-
მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ეკვადორისაგუშაგო კოშკი — 2012 | 15 ივლისი
-
-
მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ეკვადორი
ერთი ახალგაზრდა იტალიელი ძმა დიდ ზეწოლას განიცდიდა. მან წარჩინებით დაამთავრა სკოლა, ამიტომ ნათესავები თუ მასწავლებლები მოუწოდებდნენ, სწავლა უმაღლეს სასწავლებელში განეგრძო. მაგრამ მანამდე, რამდენიმე წლით ადრე, ბრუნომ თავი მიუძღვნა იეჰოვას და პირობა მისცა, რომ მის ნებას ცხოვრებაში პირველ ადგილზე დააყენებდა. რა არჩევანი გააკეთა მან? ის გვიყვება: „იეჰოვას დავპირდი, რომ მიძღვნის თანახმად ვიცხოვრებდი და ყველაზე მთავარი ჩემთვის მისი ნების შესრულება იქნებოდა. ლოცვაში ღმერთს გულწრფელად ვუთხარი, რომ არ მინდოდა ერთფეროვანი ცხოვრება; მსურდა, სხვადასხვა მსახურებისთვის გამესინჯა გემო“.
რამდენიმე წლის შემდეგ ბრუნო ეკვადორში, სამხრეთ ამერიკაში, აღმოჩნდა. ის ამბობს: „ჩემს ლოცვაზე იეჰოვას პასუხმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა“. მას ძალიან გაუკვირდა, როდესაც ეკვადორში შეხვდა სხვა მრავალ ახალგაზრდას, რომლებიც იქ მსახურების გასაფართოებლად იყვნენ ჩასული.
ახალგაზრდები, რომლებმაც „გამოსცადეს იეჰოვა“
მთელ მსოფლიოში ათასობით სხვა ახალგაზრდის მსგავსად, ბრუნომაც მიიღო იეჰოვას მოწვევა: „გამომცადეთ ამაში . . . თუ არ გაგიხსნათ ცის კარიბჭეები და არ გადმოვცალო თქვენზე უხვი კურთხევა“ (მალ. 3:10). მათ უყვართ ღმერთი და ამიტომ გადაწყვიტეს, „გამოეცადათ იეჰოვა“ იმით, რომ მთელ თავიანთ დროს, ენერგიასა და შესაძლებლობებს მოახმარდნენ მისი ინტერესების დაცვას იქ, სადაც სამეფოს შესახებ მეტი მქადაგებელია საჭირო.
როდესაც მზადყოფნის სულით ანთებული მქადაგებლები ჩადიან ასეთ ქვეყნებში, იმის თვითმხილველები ხდებიან, რომ „სამკალი ბევრია, მუშები კი ცოტანი არიან“ (მათ. 9:37). მაგალითად, ჟაკლინი, რომელიც ეკვადორში გერმანიიდან გადავიდა, ეკვადორის ფილიალს აღფრთოვანებული სწერდა: „აქ ორ წელზე მეტია, ვმსახურობ და უკვე 13 ბიბლიის შესწავლა მაქვს; 4 მათგანი კრებებს რეგულარულად ესწრება. ეს ენით აუწერელი სიხარულია!“. კანადელი შანტელი გვიყვება: „2008 წელს გადავედი ეკვადორის სანაპირო ზოლში, სადაც მხოლოდ ერთი კრება იყო. ახლა იქ სამი კრება და 30-ზე მეტი პიონერია. ვერაფერი შეედრება იმის ყურებას, თუ როგორ მიიწევს სულიერად წინ უამრავი ახალი დაინტერესებული“. ის დასძენს: „ახლახან გადავედი ანდებში ზღვის დონიდან 2 743 მეტრზე მდებარე ერთ ქალაქში. იქ 75 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და მხოლოდ ერთი კრებაა. მოსახლეობა კარგად იღებს ჭეშმარიტებას, რაც მსახურებას მართლაც სასიამოვნოს ხდის“.
-
-
მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ეკვადორისაგუშაგო კოშკი — 2012 | 15 ივლისი
-
-
ბრუნო: „ეკვადორში მსახურება ამაზონის ულამაზეს რეგიონში დავიწყე. მოგვიანებით ეკვადორის ფილიალის გაფართოებაში მივიღე მონაწილეობა. ახლა ბეთელში ვმსახურობ. იტალიაში რომ ვცხოვრობდი, გადავწყვიტე, იეჰოვას მსახურება დამეყენებინა პირველ ადგილზე და ღმერთმა ნამდვილად შემისრულა ჩემი სურვილი, რომ სხვადასხვა სახის მსახურებაში მიმეღო მონაწილეობა“.
ბოუ: „ეკვადორში განსაკუთრებით დავუახლოვდი იეჰოვას, ვინაიდან მთელ ჩემს დროს სულიერ საქმიანობას ვახმარ. გარდა ამისა, ყოველთვის მინდოდა, ასეთ მშვენიერ ადგილებში მემოგზაურა“.
ანა: „ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ დაუქორწინებელი დისთვის შესაძლებელი იქნებოდა მისიონერივით ცხოვრება. მაგრამ ახლა ვიცი, რომ ეს შესაძლებელია. უბედნიერესი ვარ, რომ იეჰოვას კურთხევების წყალობით მონაწილეობას ვიღებ მოწაფეების მომზადების საქმეში, ვაშენებ სამეფო დარბაზებს და ვიძენ ახალ მეგობრებს“.
ელკე: „ავსტრიაში ხშირად ვლოცულობდი, რომ ბიბლიის ერთი შესწავლა მაინც მქონოდა. აქ კი 15 შესწავლა მაქვს. უდიდეს კმაყოფილებას მანიჭებს ჩემი შემსწავლელების ბედნიერი სახეების დანახვა“.
ჯოელი: „უცხო ქვეყანაში იეჰოვას მსახურება მართლაც დიდ გამოცდილებას გძენს. სწავლობ, როგორ მიენდო ღმერთს უფრო მეტად და, ამასთანავე, ხედავ, რამხელა კურთხევები მოაქვს შენს ძალისხმევას! ამერიკიდან აქ რომ ჩამოვედი, პირველ წელს ჩვენი ჯგუფი 6-დან 21 მაუწყებლამდე გაიზარდა და გახსენების საღამოს 110 ადამიანი დაესწრო“.
-