საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g98 5/8 გვ. 31
  • „ეს თაფლის ჭამას ჰგავდა“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • „ეს თაფლის ჭამას ჰგავდა“
  • გამოიღვიძეთ! — 1998
  • მსგავსი მასალა
  • ღმერთი სამებაა?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • უნდა გწამდეს ის?
    უნდა გწამდეს სამება?
  • ნამდვილად ბიბლიური მოძღვრებაა?
    უნდა გწამდეს სამება?
  • როგორ განმარტავენ სამებას?
    უნდა გწამდეს სამება?
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 1998
g98 5/8 გვ. 31

„ეს თაფლის ჭამას ჰგავდა“

ალტუსში, (ოკლაჰომა, აშშ) 1993 წლის შუა პერიოდში დანაღვლიანებული მამა, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების პირველი სერჟანტი, ლოცულობდა რჩევისთვის, რომ დახმარებოდა თავის ქალიშვილს, რომელსაც ქმართან პრობლემები ჰქონდა და განქორწინებას აპირებდა. მეორე დღეს იეჰოვას მოწმემ დააკაკუნა მის კარზე და შესთავაზა 1993 წლის 8 ივლისის ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“, რომელიც განიხილავდა თემას „განქორწინება — გზა უფრო ბედნიერი ცხოვრებისკენ?“.

მიუხედავად იმისა, რომ ამ მამაკაცს იეჰოვას მოწმეები არასდროს მოსწონდა და არასოდეს მოუსმენია მათთვის, სიამოვნებით მიიღო ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ და წაიკითხა. შემდეგ მუხლები და აზრები ამ ჟურნალიდან ქალიშვილს გაუზიარა. მან აგრეთვე წაიკითხა ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ ის ნომერი, რომელიც ჟურნალთან „გამოიღვიძეთ!“ ერთად დაუტოვეს. მასში მოცემული იყო სტატია, რომელმაც მაშინვე ღრმად ჩააფიქრა სამების შესახებ, რომელიც მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე სწამდა. ის მიხვდა, რომ მისი ლოცვა ქალიშვილისთვის დახმარების შესახებ შესმენილი იყო, მაგრამ გაოცებული იყო, თუ რატომ იყენებდა ღმერთი მის ლოცვებზე პასუხის გასაცემად ადამიანებს, რომლებსაც სამება არ სწამდათ. ფიქრობდა, რომ შეუძლებელია ღმერთი ლოცვების საპასუხოდ იყენებდეს იმ ადამიანებს, რომლებიც არ ასწავლიან ჭეშმარიტებას.

ამან ის აღძრა, დაერეკა იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზში, რათა მიეღო ლიტერატურა, რომელიც უფრო დაწვრილებით განუმარტავდა მათ შეხედულებას სამების შესახებ. მამაკაცი, რომელმაც ტელეფონზე უპასუხა, უხუცესების შეხვედრას ესწრებოდა. საჰაერო ძალების სერჟანტი მაშინვე წავიდა სამეფო დარბაზში, სადაც მისცეს წიგნი „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“ და ბროშურა „უნდა გწამდეს სამება?“.

ამ მამაკაცმა იმ ღამესვე წაიკითხა მთელი ბროშურა. მოგვიანებით მან თქვა, რომ კითხვისას აღფრთოვანების გამო ჩერდებოდა და თავის თავს ეუბნებოდა: „დაწყნარდი. ეს შეუძლებელია. ეს უბრალოდ დაუჯერებელია“. ბროშურაში ისე ნათლად იყო წარმოდგენილი ბიბლიიდან დამამტკიცებელი საბუთები სამების მოძღვრების თაობაზე, რომ წაკითხვის შემდეგ თქვა: „ეს თაფლის ჭამას ჰგავდა“. მომდევნო საღამოს ის პირველად დაესწრო იეჰოვას მოწმეების შეხვედრას და აღფრთოვანებული იყო მოსმენილით.

იეჰოვას მოწმეებთან თავისი პირველი შესწავლისა და თამბაქოს წევასთან დაკავშირებით ბიბლიის თვალსაზრისის საფუძვლიანი განხილვის შემდეგ მან გაანადგურა დარჩენილი სიგარეტი და მას შემდეგ არ მოუწევია. ბიბლიის შესწავლა კვირაში რამდენჯერმე უტარდებოდა. ბროშურის „სამება“ კითხვის დამთავრებიდან, სამი თვის შემდეგ სამხედრო სამსახურიდანაც გადადგა და მოწმეებთან ერთად მონაწილეობა დაიწყო სამქადაგებლო საქმიანობაში. სამი თვის შემდეგ თავი მიუძღვნა იეჰოვას და მოინათლა. ახლა ის სრული დროით მსახურია.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება