-
წინასწარმეტყველი, რომელმაც მომავალი იხილარას გვამცნობს ბიბლია?
-
-
დანიელი იგებს, როდის უნდა მოვიდეს მესია. დანიელმა ღვთისგან გაიგო, რომ „მესია ანუ წინამძღოლი“ მაშინ გამოჩნდებოდა, რაც იერუსალიმის გალავნის აღდგენის შესახებ ბრძანების გამოცემიდან გავიდოდა წლებისგან შემდგარი 69 კვირა. ვინაიდან ჩვეულებრივ კვირაში შვიდი დღეა, ამ შემთხვევაში ერთ კვირაში შვიდი წელი იგულისხმებოდა. ეს ბრძანება დანიელის სიკვდილიდან კარგა ხნის შემდეგ, ძვ. წ. 455 წელს გამოვიდა. სწორედ ამ წლიდან დაიწყო 69 „კვირა“ ანუ 483-წლიანი პერიოდი, რომელიც ახ. წ. 29 წელს დასრულდა. ამ ბროშურაში იმაზეც იქნება საუბარი, თუ რა მოხდა ამ წელს. დანიელმა ისიც იხილა, რომ მესია „მოიკვეთებოდა“, ანუ სიკვდილით დაისჯებოდა, რათა ადამიანები ცოდვის მონობისგან ეხსნა (დანიელი 9:24—26).
-
-
მესიის გამოჩენარას გვამცნობს ბიბლია?
-
-
როცა იოანე ნათლისმცემელმა იესო მონათლა, ზეციდან იეჰოვას ხმა გაისმა. მან იესო წმინდა სულით სცხო და თქვა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“ (მათე 3:16, 17). როგორც იქნა, აღთქმული მესია გამოჩნდა!
როდის მოხდა ეს? ახ. წ. 29 წელს ანუ ზუსტად იმ დროს, როცა დანიელის მიერ ნაწინასწარმეტყველები 483 წელი გასრულდა.
-