-
ორ მძვინვარე მხეცთან დაპირისპირებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
„ვიხილე ზღვიდან ამომავალი ათრქიანი და შვიდთავიანი მხეცი, რომელსაც რქებზე ათი გვირგვინი და თავებზე ღვთისმგმობელი სახელები ჰქონდა.
-
-
ორ მძვინვარე მხეცთან დაპირისპირებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
ამ მხეცის შვიდი თავით წარმოდგენილია ეგვიპტე, ასურეთი, ბაბილონი, მიდია-სპარსეთი, საბერძნეთი და რომი — ექვსი ძირითადი მსოფლიო მპყრობელი, რომლებიც ბიბლიურ დროში იოანეს დრომდე არსებობდნენ; წინასწარმეტყველების თანახმად მეშვიდე მსოფლიო მპყრობელი მოგვიანებით უნდა გამოჩენილიყო (შეადარეთ გამოცხადების 17:9, 10).
6. ა) რა არის წარმოდგენილი მხეცის შვიდი თავით? ბ) როგორ აღძრა იეჰოვამ რომი იუდეველთა სისტემაზე თავისი განაჩენის აღსასრულებლად, და როგორ მოიქცნენ იერუსალიმში მცხოვრები ქრისტიანები?
6 რა თქმა უნდა, ისტორიის განმავლობაში ამ შვიდის გარდა სხვა მსოფლიო მპყრობელებიც არსებობდნენ. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ იოანეს მიერ ნანახ მხეცს შვიდი თავისა და ათი რქის გარდა ტანიც ჰქონდა. ამ შვიდი თავით ღვთის ხალხის მჩაგვრელი შვიდი მსოფლიო მპყრობელია წარმოდგენილი. ახ. წ. 33 წელს, რომის იმპერიის მმართველობის დროს, სატანამ მხეცის ერთ-ერთი თავი ღვთის ძის მოსაკლავად აღძრა. მაშინ ღმერთმა უარყო ორგულ იუდეველთა რელიგია და მოგვიანებით, ახ. წ. 70 წელს, რომაელებს იუდეველებზე თავისი განაჩენის აღსრულების ნება დართო. საბედნიეროდ, ცხებულ ქრისტიანთა კრება, ღვთის ისრაელი, გაფრთხილებული იყო, და ამიტომ იერუსალიმსა და იუდეაში მყოფმა ქრისტიანებმა იორდანის გაღმა გადასვლით უშველეს თავს (მათე 24:15, 16; გალატელები 6:16).
7. ა) რა უნდა მომხდარიყო ქვეყნიერების აღსასრულის მოახლოებისას და უფლის დღის დაწყებისას? ბ) ვინ აღმოჩნდა გამოცხადების 13:1, 2-ში მოხსენიებული მხეცის მეშვიდე თავი?
7 ახ. წ. I საუკუნის მიწურულს პირველი კრების მრავალი წევრი განუდგა ჭეშმარიტებას. ჭეშმარიტ ქრისტიანთა „ხორბალი“ ანუ „სამეფოს ძეები“ „სარეველამ“ ანუ „ბოროტის ძეებმა“ თითქმის მოაშთო. ამ ქვეყნიერების აღსასრულის მოახლოებისას კვლავ გამოჩნდა ცხებულ ქრისტიანთა ორგანიზებული ჯგუფი. უფლის დღის განმავლობაში მართლები ‘მზესავით გაანათებდნენ’. ქრისტიანული კრება მზად იყო ღვთის საქმის შესასრულებლად (მათე 13:24—30, 36—43). იმ დროს უკვე აღარ არსებობდა რომის იმპერია. ბრიტანეთის უზარმაზარი იმპერია ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერ სახელმწიფოსთან ერთად მთავარ როლებს ასრულებდნენ მსოფლიო სცენაზე. სწორედ ეს გაერთიანებული მსოფლიო მპყრობელი იყო მხეცის მეშვიდე თავი.
