-
ესტონეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
„ხუთი წელი ვმუშაობდი ქვანახშირის მაღაროში, — იხსენებს ადოლფ კოსე. — ჩვენ ვიყავით ჩრდილოეთის პოლარული წრის ჩრდილოეთით, სადაც ზამთრის პერიოდში დღის სინათლე სანატრელია. ბნელოდა, როცა ჩვენი ცვლა მაღაროდან გამოდიოდა. ასე რომ, თვეების განმავლობაში დღის შუქს ვერ ვხედავდით. ამასთანავე საკმარისი საკვებიც არ გვქონდა. ამან ჩემს მეხსიერებასა და დროის შეგრძნებაზე იმოქმედა. მძიმე შრომის, შიმშილისა და დაღლილობის გამო სულ რამდენიმე წუთით თუ გამოველაპარაკებოდით ხოლმე ერთმანეთს. თუმცა სამეფოს შესახებ ჭეშმარიტებაზე საუბრისას დაღლილობას არასოდეს ვგრძნობდით. შეგვეძლო ამ თემაზე საათობით გველაპარაკა“.
ყველანაირი გაჭირვების დროს იეჰოვას ხალხმა ისწავლა ერთმანეთისადმი თავგანწირული სიყვარულის გამოვლენა. „ყველაფერს, რაც გაგვაჩნდა, — ამბობს ძმა კოსე, — ან რასაც ვიღებდით, თანაბრად ვუნაწილებდით ძმებს. თითოეულ ჩვენგანს უჭირდა, ასე რომ, ვისწავლეთ, ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა ყველაფერი, რაც კი გვქონდა“ (1 იოან. 4:21).
-
-
ესტონეთიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2011
-
-
„მოგვიანებით სხვა კოლონიაში გადაგვიყვანეს, — ამბობს ძმა კოსე. — ყველა საკანში დიდი სამქადაგებლო საქმიანობა მიმდინარეობდა. ასეთი დამოწმების საშუალება არც მანამდე და არც მის შემდეგ არ მქონია“.
-