-
იეჰოვამ მოაფინა თავისი სახის ნათელისაგუშაგო კოშკი — 2009 | 15 აგვისტო
-
-
„კრების შეხვედრა ჩემს ენაზე“
იეჰოვას მოწმეები ჟესტების ენაზე არა მარტო პუბლიკაციებს გამოსცემენ, არამედ კრების შეხვედრებსაც ატარებენ. დღესდღეობით მთელ მსოფლიოში ჟესტების ენაზე 1 100-ზე მეტი კრება ტარდება. ყრუ-მუნჯი და-ძმები ბიბლიურ ჭეშმარიტებას თავიანთ ენაზე, ჟესტების ენაზე ისმენენ. შეხვედრები ისეთი სახით ტარდება, რომ მათდამი პატივისცემა ვლინდება.
რამდენად სასარგებლო აღმოჩნდა ჟესტების ენაზე კრებების ჩამოყალიბება? მოვიყვანოთ სირელის შემთხვევა, რომელიც 1955 წელს გახდა იეჰოვას მოწმე. წლების განმავლობაში სირელი შეძლებისდაგვარად კითხულობდა დაბეჭდილ პუბლიკაციებს და რეგულარულად დადიოდა კრების შეხვედრებზე. ზოგჯერ კრებაზე მას თემებს მთარგმნელი უთარგმნიდა ჟესტების ენაზე. მაგრამ, როცა მთარგმნელი არ იყო, მოწმეები სიყვარულით ზრუნავდნენ მასზე და წარმოთქმულ დავალებებს ფურცელზე უწერდნენ. 1989 წელს, როცა სირელი უკვე 34 წლის მონათლული იყო, ნიუ-იორკში (აშშ) პირველი კრება ჩამოყალიბდა ჟესტების ენაზე. სირელი ამ კრების წევრი გახდა. ის ამბობს: „როცა კრების შეხვედრა ჩემს ენაზე მოვისმინე, ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს უღრანი ტყიდან და ბნელი გვირაბიდან სინათლეზე გამოვედი!“
ჟესტების ენაზე არსებულ იეჰოვას მოწმეთა კრებებში ყრუ-მუნჯებს რეგულარულად შეუძლიათ მისვლა, ღვთის შესახებ ცოდნის მიღება და მისდამი თაყვანისცემა. ასეთი შეხვედრები ღვთის ხალხს ამხნევებს. ქვეყნიერებაში, სადაც ყრუ-მუნჯები ენის ბარიერის გამო შეიძლება იზოლირებული არიან, კრებები მათთვის ურთიერთობის შესანიშნავ გარემოს წარმოადგენს. კრების შეხვედრებზე მათ შეუძლიათ ისწავლონ, სულიერად გაიზარდონ და მეტი აკეთონ იეჰოვას მსახურებაში. მრავალი მათგანი სრული დროით ქადაგებს სასიხარულო ცნობას. ზოგი სხვა ქვეყანაში გადავიდა, რათა იქ მცხოვრებ ყრუ-მუნჯებს იეჰოვას შესახებ ცოდნის მიღებაში დაეხმარონ. ყრუ-მუნჯი ქრისტიანი მამაკაცები კარგი მასწავლებლები და მწყემსები ხდებიან, სწავლობენ, როგორ გაუწიონ ორგანიზება კრების საქმეებს და კრებებში სხვადასხვა პასუხისმგებლობას იღებენ.
შეერთებულ შტატებში ჟესტების ენაზე 100-ზე მეტი კრება და დაახლოებით 80 ჯგუფია. ბრაზილიაში დაახლოებით 300 კრება და 400-ზე მეტი ჯგუფია. მექსიკაში თითქმის — 300 კრება, რუსეთში კი 30-ზე მეტი კრება და 113 ჯგუფია ჟესტების ენაზე. ეს მხოლოდ რამდენიმე ჩამონათვალია იმისა, თუ როგორ მიმდინარეობს ზრდა მთელ მსოფლიოში.a
-
-
იეჰოვამ მოაფინა თავისი სახის ნათელისაგუშაგო კოშკი — 2009 | 15 აგვისტო
-
-
[სურათები 24, 25 გვერდებზე]
მთელ მსოფლიოში 1 100-ზე მეტი კრებაა ჟესტების ენაზე
-