-
-
ორ მძვინვარე მხეცთან დაპირისპირებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
10. ა) რაზე მეტყველებს ის, რომ მხეცს ათივე რქაზე აქვს გვირგვინები? ბ) რას წარმოადგენს ათი რქა და ათი გვირგვინი?
10 შვიდთავიან მხეცს ათი რქა აქვს, შესაძლოა, ოთხ თავზე თითო-თითო და სამ თავზე ორ-ორი, რქებზე კი — ათი გვირგვინი. დანიელის წიგნში აღწერილი შიშის მომგვრელი მხეცების რქების რაოდენობა პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ. მაგალითად, ვერძის ორი რქა წარმოადგენდა მიდიისა და სპარსეთის გაერთიანებულ მსოფლიო მპყრობელს, ხოლო ვაცის ოთხი რქა წარმოადგენდა ერთსა და იმავე დროს არსებულ ოთხ იმპერიას, რომლებიც საბერძნეთის, ალექსანდრე მაკედონელის იმპერიისგან წარმოიქმნენ (დანიელი 8:3, 8, 20—22). მაგრამ იოანეს ნანახი მხეცის რქების რიცხვი, როგორც ჩანს, სიმბოლურია (შეადარეთ დანიელის 7:24; გამოცხადების 17:12). ეს რქები წარმოადგენს ყველა დამოუკიდებელ სახელმწიფოს, რომლებიც სატანის პოლიტიკურ ორგანიზაციას შეადგენენ. ყველა რქა მოძალადე და აგრესიულია, მაგრამ ყოველი თავი მხეცის შვიდი თავიდან იმაზე მიუთითებს, რომ დროის ცალკეულ მონაკვეთში მხოლოდ ერთ მსოფლიო მპყრობელს უპყრია ხელთ ძალაუფლება. ათი გვირგვინი კი იმის მაჩვენებელია, რომ დროის ცალკეულ მონაკვეთში გაბატონებულ მსოფლიო მპყრობელთან ერთად ნებისმიერი დამოუკიდებელი სახელმწიფოც ფლობს გარკვეულ ძალაუფლებას.
11. რაზე მიუთითებს ის, რომ მხეცს „თავებზე ღვთისმგმობელი სახელები“ აქვს?
11 მხეცს „თავებზე ღვთისმგმობელი სახელები ჰქონდა“. მხეცი ისეთ რამეს მიაწერს საკუთარ თავს, რაც დიდად შეურაცხყოფს იეჰოვა ღმერთსა და იესო ქრისტეს. ის ღვთისა და ქრისტეს სახელებს არის ამოფარებული თავისი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად; ის თითქოს თანამშრომლობს ცრუ რელიგიასთან და სამღვდელოებას პოლიტიკაში მონაწილეობის უფლებასაც კი აძლევს. ინგლისის ლორდთა პალატაში ეპისკოპოსებიც შედიან. კათოლიკე კარდინალებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს საფრანგეთისა და იტალიის პოლიტიკურ ცხოვრებაში, არცთუ ისე დიდი ხნის წინათ კი მღვდლები ლათინურ ამერიკაში სახელმწიფოს მართვაში ჩაებნენ. მთავრობები თავიანთ ბანკნოტებზე ისეთ რელიგიურ ლოზუნგებს წერენ, როგორიცაა „ღმერთზე ვართ მინდობილნი“, ხოლო მონეტებზე ისეთ წარწერებს აკეთებენ, თითქოს მმართველები ღვთის მოწონებით სარგებლობდნენ. მაგალითად, ზოგიერთი წარწერის თანახმად ისინი „ღვთის წყალობით“ არიან დანიშნულნი. ეს კი ღვთის გმობაა, რადგან ამგვარად ღმერთს ბინძურ, ნაციონალისტურ პოლიტიკაში რევენ.
