საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • უფრო განდიდებული იეჰოვას სახლი
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 1 იანვარი
    • 10. რომელ აღსანიშნავ მხარეებს ამჩნევ იეჰოვას ხალხის საქმიანობაში 26—29 გვერდებზე მოცემული ცხრილის მიხედვით?

      10 ლუკას 10:2-ში მოცემული იესოს სიტყვები არასდროს ყოფილა უფრო ძლიერ მნიშვნელოვანი, ვიდრე დღეს: „სამკალი ბევრია, მუშაკი — ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკლის პატრონს, რომ გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში“. ეხმაურები თუ არა ამ მოწოდებას? მსოფლიოში მილიონობით ადამიანი დადებითად რეაგირებს ამაზე. ამას ადასტურებს სამეფოს მაუწყებელთა ახალი უმაღლესი რიცხვი — 5 413 769 ადამიანი — რომლებიც 1996 წლის განმავლობაში სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობის ანგარიშს აბარებდნენ. გარდა ამისა, მოინათლა 366 579 ახალი და-ძმა. რამდენად დიდად ვაფასებთ ‘ყოველი ერიდან სასურველებს’, რომლებიც ახლა ‘იეჰოვას თაყვანისმცემლობის სახლის დიდებით ავსებაში’ მონაწილეობენ! (ანგია 2:7, აქ).

  • უფრო განდიდებული იეჰოვას სახლი
    საგუშაგო კოშკი — 1997 | 1 იანვარი
    • 13, 14. ა) რა შეიძლება ითქვას 1996 წლის განმავლობაში პუბლიკაციების გავრცელების შესახებ? ბ) რომელი სპეციალური გეგმების დასახვა შეუძლიათ კრებებს ყოველწლიურად და როგორ გეგმავ მონაწილეობის მიღებას?

      13 თუმცა სამსახურებრივ ცხრილში წვრილმანები არ ჩანს, მასში გასულ წელს გავრცელებული ბიბლიების, წიგნებისა და ჟურნალების ყურადსაღები ზრდა შეინიშნება. მაგალითად, მსოფლიოს მასშტაბით ჟურნალების გავრცელება აჩვენებს 19 პროცენტიან ზრდას, საერთო ჯამში 543 667 923 ეგზემპლარს. ჩვენი ჟურნალები თვითონ ეხმარება მრავალგვარ ქადაგებას — ქადაგებას ქუჩაში, პარკებში, ავტობუსის გაჩერებებსა და საქმიან რაიონებში. ანგარიშები ცხადყოფს, რომ იმ უბნებში, სადაც სამეფოს შესახებ ინტენსიური ქადაგება მიმდინარეობს, ჩვენი ჟურნალების ხარისხი აოცებს განათლებულ ადამიანებს და ისინი თანხმობას გამოთქვამენ შესწავლაზე.

      14 ყოველწლიურად აპრილის თვეში კრებები, ჩვეულებრივ, ორგანიზებას უწევენ ჟურნალებით სპეციალურ მსახურებას, რომელიც მთელი დღით კარდაკარ და სახალხო ადგილებში სამქადაგებლო კამპანიით გამოიხატება. მიიღებს თუ არა მონაწილეობას ამ ღონისძიებაში შენი კრება 1997 წლის აპრილში? აპრილის თვისთვის მომზადებულია „საგუშაგო კოშკისა“ და „გამოიღვიძეთ!“-ის შესანიშნავი გამოცემები და მთელ მსოფლიოში ამ ჟურნალების ერთდროული შეთავაზება, უეჭველია, თავის კვალს დატოვებს! კუნძულ კვიპროსზე არსებული კრებები, რომლებსაც დევიზად აქვთ „შეძლებისდაგვარად ყოველს მისწვდი კეთილი ცნობით“, ყოველთვიურად მიჰყვებიან ასე დაგეგმილ საქმიანობას ჟურნალებით და მიაღწიეს წლის განმავლობაში გავრცელებული ჟურნალების ახალ უმაღლეს რიცხვს — 275 359 ეგზემპლარს, რაც 54 პროცენტიან ზრდას წარმოადგენს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება