-
მათ მზადყოფნა გამოავლინეს — განასაგუშაგო კოშკი — 2016 | ივლისი
-
-
მიზნის მისაღწევად გადადგმული ნაბიჯები
როგორ მოემზადეთ იქ მსახურებისთვის, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა? სტეფანი პასუხობს: «მოვიძიე „საგუშაგო კოშკის“ ის სტატიები, რომლებიც ასეთ ტერიტორიაზე მსახურებას ეხებოდა.a საზღვარგარეთ მსახურების შესახებ ველაპარაკე კრების უხუცესებს, სარაიონო ზედამხედველსა და მის მეუღლეს. ლოცვაშიც ხშირად ვიხსენიებდი ამ მიზანს». ამასთან, სტეფანი ცდილობდა, უბრალოდ ეცხოვრა. ამის წყალობით მან დაზოგა თანხა, რომლითაც უცხო ქვეყანაში თავის რჩენას შეძლებდა.
ჰანსი ამბობს: „ლოცვაში იეჰოვას ვთხოვდით ხელმძღვანელობას, რადგან გვსურდა, იქ გვემსახურა, სადაც ის მიგვითითებდა. კონკრეტულად ვიხსენიებდით იმასაც, თუ როდის ვაპირებდით გეგმის განხორციელებას“. ჰანსმა და ბრუკმა ოთხ ფილიალს მისწერეს წერილი. განის ფილიალიდან მიღებული პასუხის შემდეგ მათ გადაწყვიტეს, ორი თვით გადასულიყვნენ იქ. ჰანსი იხსენებს: „ისე მოგვეწონა კრებასთან ერთად მსახურება, რომ იმაზე მეტხანს დავრჩით, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა“.
ეიდრია და ჯორჯი
40 წელს მიღწეულ კანადელ ცოლ-ქმარს, ჯორჯსა და ეიდრიას, ახსოვდა, რომ იეჰოვას კურთხევის მისაღებად უბრალოდ სურვილის ქონა არ კმარა, საჭიროა გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ მათ დასახული მიზნის მისაღწევად კონკრეტული ნაბიჯები გადადგეს. ისინი დაუკავშირდნენ ერთ დას, რომელიც განაში ისეთ ადგილას მსახურობდა, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო და მას უამრავი კითხვა დაუსვეს. მათ აგრეთვე წერილები მისწერეს კანადისა და განის ფილიალებს. „ამასთან, ვეძებდით შესაძლებლობებს, კიდევ უფრო გაგვემარტივებინა ცხოვრება“, — ამბობს ეიდრია. შედეგად, 2004 წელს მათ შეძლეს განაში გადასვლა.
-