საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რუსეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
    • შვილისთვის ყურის ახევაში ბრალდადებულნი

      სემიონ და დარია კოსტილევები სამ შვილს ზრდიდნენ ციმბირში. სემიონი გვიამბობს: «მაშინ იეჰოვას მოწმეებს ფანატიკოსებად მიიჩნევდნენ. ჩვენი შუათანა ქალიშვილი ალა 1961 წელს შევიდა პირველ კლასში. ერთხელაც ბავშვებთან თამაშის დროს ერთ-ერთმა შემთხვევით ყური დაუზიანა. მეორე დღეს მასწავლებელი დაინტერესდა, რა მოხდა; ალას არ უნდოდა კლასელი დაესმინა, ამიტომ გაჩუმდა. მასწავლებელმა იცოდა, რომ ჩვენ მოწმეები ვიყავით და დაასკვნა, რომ ცემით ვაიძულებდით ბავშვს, ბიბლიის პრინციპების თანახმად ეცხოვრა. მომხდარის შესახებ სკოლამ პროკურორს შეატყობინა. ამ საქმეში ჩაერია ის საწარმოც, რომელშიც ვმუშაობდი. გამოძიება დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდა. ბოლოს, 1962 წლის ოქტომბერში სასამართლოს უწყება მივიღეთ.

      სასამართლომდე ორი კვირით ადრე კულტურის სასახლის ფასადზე ჩამოკიდეს პლაკატი: „მალე იეღოველთა საშიშ სექტას გაასამართლებენ“. მე და ჩემს ცოლს ბრალი დაგვდეს, რომ შვილებს ბიბლიის პრინციპების თანახმად ვზრდიდით; ასევე სისასტიკეში დაგვადანაშაულეს. სასამართლოს მტკიცებით, თითქოს შვილს ვაიძულებდით, ელოცა, და ჩვენ ავახიეთ ყური. ჩვენი ერთადერთი მოწმე ალა იყო, მაგრამ იმ დროს ის უკვე ქალაქ კირენსკის ობოლთა თავშესაფარში იმყოფებოდა, რომელიც ირკუტსკიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 700 კილომეტრში იყო.

      დარბაზი გაივსო ახალგაზრდა კომკავშირლებით. როცა მოსამართლეები განაჩენის გამოსატანად გავიდნენ, ხალხმა აურზაური ატეხა. ხელს გვკრავდნენ და გვწყევლიდნენ; ერთმა მოითხოვა, რომ „საბჭოთა“ ტანსაცმელი გაგვეხადა. ყველანი ხმამაღლა ითხოვდნენ, სიკვდილით დავესაჯეთ; ერთ მათგანს უნდოდა, იქვე მოვეკალით. ბრბო უფრო და უფრო მძვინვარდებოდა, მოსამართლეები კი არ ჩანდნენ. მათი თათბირი ერთ საათს გაგრძელდა. როცა ბრბო ჩვენკენ მოიწევდა, ერთი და და მისი ურწმუნო ქმარი ჩვენსა და ხალხს შორის ჩადგნენ და ეხვეწებოდნენ, არ შეგვხებოდნენ. ისინი ცდილობდნენ აეხსნათ, რომ ყველა ბრალდება უსაფუძვლო იყო; ბრბოს მათ პირდაპირი გაგებით ხელიდან გამოსტაცეს ჩვენი თავი.

      ბოლოს მოსამართლე სახალხო მსაჯულებთან ერთად გამოვიდა და განაჩენი წაგვიკითხა: მშობლის უფლების ჩამორთმევა. მე დამაპატიმრეს და ორი წლით შრომა-გასწორების კოლონიაში წამიყვანეს. ჩვენს უფროს გოგონას უთხრეს, რომ მისი მშობლები საშიში სექტის წევრები იყვნენ და მასზე ცუდ გავლენას მოახდენდნენ, ამიტომ ის ობოლთა თავშესაფარში წაიყვანეს.

      ჩვენი ვაჟი დარიას დაუტოვეს, რადგან ის მხოლოდ სამი წლის იყო. სასჯელის მოხდის შემდეგ სახლში დავბრუნდი. როგორც ადრე, ახლაც მხოლოდ არაფორმალურად ვქადაგებდით».

      „ჩვენ ვამაყობდით შვილებით“

      «ალა 13 წლის იყო, როცა ობოლთა თავშესაფრიდან სახლში დაბრუნდა. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ალამ თავი მიუძღვნა იეჰოვას და 1969 წელს მოინათლა! ამ პერიოდში ჩვენი ქალაქის კულტურის სასახლეში რელიგიურ თემაზე ლექციები იკითხებოდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვეგო, ამჯერად რას იტყოდნენ. როგორც ყოველთვის იეჰოვას მოწმეები საუბრის მთავარი თემა იყო. ერთმა მომხსენებელმა ამოიღო „საგუშაგო კოშკი“ და თქვა: „ეს არის საზიანო და საშიში ჟურნალი, რომელიც ძირს უთხრის ჩვენი სახელმწიფოს ერთიანობას“. შემდეგ მან მოიყვანა მაგალითი: „ამ სექტის წევრები აიძულებენ შვილებს, რომ წაიკითხონ ასეთი ჟურნალები და ილოცონ. ერთ ოჯახში პატარა გოგონას არ სურდა ჟურნალის წაკითხვა, ამიტომ მამამ მას ყური აახია“. ალა გაოცებული იყო, რადგან ორივე ყური მთელი ჰქონდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია, რადგან ეშინოდა, ისევ არ დაეკარგა მშობლები.

      როცა ჩვენი ვაჟი, ბორისი, 13 წლის გახდა, მან თავი მიუძღვნა იეჰოვას და მოინათლა. ერთხელ ის თანატოლებთან ერთად ქადაგებდა ქუჩაში, თუმცა ჩვენი საქმიანობა ჯერ კიდევ აკრძალული იყო. მათ არც ბიბლია ჰქონდათ და არც ბიბლიური ლიტერატურა. მოულოდნელად მანქანა გაჩერდა და ბიჭები მილიციის განყოფილებაში წაიყვანეს. ისინი დაკითხეს და გაჩხრიკეს, მაგრამ ვერაფერი უპოვეს ქაღალდის გარდა, რომელზეც რამდენიმე ბიბლიური მუხლი ეწერა. ბიჭები სახლებში გამოუშვეს. როცა ბორისი სახლში დაბრუნდა, ამაყად გვითხრა, რომ ის და სხვა ძმები იეჰოვას სახელისთვის იყვნენ დევნილები. ჩვენ ვამაყობდით შვილებით და გვიხაროდა, რომ იეჰოვა მხარში ედგა მათ განსაცდელების დროს. ამ შემთხვევის შემდეგ მე და დარიას ხშირად გვიძახებდნენ კა-გე-ბეში. ერთმა ოფიცერმა გვითხრა: „ეს ბავშვები კოლონიაში არიან გასაგზავნები, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ 14 წლისანი არ არიან“. ჩვენ დაგვაჯარიმეს იმის გამო, რომ ჩვენი ბიჭი ქადაგებდა.

      ახლა ჩემს ვაჟთან და შვილიშვილებთან ვცხოვრობ; ისინიც მოწმეები არიან. ჩემი უფროსი ქალიშვილი უზბეკეთში ცხოვრობს, და თუმცა იეჰოვას ჯერ არ ემსახურება, პატივს გვცემს ჩვენც და ბიბლიასაც და ხშირად ჩამოდის ჩვენთან. დარია 2001 წელს დაიღუპა; ის სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას. მე სანამ ძალა მერჩის, კრებასთან ერთად ვქადაგებ დაშორებულ ტერიტორიებზე და ვეძებ ‘მარადიული სიცოცხლისთვის განწყობილ ადამიანებს’ (საქ. 13:48). მჯერა, რომ ძალიან მალე იეჰოვა თითოეული ჩვენგანის სურვილს შეასრულებს, ისევე როგორც ეს ესაიას 65:23-ში წერია».

  • რუსეთი
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
    • [სურათი 118 გვერდზე]

      სემიონ კოსტილიევი დღეს

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება