საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • lfb გაკ. 92 გვ. 214-გვ. 215 აბზ. 2
  • იესო მეთევზეებს ეცხადება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იესო მეთევზეებს ეცხადება
  • იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • მსგავსი მასალა
  • გალილეის ზღვის ნაპირთან
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
  • ის შიშსა და ეჭვებს ებრძოდა
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
  • ის შიშსა და ეჭვებს ებრძოდა
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • პირველი საუკუნის ქრისტიანთა ყოფა-ცხოვრება — მეთევზე
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2012
იხილეთ მეტი
იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
lfb გაკ. 92 გვ. 214-გვ. 215 აბზ. 2
იესო ესაუბრება მოწაფეებს; ამასობაში თევზიც იწვება.

ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲐ 92

იესო მეთევზეებს ეცხადება

როგორც წინა მოთხრობიდან გავიგეთ, იესო მკვდრეთით აღდგომის შემდეგ მოციქულებს გამოეცხადა. ამ ამბიდან მალევე პეტრემ გადაწყვიტა, რომ გალილეის ზღვაზე სათევზაოდ წასულიყო. მას თან გაჰყვნენ თომა, იაკობი, იოანე და ზოგიერთი სხვა მოწაფე. მათ მთელი ღამე ითევზავეს, მაგრამ ვერაფერი დაიჭირეს.

დილით ადრე მოწაფეებმა შენიშნეს, რომ ზღვის ნაპირზე ვიღაც კაცი იდგა. კაცმა გასძახა მათ: დაიჭირეთ თევზი? მათ უპასუხეს: ვერა, ვერაფერი დავიჭირეთ. შემდეგ კაცმა უთხრა მათ: „ნავის მარჯვენა მხარეს ისროლეთ ბადე!“. ისინი ასეც მოიქცნენ და ბადე იმდენი თევზით აივსო, რომ ვერ შეძლეს ნავზე მისი ატანა. უცებ იოანე მიხვდა, რომ ის კაცი იესო იყო და წამოიძახა: „ეს უფალია!“. ამის გაგონებაზე პეტრე მაშინვე წყალში გადახტა და ნაპირისკენ გაცურა. დანარჩენებიც უკან გაჰყვნენ ნავით.

ნაპირზე რომ გავიდნენ, დაინახეს, რომ ცეცხლზე თევზი იწვებოდა, გვერდით კი პური ელაგა. იესომ სთხოვა მათ: თქვენი თევზიც მოიტანეთ. შემდეგ კი უთხრა, რომ ერთად ესაუზმათ.

პეტრე მიდის იესოსკენ; სხვა მოწაფეები კი ნავით მიჰყვებიან მას.

საუზმის შემდეგ იესომ პეტრეს ჰკითხა: მე უფრო გიყვარვარ თუ თევზაობა? პეტრემ მიუგო: უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ. იესომ უთხრა: მაშინ აძოვე ჩემი ბატკნები! ცოტა ხანში ისევ ჰკითხა: პეტრე, გიყვარვარ? პეტრემ მიუგო: უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ. იესომ უთხრა: „დამწყემსე ჩემი ბატკნები“. იესომ მესამედაც იგივე ჰკითხა, რაზეც პეტრე ძალიან დამწუხრდა და უპასუხა: „უფალო, შენ ყველაფერი იცი. იცი, რომ მიყვარხარ!“. იესომ კვლავ უთხრა: „აძოვე ჩემი ბატკნები“. ბოლოს იესომ ასეთი რამ უთხრა მას: პეტრე, მომყევი!

„[იესომ] უთხრა მათ: „გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ!“ მათაც მაშინვე დატოვეს ბადეები და გაჰყვნენ“ (მათე 4:19, 20).

კითხვები: რა სასწაული მოახდინა იესომ მეთევზეებისთვის? შენი აზრით, რატომ ჰკითხა სამჯერ იესომ პეტრეს, უყვარდა თუ არა იგი?

იოანე 21:1–19, 25; საქმეები 1:1–3

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება