საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რუსეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
    • მშობლების შესანიშნავი მაგალითი

      ვლადისლავ აპანიუკი რუსეთის ბეთელში მსახურობს. ის იხსენებს, როგორ უნერგავდნენ ბავშვობიდანვე მშობლები მას და მის და-ძმებს ღვთის სიყვარულს: «1951 წელს ჩვენი მშობლები უკრაინიდან ციმბირში გადაასახლეს. ისინი გვასწავლიდნენ, როგორ მიგვეღო იეჰოვასთვის მოსაწონი გადაწყვეტილებები. ძალიან ვაფასებდი, რომ მშობლები ყოველთვის თავისუფლად აღიარებდნენ თავიანთ შეცდომებს ჩვენთან და არ მალავდნენ. ჩვენთვის ნათელი იყო, რომ მათ ძალიან უყვარდათ იეჰოვა. მშობლებს დიდ სიხარულს ანიჭებდათ ჩვენთან სულიერ საკითხებზე მსჯელობა. ვხედავდით, რომ მათ ძალიან მოსწონდათ იეჰოვაზე ფიქრი და საუბარი. მათი საქციელი აღგვძრავდა, ჩვენც გვეფიქრა იეჰოვაზე. ჩვენ წარმოვიდგენდით ხოლმე, როგორ იცხოვრებდნენ ადამიანები ახალ ქვეყნიერებაში, როცა ყველაფერი მშვენიერი იქნებოდა და აღარ იარსებებდა ავადმყოფობა და ომები.

      მესამე კლასში ვიყავი, როცა მთელ კლასს მოგვიწოდეს საბჭოთა ახალგაზრდულ ორგანიზაციაში შევსულიყავით და პიონერები გავმხდარიყავით. საბჭოთა კავშირში ბავშვთა უმეტესობას დიდ პატივად მიაჩნდა პიონერობა. ჩემი კლასელები მოუთმენლად ელოდნენ ამ დღეს. თითოეულს უნდა დაგვეწერა ფორმალური ფიცი, რომ მზად ვიყავით საბჭოთა პიონერების, კომუნიზმის მომავალი მშენებლების, რიგებში გავერთიანებულიყავით. მე უარი ვთქვი. ამიტომ მასწავლებელმა დამსაჯა და საკლასო ოთახში ჩამკეტა. „სანამ ფიცს არ დაწერ, აქედან ვერ გამოხვალ“, — მითხრა მან. რამდენიმე საათის შემდეგ კლასელებმა ფანჯარაზე მომიკაკუნეს; ისინი სათამაშოდ მეპატიჟებოდნენ. მაგრამ კლასი არ დამიტოვებია, თანაც გადაწყვეტილი მქონდა, არაფერი დამეწერა. საღამოსკენ სხვა მასწავლებელი მოვიდა და სახლში გამიშვა. ეს ჩემი პირველი გამარჯვება იყო. მეამაყებოდა, რომ იეჰოვას გული გავუხარე (იგავ. 27:11). სახლში რომ დავბრუნდი, ყველაფერი მშობლებს მოვუყევი. მათ ძალიან გაუხარდათ. მამამ შემაქო: „ყოჩაღ, შვილო!“»

  • რუსეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
    • [სურათი 120 გვერდზე]

      ვლადისლავ აპანიუკს რწმენის გამოცდების გადატანაში მშობლები დაეხმარნენ

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება