საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მაჯის საათების ისტორია
    გამოიღვიძეთ! — 2005 | ივნისი 8
    • რომელი საათის ყიდვა ჯობია?

      ცხადია, გვსურს ისეთი საათი შევიძინოთ, როგორიც მოგვწონს. მრავლისთვის მნიშვნელობა აქვს არა მარტო პრაქტიკულ და ფუნქციურ მხარეებს, არამედ ესთეტიკურსაც. გარდა ამისა, გამოცდილი მესაათე, მაიკლი, გვირჩევს, იმაზეც ვიფიქროთ, თუ რას მოველით საათიდან. ვატარებთ მათ ყოველდღე მთელი დღის განმავლობაში თუ მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევების დროს? დაექვემდებარება ეს საათი დარტყმებს ან ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებებს? მაგალითად, ქიმიურ ნივთიერებებთან ან ზღვის წყალთან ხშირი შეხების შედეგად, შეიძლება დაზიანდეს საათის სამაჯური ან კორპუსი. ამიტომ გონივრულია ამ ფაქტორების მხედველობაში მიღება.

      რაც შეეხება ფასს — უკეთესია წინასწარ განსაზღვროთ, თუ რა თანხას გამოყოფდით ამისათვის და შემდეგ კი ამ თანხის ფარგლებში გეყიდათ იგი. ჩვეულებრივ, მექანიკური საათები კვარცის საათებზე ძვირია. მაგრამ გახსოვდეთ, რომ მრავალი სხვადასხვაგვარი საათი ძირითადად ერთი და იმავე მექანიზმისგან შედგება. სწორედ ბუდეში ჩასმული ამ მექანიზმების მოძრაობის წყალობით გვიჩვენებს საათი დროს. საათის შიდა დეტალები კარგად არის მოფიქრებული და გაკეთებული. ჩვეულებრივ, ფასები ესთეტიკური მხარეების, მაგალითად კორპუსის ან ბრასლეტის, გამო განსხვავდება. ასე რომ, უფრო მაღალი ფასი, ყოველთვის არ ნიშნავს მეტ სიზუსტესა და სანდოობას (იხილეთ ზემოთ მოყვანილი ჩარჩო).

  • მაჯის საათების ისტორია
    გამოიღვიძეთ! — 2005 | ივნისი 8
    • [ჩარჩო⁄სურათები 24 გვერდზე]

      რომელი საათი იქნებოდა თქვენთვის საუკეთესო?

      ტიპი: წამზომის მქონე საათები საშუალებას გვაძლევს, გავზომოთ დროის მოკლე მონაკვეთები, რაც განსაკუთრებით მაშინ არის სასარგებლო, როდესაც რაიმე მოვლენის ხანგრძლივობის ფიქსირება გვჭირდება. სპორტით დაკავებული თუ ხართ, კარგია გქონდეთ წყალგაუმტარი საათი. თუკი ყოველთვის გავიწყდებათ საათის დაქოქვა, გახსოვდეთ, რომ კვარცის საათს ეს არ სჭირდება. დაქოქვის გარეშე მუშაობს მექანიკური საათიც, რომელიც ავტომატურად იქოქება; ასეთი საათი ხელის მოძრაობისას თავისით იქოქება.

      სიზუსტე: თუ სიზუსტეს აფასებთ, იფიქრეთ ქრონომეტრზე — ძალიან ზუსტ საათზე, რომელიც პასუხობს სიზუსტის აღიარებულ, ოფიციალურ კრიტერიუმს. ცხადია, კვარციანი საათებიც დროს დიდი სიზუსტით აჩვენებს. თანამედროვე მექანიკური საათების მექანიზმი საათში 28 800 მოძრაობას აკეთებს და მისი რხევის სიხშირე წამში ოთხის ტოლია. შეადარეთ ეს ჩვეულებრივ კვარცის საათებს, რომლებშიც კრისტალი წამში 10 000-დან 100 000-მდე რხევას ასრულებს!

      ინდიკაცია: ციფრული ინდიკაციის მქონე საათებში დროს ციფრები გვიჩვენებს; არის ისრიანი საათები, რომლებშიც ისარი ციფერბლატზე მოძრაობს. ციფრული ინდიკაციით შეიძლება ნაჩვენები იყოს გარკვეული მონაცემები, მაგალითად თარიღი, დაყენებულია თუ არა მაღვიძარა, თუ რა დროა დროის სხვა სარტყლებში და წამზომით გაზომილი დრო. ისრიანი საათის გამოყენება ძალიან მოსახერხებელია — საკმარისია მათთვის თვალის შევლება, რომ უკვე ვიცით, რომელი საათია.

      მომსახურება: ვინაიდან მექანიკური საათები ძლიერ ზამბარაზე მუშაობს, ჭუჭყისა და მტვრის ნაწილაკები მათთვის ნაკლებად საშიშია, ვიდრე კვარცის საათებისთვის. და მაინც, გამართულად მუშაობისთვის მექანიკურ საათებს უფრო მეტი მოვლა სჭირდებათ, ვიდრე კვარცისას. ელექტრულ საათებს არა აქვს მოძრავი ნაწილები; ამიტომ მათი მომსახურება მხოლოდ ბატარეების გამოცვლით შემოიფარგლება.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება