-
რომელი ორი ფარეხისკენ წაუძღვება იესო თავის ცხვარსიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
„კართან მდგომი გუშაგი მას კარს უღებს და ცხვარი უსმენს მის ხმას. ის სახელით უხმობს თავის ცხვარს და გარეთ გამოჰყავს. როცა თავისებს ყველას გამორეკავს, წინ მიუძღვის მათ. ცხვარიც მიჰყვება, რადგან ცნობს მის ხმას; უცხოს არასოდეს გაჰყვება, გაექცევა, რადგან ვერ ცნობს უცხოთა ხმას“ (იოანე 10:3—5).
რამდენიმე წლის წინ იოანე ნათლისმცემელმა, რომელმაც, ასე ვთქვათ, გუშაგის როლი შეასრულა, დაინახა, რომ იესო იყო ის, ვისაც ცხვარი ანუ კანონს დაქვემდებარებული ისრაელი ერი უნდა გაჰყოლოდა. ზოგმა მათგანმა როგორც გალილეაში, ისე აქაც, იუდეაში, იცნო იესოს ხმა. საინტერესოა, სად „გამოჰყავს“ იესოს ისინი და რას მოუტანს ხალხს, თუ გაჰყვებიან მას. ზოგი, ვინც იესოს ამ მაგალითს ისმენს, შეიძლება გაკვირვებულია, რადგან არ ესმის მისი მნიშვნელობა (იოანე 10:6).
იესო უხსნის მათ: „ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: მე კარი ვარ ცხვრისთვის. ყველა, ვინც კი ჩემ ნაცვლად მოსულა, ქურდი და მძარცველია, მაგრამ ცხვარმა არ მოუსმინა მათ. მე კარი ვარ. ვინც ჩემით შედის, გადარჩება; შევა, გამოვა და საძოვარს იპოვის“ (იოანე 10:7—9).
აშკარაა, რომ იესო რაღაც ახალზე ესაუბრება მათ. მსმენელებმა კარგად უწყიან, რომ იესო არ არის „კარი“, რომელმაც კანონის შეთანხმებისკენ გაუხსნა მათ გზა, რადგან უკვე საუკუნეებია, რაც ეს შეთანხმება დაიდო. აქედან გამომდინარე, იესო იმას უნდა გულისხმობდეს, რომ ცხვარი, რომელიც მას „გამოჰყავს“, სხვა ფარეხში შევა. და რა მოჰყვება ამას?
იესო განაგრძობს საუბარს და მსმენელს უხსნის, თუ რა როლს შეასრულებს: „მე იმისთვის მოვედი, რომ ცხვარს სიცოცხლე ჰქონოდა, თანაც უხვად. მე კარგი მწყემსი ვარ, კარგი მწყემსი თავის სულს სწირავს ცხვრისთვის“ (იოანე 10:10, 11). რამდენიმე ხნის წინ იესომ თავისი მოწაფეები ასეთი სიტყვებით ანუგეშა: „ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ, რადგან თქვენმა მამამ მოისურვა თქვენთვის სამეფოს მოცემა“ (ლუკა 12:32). აშკარაა, რომ სწორედ მათ, ვინც „მცირე სამწყსოს“ შეადგენს, წაუძღვება იესო ახალი ფარეხისკენ, რათა მის ცხვარს, როგორც თავად აღნიშნა, სიცოცხლე ჰქონდეს, თანაც უხვად. მართლაც დიდი პატივია, ამ სამწყსოს ცხვარი იყო!
საგულისხმოა, რომ თავის სათქმელს იესო ამით არ ამთავრებს. ის შენიშნავს: „მე სხვა ცხვარიც მყავს, არა ამ ფარეხისა, ისინიც უნდა მოვიყვანო. ისინი მოისმენენ ჩემს ხმას და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი“ (იოანე 10:16). „სხვა ცხვარი“ არ არის „ამ ფარეხიდან“, ანუ გამოდის, რომ ფარეხი, რომელშიც იესო „სხვა ცხვარს“ შეიყვანს, განსხვავებული იქნება იმ ფარეხისგან, საითკენაც „მცირე სამწყსოს“ მიუძღვის, სამწყსოს, რომელიც სამეფოს დაიმკვიდრებს. ამ ორი ფარეხის ცხვრებს განსხვავებული მომავალი ელით. მაგრამ იესო, როგორც თავად აღნიშნა, ორივე ფარეხში შემავალი ცხვრისთვის იქნება „კარგი მწყემსი“.
-
-
ერთნი, მაგრამ არა თანასწორნიიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
რატომ არ სჯერათ მათ, რომ იესო ქრისტეა? ის ამბობს: „თქვენ არ გწამთ, რადგან ჩემი ცხვარი არა ხართ. ჩემი ცხვარი ისმენს ჩემს ხმას; მე ვიცნობ მათ და ისინი მე მომყვებიან. მე მათ მარადიულ სიცოცხლეს ვაძლევ და არასოდეს დაიღუპებიან; მათ ვერავინ გამომტაცებს ხელიდან. ის, რაც მამაჩემმა მომცა, ყველაფერზე მეტია“.
-