საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ადამიანების მიმართ იეჰოვას დღის მოახლოებისას?
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 ივლისი
    • ხომ არ შეგეძლო სხვაგან გადასვლა?

      18. რას აკეთებს ზოგი ქრისტიანი იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს სასიხარულო ცნობის ქადაგებას თავისივე ქვეყანაში?

      18 ზოგი საქადაგებლად იქ გადავიდა, სადაც უფრო მეტი მოთხოვნილებაა მქადაგებლებზე. ეს მათთვის კურთხევა აღმოჩნდა. სხვები თავიანთ ქვეყნებში რჩებიან, მაგრამ უცხო ენას სწავლობენ იმიგრანტებთან ქადაგების მიზნით. მათ მცდელობას შესანიშნავი შედეგები მოაქვს. მაგალითად, ტეხასის შტატის (აშშ) ერთ ქალაქში, შვიდი მაუწყებლის დახმარებით, რომლებიც ჩინელებთან ქადაგებენ, 2001 წელს გახსენების საღამოს 114 ჩინელი იმიგრანტი დაესწრო. მქადაგებლები, რომლებიც ასეთი სახის მსახურებაში მონაწილეობენ, ხედავენ, რომ მინდვრები მზადაა მკისთვის (მათე 9:37, 38).

      19. რის გაკეთებაა გონივრული, თუ საქადაგებლად სხვა ქვეყანაში გადასვლაზე ფიქრობთ?

      19 შესაძლოა ფიქრობთ, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადახვიდეთ იქ, სადაც მქადაგებლებზე უფრო დიდი მოთხოვნილებაა. ცხადია, თავიდან გონივრული იქნება, ‘დასხდეთ და გამოთვალოთ ფასი’ (ლუკა 14:28). ეს განსაკუთრებით იმ შემთხვევაშია საჭირო, როდესაც სხვა ქვეყანაში გადასვლას აპირებთ. ყველამ, ვინც სხვაგან გადასვლაზე ფიქრობს, საკუთარ თავს უნდა დაუსვას შემდეგი კითხვები: შევძლებ ოჯახის შენახვას? მივიღებ ვიზას? ვიცი უკვე ენა, რომელზეც ქვეყანაში ლაპარაკობენ ან მინდა მისი სწავლა? ვიღებ მხედველობაში კლიმატსა და კულტურას? ნამდვილად „თანამშრომელი“ ვიქნები თანამორწმუნეთათვის, თუ ტვირთად დავაწვები მათ? (კოლასელთა 4:10, 11). იმის დასადგენად, თუ რამდენად დიდია მოთხოვნილება მქადაგებლებზე იქ, სადაც აპირებთ გადასვლას, ყოველთვის მიზანშეწონილია, მისწეროთ იეჰოვას მოწმეთა ფილიალს, რომელიც იმ მხარეში სამქადაგებლო საქმეს უწევს ხელმძღვანელობასa.

      20. რა გააკეთა ერთმა ახალგაზრდა ქრისტიანმა უცხო ქვეყანაში მცხოვრები როგორც თანამორწმუნეების, ისე სხვა ხალხის დასახმარებლად?

      20 ერთმა დაუქორწინებელმა ახალგაზრდა ძმამ, რომელიც იაპონიაში სამეფო დარბაზის მშენებლობაზე მუშაობდა, გაიგო, რომ პარაგვაიში სამეფო დარბაზის ასაშენებლად ხელოსნები სჭირდებოდათ. ის მალევე გადავიდა პარაგვაიში, სადაც რვა თვე იმუშავა მშენებლობაზე. ეს ძმა მშენებლებს შორის ერთადერთი სრული დროით მსახური იყო. ამ ხნის განმავლობაში ის ესპანურს სწავლობდა და ბიბლიის შესწავლებსაც ატარებდა. მან დაინახა, რომ პარაგვაიში დიდი მოთხოვნილება იყო მქადაგებლებზე. ამიტომაც იაპონიაში მცირე ხნით დაბრუნების შემდეგ კვლავ პარაგვაიში ჩავიდა, სადაც შეეძლო, ხალხი იმ სამეფო დარბაზში მიეწვია, რომლის მშენებლობაშიც მონაწილეობა მიიღო.

  • რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ადამიანების მიმართ იეჰოვას დღის მოახლოებისას?
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 ივლისი
    • a ყოველთვის არ იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება, დამოუკიდებლად იმ ქვეყანაში გადასვლა, სადაც ქადაგება აკრძალული ან შეზღუდულია. ამან შეიძლება ზიანიც კი მოუტანოს მაუწყებლებს, რომლებიც ასეთ მდგომარეობაში გონივრულად მსახურობენ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება