-
ასტეროიდები, კომეტები და დედამიწა — მოსალოდნელია შეჯახება?გამოიღვიძეთ! — 1999 | თებერვალი 8
-
-
„30 ივნისს, სისხამ დილით, ციმბირის ერთ სოფელში უჩვეულო რამ მოხდა. ცის კაბადონზე გლეხებმა თვალისმომჭრელი კაშკაშა სხეული დაინახეს. ჰორიზონტზე, მის ქვემოთ, პატარა შავი ღრუბელი მოჩანდა. როცა ეს კაშკაშა სხეული მიწას მიუახლოვდა, მოულოდნელად ნამსხვრევებად იქცა. მის ადგილას კვამლის დიდი შავი ღრუბელი გაჩნდა; გაისმა აფეთქების ხმა, კლდიდან ჩამოშლილი უზარმაზარი ლოდების გრუხუნის მსგავსი. შენობები შეზანზარდა, ცეცხლის ენები ღრუბლებისკენ აიტყორცნა. შიშით შეპყრობილი სოფლელები ქუჩებში გაცვივდნენ. მოხუცი ქალები მოთქვამდნენ; ყველას ეგონა, რომ წუთისოფლის აღსასრული დადგა“ (ირკუტსკის გაზეთ „სიბირში“ გამოქვეყნებული სტატიიდან, 1908 წლის 2 ივლისი).
იმ სოფლის მცხოვრებთაგან ბევრი ვერ ხვდებოდა, რომ მათს თავს ზემოთ ციური სხეული აფეთქდა.
-
-
ასტეროიდები, კომეტები და დედამიწა — მოსალოდნელია შეჯახება?გამოიღვიძეთ! — 1999 | თებერვალი 8
-
-
სტატიის დასაწყისში მოხსენიებული იყო, რომ 1908 წლის 30 ივნისს დაახლოებით 100 მეტრი დიამეტრის ასტეროიდი თუ კომეტის ნამტვრევი ციმბირში ტუნგუსკას თითქმის დაუსახლებელი რაიონიდან 10 კილომეტრის სიმაღლეზე გამაყრუებელი გრუხუნით აფეთქდა. 15 მეგატონის ენერგიით აფეთქების შედეგად 2 000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაპარტახდა; ხეები გაჩანაგდა, ხანძარი გაჩნდა და ჩრდილოეთის ირმები განადგურდნენ. რამდენი ხალხი დაიხოცებოდა, აფეთქების ეპიცენტრი რომ მჭიდროდ დასახლებული ადგილი ყოფილიყო?!
-