„ეს იეჰოვას ნახელავია“
ასეთი სათაურით გამოქვეყნდა სტატია მონტერეი სიტის (მექსიკა) გაზეთში „ნორტი“ (El Norte). სტატია შეეხებოდა იეჰოვას მოწმეთა ახალ საკონგრესო დარბაზს.
მექსიკის ჩრდილოეთით მდებარე მონტერეის (აგრეთვე მისი გარეუბნების) მოსახლეობა შეადგენს 2 300 000 პიროვნებას, სამეფოს მაუწყებლები კი — 19 200 პიროვნებას. დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ მოწმეებმა გადაწყვიტეს, გაერთიანებული ძალებით აეშენებინათ მშვენიერი და პრაქტიკული საკონგრესო დარბაზი 3 000 მოხერხებული ადგილითა და ვინტილაციით. ადგილობრივი მოწმეების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა წარმოთქვა მიძღვნასთან დაკავშირებული სიტყვა. პროგრამაში შედიოდა მონტერეიში ჩატარებული მუშაობის მოკლე ისტორია და ინტერვიუ მშენებლობაში მონაწილეებთან. შემდეგ 4 500-მა დამსწრემ დიდი სიამოვნებით მოისმინა მიძღვნასთან დაკავშირებული სიტყვა.
ეს არის მესამე საკონგრესო დარბაზი, რომელიც აშენდა მექსიკაში, როგორც აღწერდნენ ეს იყო კამპანია „უფრო მეტი, უფრო დიდი და უკეთესი სამეფო და საკონგრესო დარბაზების ასაშენებლად“.
მექსიკაში არის 443 000-ზე მეტი მაუწყებელი, ხოლო 1995 წელს უფლის საღამოს ესწრებოდა 1 492 500 პიროვნება, ახალი საკონგრესო დარბაზები, მათ შორის მონტერეის დარბაზიც, რასაკვირველია, ღვთის განზრახვებს მოემსახურება.