საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ბიბლიური საგანმანათლებლო პროგრამა ხელს უწყობს წერა-კითხვის სწავლას
    გამოიღვიძეთ! — 2015 | აგვისტო
    • მან გააოცა თავისი ოჯახი

      დანიელი, რომელიც ყრუა, უყურებს ვიდეო-რგოლს მექსიკური ჟესტების ენაზე და ჩანაწერებს აკეთებს

      დანიელმა მექსიკური ჟესტების ენა DVD დისკების მეშვეობით ისწავლა

      დანიელი ყრუ იყო, რის გამოც ადამიანებთან საუბარი უჭირდა. მას ხშირად ეუფლებოდა იმედგაცრუება და ოჯახის წევრებისადმი აგრესიას ავლენდა. იგი 23 წლის იყო, როდესაც მასთან ერთმა იეჰოვას მოწმემ, სახელად ხოსემ, ბიბლიის შესწავლა დაიწყო. არც ხოსეს ესმოდა ყურში, ამიტომ თავიდან ის დანიელს მიმიკებით, ჟესტებითა და ნახატების მეშვეობით ესაუბრებოდა. მოგვიანებით DVD დისკების დახმარებით დანიელმა მექსიკური ჟესტების ენაც შეისწავლა.b

      როგორც კი დანიელმა ნასწავლი გაითავისა, გადაწყვიტა, ბიბლიის ენით თუ ვიტყვით, „ახალი პიროვნებით“ შემოსილიყო. მან გამოიმუშავა ისეთი თვისებები, როგორიცაა: თანაგრძნობა, სიკეთე, თავმდაბლობა, რბილი ხასიათი და სულგრძელობა (კოლოსელები 3:10, 12). დანიელმა გულთან ახლოს მიიტანა ბიბლიური მოწოდება, მშობლებს პატივისცემით მოპყრობოდა (ეფესოელები 6:1, 2). ოჯახი გაოცებული იყო მისი გარდაქმნით. დედამისი ცრემლებს ვერ იკავებდა და ხოსეს მადლობას უხდიდა იმისთვის, რომ ბიბლიის შესწავლამ მისი ვაჟი ასე შეცვალა. 2007 წელს დანიელი მოინათლა და იეჰოვას მოწმეთა რიგებს შეუერთდა.

  • ბიბლიური საგანმანათლებლო პროგრამა ხელს უწყობს წერა-კითხვის სწავლას
    გამოიღვიძეთ! — 2015 | აგვისტო
ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება