეჰოვას ტაძარს ცეცხლს აძლევენ, იერუსალიმს აოხრებენ და იუდაელები ტყვედ მიჰყავთ (მეორე ნეშტთა 36:17—21). დაე შევისმინოთ ეს გამაფრთხილებელი მაგალითი — არასოდეს დავიხშოთ ყური, როდესაც იეჰოვას მითითებებს ვისმენთ და არასოდეს დავიბრმაოთ თვალი მისი წერილობითი სიტყვის უგულებელსაყოფად.
-
-
„თქვენა ხართ ჩემი მოწმენი“!ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
2. ა) რა მდგომარეობაშია ისრაელი სულიერად ესაიას დღეებში? ბ) როგორ უხელს თვალს იეჰოვა თავის ხალხს?
2 სამწუხაროდ, ესაიას დღეებში ისრაელი იმდენად სავალალო მდგომარეობაშია, რომ იეჰოვა ხალხს, სულიერი გაგებით, დაავადებულად თვლის. „გამოიყვანონ ხალხი ბრმა, თუმცა თვალხილული, ყრუნი, თუმცა ყურთა მქონებელნი“ (ესაია 43:8). როგორ უნდა იმსახუროს სულიერად ბრმა და ყრუ ხალხმა იეჰოვას მოწმედ? მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს. მათ სასწაულებრივად უნდა აეხილოთ თვალი და დაუბრუნდეთ სმენა. სწორედ ამას აკეთებს იეჰოვა! როგორ? პირველ რიგში, იეჰოვა მკაცრად სჯის მათ — ისრაელის, ჩრდილოეთ სამეფოს, მცხოვრებნი ტყვედ ვარდებიან ძვ. წ. 740 წელს, იუდაელებს კი ძვ. წ. 607 წელს ემართებათ იგივე. შემდეგ იეჰოვა დიდებულად იყენებს ძალას თავისი ხალხის საკეთილდღეოდ — ათავისუფლებს მათ და ძვ. წ. 537 წელს სამშობლოში აბრუნებს იუდაელთა სულიერად გამოცოცხლებულ მცირე ნაწილს, რომელიც ინანიებს დანაშაულს.
-