-
რუსეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
-
-
მიხაილ სავიცკი იხსენებს: «იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში მცხოვრები მოწმეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ერთიანობა. ძალიან მადლიერნი ვიყავით, რომ იეჰოვა სიყვარულითა და მოთმინებით გვეპყრობოდა და სულიერად გვედგა მხარში. ერთმა ძმამ, რომელიც ადრე ორგანიზაციას გამოეყო, მთხოვა ეს ჟურნალი და მითხრა: „მომეცი, რომ წავუკითხოთ ის ბრატსკსა და სხვა ქალაქებში მცხოვრებ ძმებს“. ვუთხარი, რომ მხოლოდ ეს ერთი ჟურნალი გვქონდა. ის შემპირდა, რომ ერთ კვირაში დამიბრუნებდა. ჟურნალი მართლაც დამიბრუნა და თან მომიტანა რამდენიმე კრების დიდი ხნის ჩაუბარებელი ანგარიშები. ასობით და-ძმა დაბრუნდა იეჰოვას თაყვანისმცემელთა გაერთიანებულ ოჯახში».
-
-
რუსეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
-
-
ალექსეი გაბურიაკი, რომელიც 1986—1995 წლებში სარაიონო ზედამხედველად მსახურობდა, ყვება: „1965 წელს ჩვენ შევხვდით ქვეყნის კომიტეტს უსოლიე-სიბირსკოეში. კომიტეტმა გვთხოვა მოგვეძებნა და-ძმები, რომლებიც გადასახლების, პატიმრობისა და განხეთქილების გამო იყვნენ გაფანტულნი და კრებებში გაგვეერთიანებინა ისინი. ჩვენ რამდენიმე მისამართი მოგვცეს. მე მერგო ტომსკისა და კემეროვოს ოლქები და ქალაქები ნოვოკუზნეცკი და ნოვოსიბირსკი. დანარჩენ ძმებს სხვა ტერიტორიები დაუნაწილეს. ჩვენ დაგვევალა კრებებისა და ცალკეული ჯგუფების ორგანიზება, ასევე კრებებში პასუხისმგებელი ძმების დანიშვნა და მათი მომზადება. გარდა ამისა, უნდა დაგვეგეგმა, აკრძალვის დროს არსებულ პირობებში როგორ მივიდოდა კრებებამდე ლიტერატურა და როგორ ჩატარდებოდა შეხვედრები. მოკლე ხანში ჩვენ მოვახერხეთ 84 და-ძმის მონახულება, რომელთაც ორგანიზაციასთან კავშირი გაწყვეტილი ჰქონდათ. ძალიან გვიხაროდა, რომ იეჰოვას „ცხვრებმა“ კვლავ მოისმინეს კარგი მწყემსის ხმა და მის ხალხთან ერთად ემსახურებოდნენ მას!“ (იოან. 10:16).
მალე ორგანიზაციიდან გამოყოფილები კვლავ ქვეყნის კომიტეტს დაექვემდებარნენ და სამქადაგებლო ანგარიშების ჩაბარება დაიწყეს. 1971 წლისთვის 4 500-ზე მეტი მაუწყებელი დაუბრუნდა იეჰოვას ორგანიზაციას. აკრძალვის მიუხედავად, 80-იანი წლების შუა რიცხვებში ძმები განაგრძობდნენ ქადაგებას და ახალი მაუწყებლები ემატებოდნენ კრებებს.
-
-
რუსეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
-
-
ბიბლიური ლიტერატურის გამრავლება ადვილი არ იყო, მაგრამ იეჰოვა მხარს უჭერდა ამ საქმეს. მხოლოდ 1949—1950 წლებში ძმებმა გაამრავლეს და კრებებს გაუგზავნეს სხვადასხვა პუბლიკაციის 47 165 ეგზემპლარი. გარდა ამისა, ძლიერი დევნის მიუხედავად, ქვეყნის კომიტეტის მონაცემებით ამ პერიოდში ქვეყანაში 31 488 შეხვედრა ჩატარდა.
-
-
რუსეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
-
-
ოჯახის წევრების გარდა, მხოლოდ რამდენიმე ძმამ იცოდა, რომ სტამბაში ვმუშაობდი. ვინაიდან საღამოობით ვერ მხედავდნენ, და-ძმებმა დაასკვნეს, რომ სულიერად მოვსუსტდი. ისინი ჩემ გასამხნევებლად მოდიოდნენ, მაგრამ სახლში არასოდეს ვხვდებოდი. ინტენსიური თვალთვალის დროს სტამბის არსებობა მკაცრად იყო გასაიდუმლოებული».
-