-
„სულით არ ვეცემით“!საგუშაგო კოშკი — 2019 | აგვისტო
-
-
ანატოლი და ლიდია მელნიკებმა განსაცდელების დროს ერთგულება შეინარჩუნეს (იხილეთ აბზაცი 13)
13. როგორ გვეხმარება ანატოლისა და ლიდიას შემთხვევა, რომ სირთულეების დროს ერთგულად განვაგრძოთ მსახურება?
13 დაუსრულებელი პრობლემები. ზოგ ღვთის მსახურს წლების მანძილზე დევნისა თუ განსაცდელების ატანა უწევს. მაგალითად, ანატოლი მელნიკი,c რომელიც მოლდოვაში ცხოვრობდა, სულ რაღაც 12 წლისა იყო, როცა მამამისი დააპატიმრეს და ოჯახისგან 7 000 კილომეტრით შორს, ციმბირში გადაასახლეს. ერთ წელიწადში ანატოლის, დედამისსა და პაპა-ბებიასაც ციმბირში უკრეს თავი. რამდენიმე წლის შემდეგ მათ სხვა სოფელში კრების შეხვედრებზე დაიწყეს დასწრება. კრებამდე რომ მიეღწიათ, 30 კილომეტრი თოვლსა და ყინვაში უნდა ევლოთ. მოგვიანებით ძმა ანატოლის სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამ დროს მასა და მის მეუღლეს, ლიდიას ერთი წლის ქალიშვილი ჰყავდათ. მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე სირთულეებთან უწევდათ ბრძოლა, ანატოლის და მის ოჯახს არ შეუწყვეტია იეჰოვასადმი ერთგულად მსახურება. დღეს ანატოლი 82 წლისაა და ცენტრალური აზიის ფილიალის კომიტეტში მსახურობს.
-