საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იოანე განდიდებულ იესოს ხედავს
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • „რასაც ხედავ, დაწერე გრაგნილზე და გაუგზავნე შვიდ კრებას ეფესოში, სმირნაში, პერგამონში, თიატირაში, სარდისში, ფილადელფიასა და ლაოდიკეაში“ » (გამოცხადება 1:10ბ, 11). ხმა, რომელშიც ძალაუფლებისა და ბრძანების კილო იგრძნობა, თითქოს საყვირის ხმით მოუწოდებს იოანეს, რომ „შვიდ კრებას“ მისწეროს. იოანეს უნდა მიეღო რამდენიმე ცნობა და უნდა გაეცხადებინა ის, რასაც ნახავდა და გაიგონებდა. ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ მუხლში მოხსენიებული შვიდი კრება იოანეს დროს ნამდვილად არსებობდა. ყველა მათგანი მცირე აზიაში იყო კუნძულ პატმოსიდან მოშორებით. რომაელების დაგებული გზების წყალობით ერთი კრებიდან მეორეში ადვილად მიხვიდოდი და მაცნეც თავისუფლად ჩაიტანდა გრაგნილს ერთი კრებიდან მეორეში. ის შვიდი კრება იეჰოვას მოწმეების დღევანდელ თეოკრატიულ რაიონს მოგვაგონებს.

      6. ა) რა იგულისხმება სიტყვებში „რაც არის“? ბ) რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ცხებული ქრისტიანების მდგომარეობა იოანეს დროინდელ ცხებულების მდგომარეობას ჰგავს?

      6 „გამოცხადებაში“ ჩაწერილი წინასწარმეტყველებების უმეტესობა იოანეს სიკვდილის შემდეგ უნდა შესრულებულიყო. ეს წინასწარმეტყველებები ეხებოდა იმას, რაც ‘ამის შემდეგ უნდა მომხდარიყო’, თუმცა შვიდი კრებისთვის მიცემული რჩევები იმასაც ეხება, „რაც არის“, ანუ შვიდივე კრების იმდროინდელ მდგომარეობას. ის რჩევები დიდ დახმარებას გაუწევდა როგორც იმ შვიდი კრების ერთგულ უხუცესებს, ისე სხვა კრებებში მომსახურე ცხებულ ქრისტიანებსb. რადგან ეს ხილვა ძირითადად უფლის დღის დროს სრულდება, იესოს სიტყვებიდან გამომდინარე დღესაც მსგავსი მდგომარეობა უნდა ყოფილიყო ცხებულ ქრისტიანთა კრებაში.

  • იოანე განდიდებულ იესოს ხედავს
    გამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
    • [სურათები 23 გვერდზე]

      არქეოლოგიური გათხრები იმ ქალაქებში, სადაც შვიდი კრება იყო, ბიბლიაში ჩაწერილ ინფორმაციას ადასტურებს. სწორედ იქ მიიღეს I საუკუნის ქრისტიანებმა გამამხნევებელი წერილები, რომლებიც დღესაც არ კარგავს თავის მნიშვნელობას მთელი მსოფლიოს კრებებისთვის.

      პერგამონი

      სმირნა

      თიატირა

      სარდისი

      ეფესო

      ფილადელფია

      ლაოდიკეა

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება