-
ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა მთელ მსოფლიოში ვრცელდებაესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
იეჰოვა თვითონვე პასუხობს: „მე მელიან ზღვისპირელნი, თარშიშის ხომალდები სათავეში დგანან, რომ შორიდან მომიყვანონ შენი ვაჟები მათ ვერცხლთან და ოქროსთან ერთად უფლის, შენი ღვთის სახელისთვის და ისრაელის წმიდისათვის, რადგან მან განგადიდა შენ“ (ესაია 60:8, 9).
-
-
ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა მთელ მსოფლიოში ვრცელდებაესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
ეს ლაქები ჩიტებს წააგავს, მაგრამ, როცა ახლოს მოდიან, ხედავთ იალქნებაშვებულ გემებს, რომლებიც „შორიდან“ მოვიდნენa (ესაია 49:12). ეს უამრავი ხომალდი სიონისკენ მიემართება და მოგვაგონებს მტრედების გუნდს, რომელიც შინისკენ მიფრინავს. რატომ მიდიან გემები ასე სწრაფად? იმიტომ რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიყვანონ დანიშნულების ადგილზე იეჰოვას თაყვანისმცემლები, რომლებიც შორეული პორტებიდან მოდიან. ყოველი ახალმოსული — ისრაელი თუ უცხოელი, დასავლეთის თუ აღმოსავლეთის მკვიდრი, ახლოს თუ შორს მცხოვრები — იერუსალიმისკენ მიიჩქარის, რათა იეჰოვას, თავისი ღვთის, სახელს მიუძღვნას ყოველივე, რაც კი აბადია (ესაია 55:5).
-
-
ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა მთელ მსოფლიოში ვრცელდებაესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
a თარშიში, ალბათ, დღევანდელი ესპანეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა. მაგრამ ზოგიერთი ცნობარის თანახმად, გამოთქმა „თარშიშის ხომალდები“ მიუთითებს გემების სახეობაზე — „მაღალანძიან საოკეანო ხომალდებზე“ — რომლებიც „თარშიშამდე მგზავრობისთვის ვარგისი იყო“, სხვაგვარად რომ ვთქვათ, გემებზე, რომლებიც შორეულ პორტებამდე დიდი მანძილის გასავლელად იყო გამოსადეგი (მესამე მეფეთა 22:49).
-