საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „განსაცდელში ზღვაზე“
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 15 მარტი
    • ღამის წყვდიადში გემი, რომელზეც 276 მგზავრია, ხმელთაშუა ზღვაში მდებარე ერთ-ერთ კუნძულს უახლოვდება. ეკიპაჟი და მგზავრები 14 დღის განმავლობაში ბობოქარ ზღვაში გემის ტორტმანის გამო გადაღლილები არიან. გარიჟრაჟდა და ყურე გამოჩნდა. ცდილობენ გემის ნაპირზე მიყენებას, მაგრამ გემის ცხვირი მეჩეჩში ერჭობა, კიჩოს კი აბობოქრებული ტალღები ლეწავს. ყველა ტოვებს გემს. ზოგი მიცურავს, ზოგი კი ფიცრებს ან ხომალდის სხვა ნამსხვრევებს ეჭიდება და ახერხებს, მალტის ნაპირებზე მიღწევას. შეცივებულები და ქანცგაწყვეტილები აბობოქრებულ ზვირთებს თავს აღწევენ. მგზავრებს შორის ქრისტიანი მოციქული პავლეცაა, რომელიც გასასამართლებლად რომში მიჰყავთ (საქმეები 27:27–44).

  • „განსაცდელში ზღვაზე“
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 15 მარტი
    • რის თქმა შეგვიძლია ხომალდზე, რომელიც მალტის ახლოს დაიღუპა და რომელზეც პავლე იყო? ეს იყო მარცვლეულით დატვირთული „ალექსანდრიის ხომალდი, რომელიც იტალიისაკენ მიცურავდა“ (საქმეები 27:6). მარცვლეულით მოვაჭრე ფლოტები ბერძნების, ფინიკიელებისა და სირიელების საკუთრებაში იყო, რომლებიც განაგებდნენ და ამარაგებდნენ მათ. მაგრამ გემებს რომის ხელისუფლება ქირაობდა. „რომის ხელისუფლებამ დაინახა, რომ უფრო ადვილი იყო კონტრაქტები დაედო და სხვისი მომსახურებით ესარგებლა, ვიდრე შეექმნა უზარმაზარი სტრუქტურა, რომლისთვისაც საჭირო იყო მუშა ხელი და აღჭურვილობა. ის მსგავს პოლიტიკას მიმართავდა გადასახადების აკრეფის საკითხშიც“, — ამბობს ისტორიკოსი უილიამ მ. რამაზი.

      რომში პავლე ალექსანდრიისავე ხომალდით ჩავიდა, რომლის სახელწოდებაც იყო „ზევსის შვილები“. ის გაჩერდა პუტეოლის პორტში (ნეაპოლის ყურეში), სადაც, ჩვეულებრივ, მარცვლეულით დატვირთული გემები შედიოდა (საქმეები 28:11–13).

  • „განსაცდელში ზღვაზე“
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 15 მარტი
    • სავარაუდოა, რომ მალტასთან დაღუპული ხომალდიც დიდი იყო. რამხელა შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი გემი?

      ლიტერატურულ წყაროებზე დაყრდნობით ერთი სწავლული ამბობს: „ანტიკური ცივილიზაციის დროს ყველაზე პატარა [გემის] ტევადობა დაახლოებით 70—80 ტონას შეადგენდა. ელინისტურ ხანაში გემების უმეტესობა სულ ცოტა 130 ტონას იტევდა. თუმცა, ერთი შეხედვით, გემი, რომელიც 250 ტონას იტევდა, დიდი არ ჩანდა, საშუალოზე ბევრად დიდი იყო. გემები, რომლებითაც რომის იმპერია სარგებლობდა, უფრო დიდიც იყო, დაახლოებით 340 ტონის ტევადობის. ყველაზე დიდ გემებს 1 300 ტონა და, შესაძლოა, უფრო მეტიც გადაჰქონდა“. II საუკუნის თანამედროვის აღწერის თანახმად, ალექსანდრიის მარცვლეულის გადამზიდი „ისიდა“ 55 მეტრი სიგრძისა და დაახლოებით 14 მეტრი სიგანისა იყო. ჰქონდა 13 მეტრი სიღრმე და, შესაძლებელია, ათასზე მეტი ტონა მარცვლეულის გადატანა და რამდენიმე ასეული მგზავრის გადაყვანა შეეძლო.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება