საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მათ მზადყოფნა გამოავლინეს — მადაგასკარი
    საგუშაგო კოშკი — 2018 | იანვარი
    • „იეჰოვა ზუსტად იმ დროს დამეხმარა, როცა მჭირდებოდა“

      რინი მოხსენებას კითხულობს ანტანდროი ენაზე

      რინი მოხსენებას კითხულობს ანტანდროი ენაზე

      22 წლის ძმა რინი აღმოსავლეთ მადაგასკარის ნაყოფიერ მხარეში, ალაოტრა-მანგოროში გაიზარდა. ის სკოლაში კარგად სწავლობდა და სურდა, უმაღლესი განათლება მიეღო. მაგრამ ბიბლიის შესწავლის შემდეგ სხვა მიზანი დაისახა. ის გვიამბობს: „მინდოდა, საშუალო სკოლა დროზე ადრე დამემთავრებინა. ამიტომ იეჰოვას შევპირდი, რომ, თუ ბოლო გამოცდას ჩავაბარებდი, პიონერად მსახურებას დავიწყებდი“. მართლაც რინიმ შეასრულა თავისი პირობა. ის ერთ პიონერ ძმასთან ერთად დაშორებულ ტერიტორიაზე გადავიდა, ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო იშოვა და პიონერობა დაიწყო. ის ამბობს: „ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც კი ოდესმე მიმიღია“.

      თუმცა რინის ნათესავებს არ ესმოდათ, რატომ თქვა მან უარი კარიერის შექმნაზე. ის ამბობს: „მამაჩემი, ბიძაჩემი და ბებიაჩემის უმცროსი და უმაღლესი განათლების მიღებისკენ მომიწოდებდნენ. მაგრამ მე არაფრის დიდებით არ მინდოდა პიონერობის შეწყვეტა“. მალევე რინი იქ გადავიდა საქადაგებლად, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. რამ გაუჩინა მას ამის სურვილი? ის ყვება: „ერთხელ ქურდებმა ბინა გაგვიტეხეს და ბევრი რამ წაიღეს. ამ შემთხვევამ დამაფიქრა იესოს სიტყვებზე, რომლებიც განძის ზეცაში მოგროვებაზე თქვა. გადავწყვიტე, ყველაფერი გამეკეთებინა სულიერი განძის მოსაგროვებლად“ (მათ. 6:19, 20). ის თავისი ქალაქიდან 1 300 კილომეტრის მოშორებით ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში გადავიდა. ეს იყო საკმაოდ ცხელი და გვალვიანი მხარე, სადაც ანტანდროის ტომი ცხოვრობდა. რატომ წავიდა რინი იქ?

      გაძარცვამდე ერთი თვით ადრე რინიმ ბიბლიის შესწავლა დაიწყო ორ ანტანდროი მამაკაცთან. მან ისწავლა რამდენიმე ფრაზა მათ ენაზე და ფიქრობდა, რომ მათგან ბევრს გაგონილიც კი არ ჰქონდა სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა. ის ამბობს: „იეჰოვას ვთხოვდი, რომ ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხის ტერიტორიაზე გადასვლაში დამხმარებოდა“.

      რინი იქ ჩასვლისთანავე წააწყდა სირთულეებს. ის სამუშაოს ვერ შოულობდა. ერთმა კაცმა უთხრა: „აქ რამ ჩამოგიყვანა? სამუშაოს საძებნელად ხალხი იქ მიდის, საიდანაც შენ ჩამოხვედი!“. ორი კვირის შემდეგ რინი ისე წავიდა კონგრესზე, რომ ჯიბეში ერთი კაპიკიც არ ედო და არც ის იცოდა, სად ეშოვა. კონგრესის ბოლო დღეს ერთმა ძმამ რინის პიჯაკის ჯიბეში რაღაც ჩაუდო. ეს საკმარისი თანხა იყო იმისთვის, რომ უკან დაბრუნებულიყო და იოგურტებით ვაჭრობა დაეწყო. რინი ამბობს: „იეჰოვა ზუსტად იმ დროს დამეხმარა, როცა მჭირდებოდა. იმ ხალხთან ქადაგების გაგრძელება შევძელი, რომელთაც მანამდე არ სმენოდათ იეჰოვას შესახებ!“. კრებაშიც ძალიან ბევრი საქმე იყო გასაკეთებელი. რინი დასძენს: „ყოველ მეორე კვირას საჯარო მოხსენება უნდა წამეკითხა. იეჰოვამ ბევრი მასწავლა თავისი ორგანიზაციის მეშვეობით“. რინი დღემდე ამ ტერიტორიაზე ქადაგებს და სულიერს მოწყურებულ ხალხს იეჰოვას გაცნობაში ეხმარება.

  • მათ მზადყოფნა გამოავლინეს — მადაგასკარი
    საგუშაგო კოშკი — 2018 | იანვარი
    • „ერთგული ღვთის მეშვეობით იკურთხებს თავს“

      იეჰოვა გვარწმუნებს, რომ ყველა, ვინც კურთხევას ეძებს დედამიწაზე, „ერთგული ღვთის მეშვეობით იკურთხებს თავს“ (ეს. 65:16). როცა ყველანაირად ვცდილობთ, გადავლახოთ დაბრკოლებები მსახურების გასაფართოებლად, საკუთარი თვალით ვხედავთ, როგორ გვეხმარება იეჰოვა. დაფიქრდით ზემოთ მოხსენიებული სილვიანას მაგალითზე. როგორც გახსოვთ, ის ფიქრობდა, რომ ვერ შეძლებდა იმ ტერიტორიაზე მსახურებას, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. რა იყო მიზეზი? ის ამბობს: „მარცხენა ფეხი 9 სანტიმეტრით მოკლე მაქვს მარჯვენაზე, ამიტომ სიარულის დროს ვკოჭლობ და მალე ვიღლები“.

      სილვიანა, დორათინი და სილვია ენი

      სილვიანა (მარცხნივ) და სილვია ენი (მარჯვნივ) დორათინთან ერთან მისი ნათლობის დღეს

      მიუხედავად ამისა, 2014 წელს სილვიანა თავის კრებელ ახალგაზრდა პიონერ დასთან, სილვია ენთან ერთად 85 კილომეტრით დაშორებულ სოფელში გადავიდა მსახურების გასაფართოებლად. დაბრკოლებების მიუხედავად, სილვიანას ოცნება ახდა და იეჰოვამ აკურთხა ის! სილვიანა გვიამბობს: „სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ ერთი ახალგაზრდა ქალი დორათინი, რომელსაც ბიბლიას ვასწავლიდი, სარაიონო კონგრესზე მოინათლა“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება