-
„ქითიმის ხომალდები“ ხმელთაშუა ზღვაშისაგუშაგო კოშკი — 2007 | 15 ოქტომბერი
-
-
კვიპროსელები და ზღვა
წყალქვეშა არქეოლოგიური გათხრები და აღმოჩენილი სამარხები, აგრეთვე თიხაზე გაკეთებული წარწერები და მოხატულობები წარმოდგენას გვიქმნის კვიპროსის ხომალდებზე. კვიპროსელები გამოცდილი გემთმშენებლები იყვნენ. კუნძული ხშირი ტყეებით გამოირჩეოდა. ეს ნავსადგურისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა. კვიპროსელები ხეებს გემების ასაშენებლად და სპილენძის გამოსადნობად იყენებდნენ. იმ დროს კვიპროსმა სპილენძის სიუხვითაც გაითქვა სახელი.
კვიპროსის აქტიურმა სავაჭრო საქმიანობამ ფინიკიელთა ყურადღება მიიპყრო, რომლებმაც იქ კოლონიები დააარსეს. ერთ-ერთი ასეთი კოლონია იყო ქითიონი (ესაია 23:10—12).
სავარაუდოა, რომ ტვიროსის დაცემის შემდეგ ხალხმა ქითიმს შეაფარა თავი. ფინიკიელ კოლონიზატორებს დიდი საზღვაო გამოცდილება ჰქონდათ, რამაც ხელი შეუწყო კვიპროსში საზღვაო ტექნოლოგიის განვითარებას. ფინიკიის ხომალდებისთვის ქალაქი ქითიონი სტრატეგიული მდებარეობის გამო საუკეთესო თავშესაფარი იყო.
საერთაშორისო ვაჭრობა
აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში აქტიური ვაჭრობა მიმდინარეობდა. კვიპროსიდან ძვირფასი საქონელი გემით გადაჰქონდათ კრეტის, სარდინიის, სიცილიისა და ეგეოსის ზღვის კუნძულებზე. ამ ადგილებში აღმოჩენილ იქნა კვიპროსიდან წამოღებული ქილები და ლარნაკები, ხოლო კვიპროსში — მიკენის კულტურის დროინდელი თიხის ნაკეთობები. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, სპილენძის ზოდები, რომლებიც სარდინიაში აღმოაჩინეს, კვიპროსიდან იყო შემოტანილი.
1982 წელს სამხრეთ თურქეთის სანაპიროსთან ახლოს იპოვეს ძვ. წ. XIV საუკუნის მეორე ნახევარში ჩაძირული გემი. წყალქვეშა გათხრების შედეგად აღმოჩენილ იქნა სპილენძის ზოდები (სავარაუდოდ კვიპროსიდან), ქარვა, ქანაანური ქილები, ოქროსა და ვერცხლის სამკაულები, აბანოზის ხეები, სპილოს ეშვები, ეგვიპტური სკარაბიუსები (თილისმები) და სხვა ნივთები. გემზე აღმოჩენილი თიხის ნაკეთობების შესწავლის შედეგად ზოგი მკვლევარი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სავარაუდოდ გემი კვიპროსში ააგეს.
საინტერესოა, რომ როდესაც ეს გემი ჩაიძირა, დაახლოებით იმ პერიოდში მოიხსენია ბალაამმა თავის იგავში ქითიმის ხომალდები. კვიპროსის გემები იმ პერიოდისთვის კარგად იყო ცნობილი ახლო აღმოსავლეთისთვის (რიცხვები 24:15, 24). როგორი იყო ეს ხომალდები?
სავაჭრო ხომალდები
კვიპროსის ერთ-ერთ უძველეს ქალაქ ამატუსის სამარხებში აღმოაჩინეს თიხის პატარა გემები, რომლებიც წარმოდგენას გვიქმნის კვიპროსის ხომალდებზე. ზოგი მათგანი მუზეუმებშიც კია შემონახული.
ეს ნიმუშები იმას აჩვენებს, რომ ძველად გემებს ვაჭრობის მიზნით იყენებდნენ. პატარა გემს 20 მენიჩბე ჰყავდა. მას ჰქონდა განიერი და ღრმა კორპუსი, რაც კვიპროსის ახლომდებარე ნავსადგურებში ტვირთის გადაზიდვისა და ხალხის გადაყვანის საშუალებას იძლეოდა. პლინიუს უფროსის აზრით, კვიპროსელებმა ააგეს პატარა, ნიჩბიანი მსუბუქი ხომალდი, რომელსაც 90 ტონა ტვირთის გადაზიდვა შეეძლო.
კვიპროსელებს ჰყავდათ დიდი სავაჭრო გემებიც, რომელთა მსგავსი გემიც აღმოჩენილ იქნა თურქეთის სანაპიროსთან ახლოს. იმ გემებს 450 ტონა ტვირთის გადაზიდვა შეეძლო. დიდ გემებს 50-მდე მენიჩბე ჰყავდა, 25 ერთ მხარეს, 25 მეორე მხარეს. ასეთი გემების სიგრძე 30 მეტრს აღწევდა, აფრების სიმაღლე კი — 10 მეტრს.
„ქითიმის“ საომარი ხომალდები და ბიბლიური წინასწარმეტყველება
იეჰოვას სულით ასეთი წინასწარმეტყველება წარმოითქვა: „გემები წამოვლენ ქითიმის სანაპიროდან და შეავიწროებენ ასურეთს“ (რიცხვები 24:2, 24). შესრულდა ეს წინასწარმეტყველება? რა წვლილი შეიტანა კვიპროსის ხომალდებმა ამაში? „გემები . . . ქითიმის სანაპიროდან“ ის გემები არ არის, რომლებიც სავაჭრო მიზნით ხმელთაშუა ზღვაში სხვადასხვა მარშრუტს ასრულებდა. ესენი საბრძოლო გემები იყო.
საომარი სტრატეგიის გაუმჯობესების მიზნით გემებს ფორმა შეუცვალეს, რომ სისწრაფე და სიმძლავრე მოემატებინათ. კვიპროსის პირველ საომარ გემებს შესაძლოა ისეთივე ფორმა ჰქონდა, როგორიც ამატუსში აღმოჩენილ ხელოვნების ერთ-ერთ ნიმუშზე იყო გამოსახული — გრძელი, ვიწრო გემი, რომელსაც კიჩო ზევით ჰქონდა ამართული და მოკაუჭებული. ეს გემი ფორმით ფინიკიურ საომარ გემს ჰგავდა. მას ჰქონდა ტარანი და მთელ კორპუსზე, კიჩოდან ცხვირამდე დამცავი მეტალი.
-
-
„ქითიმის ხომალდები“ ხმელთაშუა ზღვაშისაგუშაგო კოშკი — 2007 | 15 ოქტომბერი
-
-
ძვ. წ. 332 წელს, როცა ალექსანდრე დიდს ალყაში ჰყავდა ტვიროსი, კვიპროსის სამმა მეფემ 120 გემი გაუგზავნა. ტვიროსი ალყაში შვიდი თვის განმავლობაში იყო მოქცეული, ბოლოს კი დაეცა, რითაც ბიბლიური წინასწარმეტყველება შესრულდა (ეზეკიელი 26:3, 4; ზაქარია 9:3, 4). ალექსანდრე დიდმა მადლობის ნიშნად მათ უფრო დიდი ძალაუფლება მისცა.
წინასწარმეტყველება ზუსტად შესრულდა
როგორც პირველი საუკუნის ისტორიკოსმა სტრაბონმა აღნიშნა, ალექსანდრე დიდმა კვიპროსისა და ფინიკიისგან გემები მოითხოვა არაბეთის დასაპყრობად. ეს მსუბუქი გემები იყო და, ამავე დროს, ადვილად იშლებოდა. ამიტომ მათ ჩრდილოეთ სირიის ქალაქ თაფსაკუსამდე (თიფსახი) სულ რაღაც შვიდ დღეში ჩააღწიეს (1 მეფეები 4:24). იქიდან კი შესაძლებელი იყო, მდინარით ბაბილონში ჩასულიყვნენ.
-
-
„ქითიმის ხომალდები“ ხმელთაშუა ზღვაშისაგუშაგო კოშკი — 2007 | 15 ოქტომბერი
-
-
[სურათი 17 გვერდზე]
კვიპროსული გემი ლარნაკზე
[საავტორო უფლება]
Published by permission of the Director of Antiquities and the Cyprus Museum
-