-
იცოდით თუ არა?საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 მარტი
-
-
საქმეების 28:11-ის მიხედვით, ვინ იყვნენ „ზევსის ვაჟები“?
ბიბლიის წიგნ „საქმეებში“ წერია, რომ რომში მიმავალმა მოციქულმა პავლემ მალტიდან პუტეოლისკენ გაცურა გემით, რომლის ქიმზეც „ზევსის ვაჟების“ გამოსახულებები იყო (საქმეები 28:11). ძველად „ზევსის ვაჟების“ გამოსახულებები ფართოდ იყო გავრცელებული. მეზღვაურებსა და მოგზაურებს ისინი ხშირად თან ჰქონდათ ხოლმე.
ბერძნულ-რომაული მითოლოგიის მიხედვით, ზევსსა (იგივე იუპიტერი) და ლედას ჰყავდათ ტყუპები — კასტორი და პოლუქსი. „ზევსის ვაჟები“ გამოცდილი ზღვაოსნები იყვნენ; მათ ემორჩილებოდა ქარი და ზღვის ტალღები. ამიტომ იყო, რომ მეზღვაურები მათ მფარველ ღვთაებებად მიიჩნევდნენ და თაყვანს სცემდნენ. მეზღვაურები მსხვერპლს სწირავდნენ ამ ღვთაებებს და შტორმის დროს დახმარებას სთხოვდნენ. ხალხს სჯეროდა, რომ ამ ორი ღვთაების მფარველი ძალა წმინდა ელმოს ცეცხლით ვლინდებოდა, კერძოდ, როცა შტორმის დროს გემის ანძა ნათდებოდა.
კასტორისა და პოლუქსის თაყვანისცემა, ჩვეულებრივ, ბერძნებსა და რომაელებს შორის იყო გავრცელებული. ერთ-ერთი ძველი წყარო კონკრეტულად მოიხსენიებს იმ ფაქტს, რომ ამ ღვთაებებს ქალაქ კირენეში (ჩრდილოეთი აფრიკა) სცემდნენ თაყვანს. ზემოხსენებული გემი, რომლითაც პავლე მოციქული მგზავრობდა, ალექსანდრიიდან (ეგვიპტე) იყო მოსული.
-
-
იცოდით თუ არა?საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 მარტი
-
-
[სურათი 9 გვერდზე]
მონეტა, რომელზეც გამოსახულია „ზევსის ვაჟები“ (ძვ. წ. 114-113)
-