-
-
ორ მძვინვარე მხეცთან დაპირისპირებაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
13. ა) რა უბედურება დაატყდა თავს მხეცს უფლის დღის დასაწყისში? ბ) რატომ დაუზიანა მხეცს მთელი სხეული მხოლოდ ერთ თავზე მიყენებულმა ჭრილობამ?
13 უფლის დღის დასაწყისში მხეცს უბედურება ეწია. იოანე ამბობს: „ვიხილე, რომ ერთ თავს სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა, მაგრამ სასიკვდილო ჭრილობა შეუხორცდა და მთელი დედამიწა აღტაცებული გაჰყვა მხეცს“ (გამოცხადება 13:3). ამ მუხლში ნათქვამია, რომ მხეცის ერთ თავს მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობა, თუმცა მე-12 მუხლის თანახმად ჭრილობამ თითქოს მხეცის მთელ სხეულს მიაყენა ზიანი. როგორ? მხეცის ყველა თავი ერთდროულად არ მმართველობს. თითოეული მათგანი დროის გარკვეულ პერიოდში ბატონობდა კაცობრიობაზე, განსაკუთრებით კი ღვთის ხალხზე (გამოცხადება 17:10). ამიტომ უფლის დღის დასაწყისში მხოლოდ ერთი, მეშვიდე თავი მოქმედებს, როგორც მთავარი მსოფლიო მპყრობელი, მაგრამ თავში მიყენებული სასიკვდილო ჭრილობა მხეცის მთელ სხეულს აზიანებს.
14. როდის მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობა სატანის მხეცს და როგორ აღწერა ერთმა ოფიცერმა ამის შედეგი?
14 რა იყო ეს სასიკვდილო ჭრილობა? მოგვიანებით მას მახვილით მიყენებული ჭრილობა ეწოდა; მახვილი ომის სიმბოლოა. უფლის დღის დასაწყისში მახვილით მიყენებული ჭრილობა პირველ მსოფლიო ომს უნდა უკავშირდებოდეს, რომელმაც გააუბედურა და ძალა გამოაცალა სატანის პოლიტიკურ მხეცს (გამოცხადება 6:4, 8; 13:14). მწერალმა მორის ჟენევუამ, რომელიც ამ ომის დროს ოფიცერი იყო, აღნიშნა: „ყველა დაეთანხმება იმ აზრს, რომ კაცობრიობის ისტორიაში მხოლოდ რამდენიმე დღე თუ იყო ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც 1914 წლის 2 აგვისტო. ჯერ ევროპა და მალე თითქმის მთელი მსოფლიო საშინელ ვითარებაში აღმოჩნდა. ხელშეკრულებები, შეთანხმებები, ზნეობრივი პრინციპები — ყველაფერი დაირღვა; დღითი დღე ყველაფერი ეჭვქვეშ დგებოდა. ეს იმაზე უარესი აღმოჩნდა, ვიდრე ის, რასაც წინათგრძნობა კარნახობდათ და რასაც რეალურად მოელოდნენ. ამ მასშტაბური, ქაოსური და შემზარავი ომის შედეგებს დღემდე ვიმკით“ (საფრანგეთის აკადემიის წევრის მორის ჟენევუას სიტყვები ციტირებულია წიგნიდან „Promise of Greatness“, 1968 წ.).
15. როგორ მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობა მხეცის მეშვიდე თავს?
15 გაბატონებული მეშვიდე თავისთვის ეს ომი დიდი უბედურება იყო. ბრიტანეთმა ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად უამრავი მებრძოლი ახალგაზრდა დაკარგა. მხოლოდ ერთ ბრძოლაში, 1916 წელს, მდინარე სომასთან 420 000 ბრიტანელი, 194 000 ფრანგი და 440 000 გერმანელი, სულ მილიონზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა და დაიჭრა. როგორც ბრიტანეთის, ისე ევროპის სხვა ქვეყნების ეკონომიკამ დიდი ზარალი განიცადა. დარტყმის შედეგად ბრიტანეთის უზარმაზარი იმპერია შეირყა და სრულფასოვნად ვეღარ შეძლო ძალების აღდგენა. ამ ომმა, რომელშიც 28 წამყვანი სახელმწიფო მონაწილეობდა, ისე შეატორტმანა მსოფლიო, თითქოს სასიკვდილოდ დაჭრაო. 1979 წლის 4 აგვისტოს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან 65 წლის შემდეგ, ლონდონში გამომავალ ჟურნალ „ეკონომისტში“ ნათქვამი იყო: „1914 წელს მსოფლიომ დაკარგა ერთიანობა, რომლის აღდგენაც დღემდე ვერ მოხერხდა“.
