-
იეჰოვაა ჩვენი მწყემსისაგუშაგო კოშკი — 2005 | 1 ნოემბერი
-
-
6. როგორ აღწერს ბიბლიის ერთი ლექსიკონი ძველ დროში მცხოვრები მწყემსის ჩვეულებრივ სამუშაო დღეს?
6 როგორი იყო ძველ დროში მცხოვრები მწყემსის ჩვეულებრივი სამუშაო დღე? ბიბლიის ერთი ლექსიკონი განმარტავს: „დილაადრიან მწყემსი ცხვარს ფარეხიდან ერეკებოდა და წინ მიუძღოდა იმ მინდვრამდე, სადაც ისინი უნდა ეძოვებინა. აქ ის მთელი დღის განმავლობაში თვალს ადევნებდა და ზრუნავდა მათზე, რომ არც ერთი ცხვარი არ დაჰკარგოდა; თუ რომელიმე ცხვარი დროებით მისი მხედველობის არედან დაიკარგებოდა და ფარას ჩამორჩებოდა, ყურადღებით მოძებნიდა მანამ, სანამ არ იპოვიდა და უკან არ დააბრუნებდა . . . საღამოს მწყემსი ცხვარს ფარეხში ერეკებოდა და როცა ისინი ფარეხის კარში შედიოდნენ, სათითაოდ ითვლიდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ არც ერთი არ აკლდა . . . ხშირად ის მთელი ღამე ფხიზლობდა, რომ ფარა გარეული მხეცებისა და მზაკვარი ქურდებისგან დაეცვა“a.
7. რატომ სჭირდება მწყემსს დროდადრო დიდი მოთმინებისა და მზრუნველობის გამოვლენა?
7 დგებოდა ისეთი დროც, როცა ცხვრებს, განსაკუთრებით კი მაკე ცხვრებსა და ბატკნებს, მეტი მოთმინება და მზრუნველობა სჭირდებოდათ (დაბადება 33:13). ერთ ბიბლიურ ნაშრომში ნათქვამია, რომ „ბატკნების დაბადება ფარაში ხშირად მაშინ ხდება, როცა ცხვარი მთაშია. მწყემსი ყურადღებით უვლის უმწეო მდგომარეობაში მყოფ დედა ცხვარს; ის ხელში იყვანს ბატკანს და ფარეხში მიჰყავს. რამდენიმე დღის განმავლობაში, სანამ ბატკანი სიარულს ისწავლის, მან შეიძლება ის ხელით ატაროს ან უბეში ჩაისვას“ (ესაია 40:10, 11). ნათელია, რომ კარგი მწყემსი ძლიერიც უნდა იყოს და მზრუნველიც.
-