-
ოკეანის დიდი „ურჩხულები“გამოიღვიძეთ! — 2009 | დეკემბერი
-
-
ვეშაპისებრი ზვიგენი ყველაზე დიდი თევზია, რომელსაც ჯერჯერობით გადაშენების საფრთხე არ ემუქრება. ის სიგრძეში 7,5 მეტრს აღწევს, თუმცა ზოგი მათგანი შეიძლება 15 მეტრამდეც გაიზარდოს. მისი პირის სიგანე დაახლოებით 1,4 მეტრია და თავისუფლად შეუძლია ადამიანის გადაყლაპვა. სიდიდის მიუხედავად, ის ზღვის სხვა დიდ ბინადრებზე კი არ ნადირობს, არამედ მხოლოდ პლანქტონითა და პატარა ზომის თევზებით იკვებება.
ჟურნალ „ნეშნლ ჯიოგრეფიკში“ ვკითხულობთ: „ვეშაპისებრ ზვიგენს საკმაოდ უჩვეულო საჭმლის მომნელებელი სისტემა აქვს, რის გამოც ის შეიძლება იყოს იონას ისტორიაში მოხსენიებული თევზი“. სტატიის ავტორი გულისხმობს ბიბლიურ ისტორიას, რომლის თანახმადაც წინასწარმეტყველი იონა დიდმა თევზმა გადაყლაპა. ვეშაპისებრი ზვიგენი „პირიდან დაუზიანებლად ანთხევს შემთხვევით გადაყლაპულ საგნებს, რომლებსაც მისი კუჭი ვერ ინელებს“ (იონა 1:17; 2:10).
-
-
ოკეანის დიდი „ურჩხულები“გამოიღვიძეთ! — 2009 | დეკემბერი
-
-
[სურათი 16, 17 გვერდებზე]
ვეშაპისებრი ზვიგენი
-