16. პირველი მსოფლიო ომის დროს როგორ დაამტკიცა შეერთებულმა შტატებმა, რომ ორი სახელმწიფოსგან შემდგარი მსოფლიო მპყრობლის ერთი მხარე იყო?
16 იმავე დროს, ამ დიდმა ომმა, როგორც მას მაშინ ეწოდებოდა, შეერთებულ შტატებს, ინგლის-ამერიკის მსოფლიო მპყრობლის ერთ-ერთ მხარეს, ასპარეზზე გამოსვლის საშუალება მისცა. ომის პირველ წლებში საზოგადოებრივი აზრი აკავებდა შეერთებულ შტატებს კონფლიქტში მონაწილეობისგან. ისტორიკოსი ესმე უინგფილდ-სტრატფორდი წერდა: „ამ უდიდესი კრიზისის დროს ყველაფერი დამოკიდებული იყო იმაზე, მოაგვარებდნენ თუ არა ბრიტანეთი და შეერთებული შტატები უთანხმოებებს და ისარგებლებდნენ თუ არა ერთიანობის უძლეველი ძალითა და ურთიერთნდობით“. მოვლენების განვითარებამ ცხადყო, რომ ისინი ასეც მოიქცნენ. 1917 წელს შეერთებული შტატები თავისი რესურსებითა და სამხედრო ძალით მხარს უჭერდა ანტანტის მოსუსტებულ წევრებს საბრძოლო მოქმედებებში. ამგვარად მეშვიდე თავი — ბრიტანეთი და შეერთებული შტატები, გამარჯვებული გამოვიდა.
17. რა პროგრესი განიცადა სატანის ქვეყნიერებამ ომის შემდეგ?
17 ომმა მსოფლიო ძლიერ შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ სატანის ქვეყნიერება სასიკვდილოდ იყო დაჭრილი, გამოცოცხლდა და ისე გაძლიერდა, როგორც არასდროს. თვითაღდგენის ასეთი უნარით მან ხალხის აღტაცება გამოიწვია.
18. რატომ შეიძლება ითქვას, რომ მთელი ქვეყანა „აღტაცებული გაჰყვა მხეცს“?
18 ისტორიკოსი ჩარლზ მიი უმცროსი წერს: „ძველი წყობის ნგრევა [რაც პირველმა მსოფლიო ომმა გამოიწვია] აუცილებელი იყო იმისათვის, რომ თვითმმართველობას, ახალი ქვეყნებისა და კლასების გათავისუფლებას, თავისუფლებას და დამოუკიდებლობას ფართო მასშტაბებისთვის მიეღწია“. ომის შემდგომი ეპოქის განვითარებაში წამყვანი როლი შეასრულა მხეცის მეშვიდე თავმა, რომელიც განიკურნა. ამჯერად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წინა პლანზე გადმოინაცვლა. გაერთიანებული მსოფლიო მპყრობელი პირველი იყო, ვინც მხარს უჭერდა როგორც ერთა ლიგას, ისე გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. 2005 წლისთვის შეერთებული შტატები განვითარებულ ქვეყნებს შორის წამყვანი ქვეყანა იყო ცხოვრების მაღალი დონის, დაავადებებთან ბრძოლისა და ტექნიკური პროგრესის თვალსაზრისით. მთვარეზეც კი ავიდა 12 ამერიკელი კოსმონავტი.
-