საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ბრაზილია
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 ოქტომბერი
    • „18 ბიბლიის შესწავლას ვატარებდი, — გვიამბობს ბრუნო. — გული სიხარულით მევსებოდა, როცა ვხედავდი, როგორ ცვლილებებს ახდენდნენ ჩემი ბიბლიის შემსწავლელები! მივხვდი, რომ ვიპოვე ზუსტად ის, რაც მაკლდა ცხოვრებაში — ღრმა კმაყოფილების გრძნობა, რომელიც სამეფოს ინტერესების პირველ ადგილზე დაყენებას მოაქვს. ვერასდროს ვიგრძნობდი ამ სიხარულს, სულიერი მიზნები რომ არ დამესახა“.

  • მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ბრაზილია
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 ოქტომბერი
    • გრძნობდა ახლა მარიანა თავს უფრო ბედნიერად? ის გვიზიარებს: „თავს უბედნიერესად ვგრძნობ, ვინაიდან იეჰოვა ჩემი მეშვეობით ეხმარება ადამიანებს, რომ მათ უკეთესობისკენ შეცვალონ თავიანთი ცხოვრება. მიხარია, რომ ახლა ჩემს დროსა და ენერგიას ვახმარ იმას, რაც მართლა ღირებულია“. კაროლინა თავისი და დანარჩენი სამი დის გრძნობებს ასე გამოხატავს: «ღამე რომ ვწვები, საოცარ კმაყოფილებას ვგრძნობ, რადგან სამეფოს ინტერესები პირველ ადგილზე დავაყენე. სულ იმაზე ვფიქრობ, როგორ დავეხმარო ჩემს ბიბლიის შემსწავლელებს. გული სიხარულით მევსება, როდესაც მათ სულიერ წარმატებებს ვხედავ. პირადად ვრწმუნდები შემდეგი სიტყვების ჭეშმარიტებაში: „იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა!“» (ფსალმ. 34:8).

  • მათ მზადყოფნა გამოავლინეს — ბრაზილია
    საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 ოქტომბერი
    • მაგრამ დღეს ჟუან პაულუ და ნოემი უკვე წლებია მსახურობენ დაშორებულ ტერიტორიაზე და ბედნიერები არიან, რომ არ შეცვალეს თავიანთი გადაწყვეტილება და გააფართოვეს მსახურება. ჟუან პაულუ აღნიშნავს: „რაც მე და ჩემი მეუღლე აქ ვართ, არაფერი გვაკლია. ყველაფერი, რაც მართლა აუცილებელია, ბევრად უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე უწინ“. ნოემი დასძენს: „ეს ნამდვილად ღირდა ძალისხმევად“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება