საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g98 9/8 გვ. 16-17
  • მოუსმინე თვალებით

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • მოუსმინე თვალებით
  • გამოიღვიძეთ! — 1998
  • ქვესათაურები
  • მსგავსი მასალა
  • ენის გამაერთიანებელი კავშირი
  • დააფასე ყრუ-მუნჯი და-ძმები!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • ენა, რომელსაც ხედავ
    გამოიღვიძეთ! — 1998
  • იეჰოვამ მოაფინა თავისი სახის ნათელი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • მზად იყავი ყრუ-მუნჯი ადამიანების მოსაძებნად შენს ტერიტორიაზე
    ჩვენი სამეფო მსახურება — 2001
იხილეთ მეტი
გამოიღვიძეთ! — 1998
g98 9/8 გვ. 16-17

მოუსმინე თვალებით

რა არის ყრუ-მუნჯთან თავისუფალი ურთიერთობის დამყარების გასაღები? ნათელი და სათანადო მხედველობითი კონტაქტი, რაც აუცილებელია ყრუ-მუნჯებთან ურთიერთობისას. სინამდვილეში, როდესაც ორნი ჟესტების ენაზე საუბრობენ, უზრდელობად ითვლება რომელიმე მათგანის მიერ მხედველობითი კონტაქტის შეწყვეტა და სხვაგან ყურება. მაგრამ როგორ უნდა მიიპყრო ყრუ-მუნჯი ადამიანის ყურადღება? უფრო სათანადო იქნება მხარზე ან მკლავზე ხელის ოდნავი შეხება, მისი მხედველობის არეში ხელის დაქნევა ან, თუ მოშორებითაა, სხვა ადამიანისთვის მინიშნება, რომ მოახედოს, ვიდრე სახელის დაძახება. სიტუაციიდან გამომდინარე, შეგეძლო იატაკზე დაგებაკუნებინა ან აგენთო და ჩაგექრო სინათლე. ყურადღების მიპყრობის ეს და სხვა ხერხები მათი ცხოვრებისა და კულტურის ნაწილია.

ენის გამაერთიანებელი კავშირი

ყრუ-მუნჯებთან შეხვედრისას ზოგი არასწორად ფიქრობს, რომ მათთვის ტუჩების მოძრაობაზე საუბრის გაგება ადვილია. მაგრამ ბევრი ყრუ-მუნჯი საუბრის ასეთ საშუალებას ურთიერთობის შემზღუდველად თვლის. რა თქმა უნდა არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც ზოგი საკმაოდ დახელოვნებულია საუბრის ამ მეთოდში, მაგრამ საერთოდ, ჩვენი მხრივ, გულკეთილობა იქნებოდა, თავად არ დაგვესკვნა, რომ პიროვნებას ადვილად შეუძლია ჩვენი საუბრის ასეთნაირად გაგება. შეიძლება მთარგმნელის დახმარებითა და ფურცელზე სათქმელის დაწერით საინტერესო ურთიერთობის დამყარება შეძლო მასთან.

და მაინც, თუ ხშირად ხვდები ყრუ-მუნჯ ხალხს, განა შენი მხრივ ყურადღებიანობა არ იქნებოდა, რომ ცოტათი მაინც გესწავლა ჟესტების ენა? ეს დიდებულ კავშირს წარმოშობდა, მითუმეტეს თანამორწმუნეებს შორის! იმავეს თქმა შეიძლება ორენოვან კულტურაში მეორე ენის საფუძვლების შესწავლაზე. იეჰოვას მოწმეები დიდი ხანია დაინტერესებულები არიან, რომ იეჰოვა ღმერთის შესახებ ყველამ მოისმინოს. რადგანაც გვესმის, რომ ყრუ-მუნჯებს არ შეუძლიათ განივითარონ სმენა, რამდენად უკეთესია, თუ ჟესტების ენის საშუალებით ვაწვდით ამ იმფორმაციას! (1 კორინთელთა 9:20–22).

იტალიაში ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრების დაწყების პერიოდზე ანტონინო აღნიშნავს: ყურთასმენის მქონე ძმებთან საუბრისას ვერ ვღებულობდი ნამდვილ გამხნევებას. რადგანაც ჩვენ არ გვესმოდა ერთმანეთის, თავს სრულიად მარტოდ ვგრძნობდი“. კრების წევრებიდან ბევრმა იტალიური ჟესტების ენის შესწავლა დაიწყო. ყრუ-მუნჯმა დაინტერესებულებმა დაიწყეს ბიბლიის შესწავლა და შეხვედრები ამ ჟესტების ენაზე ტარდებოდა. ასეთი შეხვედრები გამამხნევებელია ანტონინოსთვის და დიდი სურვილი აქვს, „ესაუბროს თავის ყრუ-მუნჯ მეგობრებს კრების შეხვედრებისა და იეჰოვას ხალხს შორის არსებული სიყვარულის შესახებ“.

მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები აყალიბებენ ჟესტებისენოვან კრებებს, სადაც ყრუ-მუნჯ ხალხს შეუძლია, ურთიერთშორის თბილი და სიყვარულით აღსავსე მეგობრული ურთიერთობით გაიხაროს. ესპანეთში 20 წელზე მეტია, რაც ჟესტების ენოვანი ჯგუფები არსებობს, ყრუ-მუნჯთათვის. შეერთებულ შტატებში დღეს ყრუ-მუნჯთა 19 კრება და 47 მცირე ჯგუფია.

ყრუ-მუნჯებს შეუძლიათ იყვნენ სრული დროით მსახურები (პიონერები), სამსახურებრივი თანაშემწეები, უხუცესები, კონგრესებზე მოხსენებები წაიკითხონ, პიონერული მსახურების სკოლა ჩაატარონ და სხვადასხვა სახის მსახურებას წაუძღვნენ. ამ მხრივ მათ არ აქვთ შეზღუდვები, არამედ შეუძლიათ აქონ იეჰოვა თავიანთი შესაძლებლობებით.

მეგობრული ურთიერთობისა და აზრთა გაცვლის ბუნებრივი მოთხოვნილება მთელ მსოფლიოში არსებულ მრავალ კულტურასა და ენაში გამოიხატება. იმის ნაცვლად, რომ ყრუ-მუნჯ ხალხში მხოლოდ ნაკლის მქონეები ან განუვითარებლები დავინახოთ, რამდენად უკეთესია შევნიშნოთ მათი მიღწევები, შესაძლებლობები და თვისებები, რაც ყველა ადამიანს სჩვევია. სხვების პატივისცემითა და მზადყოფნით, მოვერგოთ მათ, ჩვენი წვლილი შეგვაქვს კაცობრიობის მრავალფეროვან, მაგრამ გაერთიანებულ ოჯახში.

[სურათი 16 გვერდზე]

ჟესტების ენაზე საუბრისას ყურადღება მიაქციე მხედველობით კონტაქტს.

[სურათი 16 გვერდზე]

ყრუ-მუნჯები სიხარულით მსახურობენ სრული დროით მქადაგებლებად.

[სურათი 17 გვერდზე]

სამეფო სიმღერების შესრულება ესპანეთში.

[სურათი 17 გვერდზე]

კონგრესის მოხსენება კორეულ ჟესტების ენაზე.

[სურათი 17 გვერდზე]

ბიბლიური პუბლიკაციები ვიდეო კასეტებზე ჟესტების ენაზე.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება