-
მათ მზადყოფნა გამოავლინეს — რუსეთისაგუშაგო კოშკი — 2015 | 15 ივლისი
-
-
1999 წელს 25 წლის ჰირომ იაპონიაში მსახურებაში დახელოვნების სკოლა გაიარა. ერთ-ერთმა მასწავლებელმა მას ურჩია, რომ საზღვარგარეთ გადასულიყო და იქ ექადაგა. ჰიროს გაგონილი ჰქონდა, რომ რუსეთში მაუწყებლების საჭიროება იყო, ამიტომ რუსული ენის შესწავლა დაიწყო. მან სხვა ნაბიჯიც გადადგა. იგი გვიამბობს: „თავიდან რუსეთში 6 თვით წავედი. ვიცოდი, რომ იქ მკაცრი ზამთარი იცის, ამიტომ რუსეთში ნოემბერში ჩავედი — მაინტერესებდა, როგორ ავიტანდი სიცივეს“. ჰირო იმ ზამთარს რუსეთში დარჩა. შემდეგ კი იაპონიაში დაბრუნდა, ცხოვრება გაიმარტივა, ფული დააგროვა და რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად.
-
-
მათ მზადყოფნა გამოავლინეს — რუსეთისაგუშაგო კოშკი — 2015 | 15 ივლისი
-
-
პიონერი დების მაგალითით გამხნევებული ტატიანა, სკოლის არდადეგების დროს თანაქრისტიანებთან ერთად საქადაგოდ უკრაინისა და ბელორუსიის ისეთ ტერიტორიებზე გადავიდა, სადაც არავის ექადაგა. მას ისე მოეწონა დაშორებულ ტერიტორიაზე მსახურება, რომ რუსეთში გადასვლა დაგეგმა, რათა ამ სახით მსახურება გაეფართოებინა. რა გააკეთა ტატიანამ ამისთვის? იგი თავდაპირველად ესტუმრა რუსეთში საზღვარგარეთიდან მსახურებისთვის გადასულ ერთ დას და თან სამუშაოს ძებნაც დაიწყო, რაც იქ გადასვლის შემდეგ პიონერულ მსახურებაში შეუწყობდა ხელს. ტატიანა მსახურების გაფართოების მიზნით რუსეთში 2000 წელს გადავიდა.
-