საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • mwb18 იანვარი გვ. 8
  • რას ნიშნავს რჩევა „ჯერ შენს ძმას შეურიგდი“?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რას ნიშნავს რჩევა „ჯერ შენს ძმას შეურიგდი“?
  • ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2018
  • მსგავსი მასალა
  • როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ვინმეს აწყენინეთ?
    გამოიღვიძეთ! — 2014
  • გარეული თხა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • სიყვარულით მოაგვარეთ უთანხმოებები
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2016
  • არ დააბრკოლოთ „არცერთი ამ მცირეთაგანი“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2021
იხილეთ მეტი
ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2018
mwb18 იანვარი გვ. 8

იცხოვრე ქრისტიანული პრინციპებით

რას ნიშნავს რჩევა „ჯერ შენს ძმას შეურიგდი“?

კაცი ტოვებს შესაწირავს სამსხვერპლოსთან და მშვიდობის აღსადგენად მიდის ძმასთან

წარმოიდგინე, რომ იესოს თანამედროვე ხარ და გალილეაში ცხოვრობ. კარვობის დღესასწაულის აღსანიშნავად იერუსალიმში ჩახვედი. ქალაქი გადაჭედილია ახლო თუ შორეული მხარეებიდან ჩასული იეჰოვას თაყვანისმცემლებით. იეჰოვასთვის თხა მიგყავს შესაწირავად. ქალაქის ვიწრო და ხალხმრავალ ქუჩებში ტაძრისკენ მიმავალ გზას მიიკვლევ. იქ მისული ხედავ, რომ უამრავ ხალხს მოუყრია თავი, რომელთაც შენ მსგავსად შესაწირავის გაღება სურთ. როგორც იქნა, შენი რიგი დადგა, რომ მღვდლებს შესაწირავი წარუდგინო. სწორედ ამ მომენტში გახსენდება, რომ შენს ძმას, რომელიც შესაძლოა ტაძარში მისულ უამრავ ხალხს შორის ან სადმე იერუსალიმშია, რაღაც აქვს შენ წინააღმდეგ. ამ დროს იესო მოდის შენთან და გიხსნის, როგორ უნდა მოიქცე (წაიკითხე მათეს 5:24). როგორ უნდა გაითვალისწინოთ იესოს მითითება შენ და იმ ძმამ, რომელსაც აწყენინე, და როგორ უნდა აღადგინოთ მშვიდობა? ქვემოთ მოყვანილ თითოეულ ჩამონათვალში მონიშნე სწორი პასუხი.

შენ უნდა . . .

  • დაელაპარაკო ძმას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობ, რომ მას ნამდვილად ჰქონდა განაწყენების მიზეზი.

  • ეცადო, ძმას აზროვნება შეუსწორო, თუ ფიქრობ, რომ ის ზედმეტად მგრძნობიარეა ან მასაც მიუძღვის ბრალი მომხდარში.

  • მოუსმინო მას მოთმინებით და, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბოლომდე არ გესმის მისი, გულწრფელად მოუბოდიშო იმისთვის, რომ შენდა უნებურად დააზარალე ან გული ატკინე.

შენმა ძმამ უნდა . . .

  • მოუყვეს კრების წევრებს, როგორ აწყენინე, რათა მათ მისი მხარე დაიკავონ.

  • გისაყვედუროს და გაგახსენოს ყოველი დეტალი, რის გამოც გული ატკინე, და დანაშაულის აღიარება მოგთხოვოს.

  • დააფასოს, რამხელა თავმდაბლობა და გაბედულება დაგჭირდა მასთან მისასვლელად და მთელი გულით გაპატიოს.

იესოს სიტყვების თანახმად, რა კავშირს ხედავთ ძმასთან მშვიდობიან ურთიერთობასა და იეჰოვასთვის მისაღებ თაყვანისცემას შორის, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ცხოველური შესაწირავი აღარ მოგვეთხოვება?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება