საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მიგელ სერვეტი ადამიანი, რომელიც მარტო ეძებდა ჭეშმარიტებას
    გამოიღვიძეთ! — 2006 | მაისი
    • მან დაინახა, რომ კონსტანტინემ და მისმა მემკვიდრეებმა ქრისტიანობაში შეიტანეს ცრუსწავლებები, რამაც თანდათანობით ხელი შეუწყო სამების სწავლების ოფიციალურ დოგმატად ჩამოყალიბებას. 20 წლის ასაკში სერვეტმა გამოაქვეყნა წიგნი „სამების შეცდომების კვალდაკვალ“. ამ ნაშრომმა იგი ინკვიზიციის სამიზნე გახადა.

      სერვეტი სწორი გზით მიდიოდა. ის წერდა: „ბიბლიაში სამება საერთოდ არ არის მოხსენიებული. . . ჩვენ ღმერთს ფილოსოფიური იდეებით კი არ ვეცნობით, არამედ ქრისტეს მეშვეობით“c. მას ასევე სწამდა, რომ წმინდა სული ღვთის მოქმედი ძალა იყო და არა პიროვნება.

      სერვეტის ნაშრომს დადებითი გამოხმაურებაც მოჰყვა. პროტესტანტი რეფორმატორი სებასტიან ფრანკი წერდა: „ესპანელი სერვეტი თავის ნაშრომში ამტკიცებს, რომ ღმერთი ერთპიროვანია. კათოლიკური ეკლესიისთვის კი ის სამპიროვანია. მე უფრო ესპანელისკენ ვიხრები“. მიუხედავად ამისა, ვერც კათოლიკურმა და ვერც პროტესტანტულმა ეკლესიამ სერვეტს ვერ აპატია ის, რომ მათი ძირითადი დოგმატი კამათის საგნად აქცია.

  • მიგელ სერვეტი ადამიანი, რომელიც მარტო ეძებდა ჭეშმარიტებას
    გამოიღვიძეთ! — 2006 | მაისი
    • c თავის ნაშრომში „სიტყვა იესო ქრისტეს შესახებ“ სერვეტმა სამების დოგმატს რთული და დამაბნეველი უწოდა, და აღნიშნა, რომ ბიბლიაში მის მხარდასაჭერად „ერთი სიტყვაც კი არ არის“.

  • მიგელ სერვეტი ადამიანი, რომელიც მარტო ეძებდა ჭეშმარიტებას
    გამოიღვიძეთ! — 2006 | მაისი
    • სურათი 19 გვერდზე]

      პირველი გვერდი წიგნიდან „სამების შეცდომების კვალდაკვალ“.

      [საავტორო უფლება]

      From the book De Trinitatis Erroribus, by Michael Servetus, 1531

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება