საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • დაუქორწინებლობა — კარი დაუბრკოლებელი მოღვაწეობისკენ
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ნოემბერი
    • ეს არ არის მუდმივი დაუქორწინებლობის აღთქმა

      21. ა) რა ნათელყოფს, რომ პავლე არ აღძრავდა დაუქორწინებლობის აღთქმის დადებისკენ? ბ) რას გულისხმობდა პავლე, როცა საუბრობდა ‘სიყმაწვილის ასაკს გადაცილებულებზე’?

      21 ძირითადი აზრი პავლეს რჩევაში ის არის, რომ ქრისტიანები ‘უმჯობესად’ მოიქცეოდნენ, თუ შეითვისებდნენ თავიანთ ცხოვრებაში დაუქორწინებლობას (1 კორინთელთა 7:1, 8, 26, 37). მაგრამ პავლე არავითარ შემთხვევაში არ მოუწოდებდა მათ დაუქორწინებლობის აღთქმისკენ. პირიქით, მან დაწერა: „თუ ვინმეს [თავისი ქალწულობისათვის საძრახისად მიაჩნია, რომ, სსგ] სიყმაწვილის ასაკს გადასცდა, როგორც ენებოს, ისე მოიქცეს, არ შესცოდავს. დაე დაქორწინდნენ“ (1 კორინთელთა 7:36). ბერძნული სიტყვა (ჰი·პეʹრა·კმოს), რომელიც აქ გადმოთარგმნილია ფრაზით „სიყმაწვილის ასაკს გადასცდა“, სიტყვასიტყვით ნიშნავს „უმაღლეს წერტილს გადაცდენილს“ და მიუთითებს სექსუალურ სურვილთა ტალღების უმაღლესი წერტილის გავლას. ასე რომ, ვინც რამდენიმე წელი დაუქორწინებელი იყო და ბოლოს ფიქრობს, რომ უნდა დაქორწინდეს, სრულიად თავისუფალია დაქორწინდეს თანამორწმუნეზე (2 კორინთელთა 6:14).

  • ქმარი და უხუცესი — პასუხისმგებლობების გაწონასწორება
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ნოემბერი
    • 1, 2. რატომ არის არაბიბლიური დაუქორწინებლობა, რომელიც მღვდლებს მოეთხოვება?

      პირველ საუკუნეში ერთგულ ქრისტიანებს აინტერესებდათ სხვადასხვა პასუხისმგებლობათა გაწონასწორების საკითხი. როცა მოციქულმა პავლემ თქვა, რომ ქრისტიანი, რომელიც დაუქორწინებლად რჩება, „უკეთესად იქცევა“, ნუთუ გულისხმობდა, რომ ასეთი მამაკაცი უფრო შესაფერისი იქნებოდა ქრისტიანულ კრებაში ზედამხედველად მსახურებისთვის? სინამდვილეში, ნუთუ უხუცესად ყოფნისთვის მან დაუქორწინებლობის მოთხოვნა დაადგინა? (1 კორინთელთა 7:38). დაუქორწინებლობა მოეთხოვება კათოლიკურ სამღვდელოებას. მაგრამ ნუთუ მღვდლების დაუქორწინებლობა ბიბლიურია? მართლმადიდებლური ეკლესია მღვდლებს, რომლებიც მრევლს ემსახურებიან, ნებას რთავს, იყვნენ ცოლიანები, ეპისკოპოსებს — კი არა. არის თუ არა ეს თანხმობაში ბიბლიასთან?

      2 ქრისტიანული კრების საძირკვლის წევრებად მყოფი ქრისტეს 12 მოციქულიდან უმრავლესობა ცოლიანი იყო (მათე 8:14, 15; ეფესელთა 2:20). პავლემ დაწერა: „განა არა გვაქვს უფლება, მოვიყვანოთ მორწმუნე ცოლი, როგორც სხვა მოციქულებმა, უფლის ძმებმა და კეფამ [პეტრემ]?“ (1 კორინთელთა 9:5). კათოლიკური ენციკლოპედია აღიარებს იმის ალბათობას, რომ „დაუქორწინებლობის კანონს აქვს საეკლესიო წარმოშობა“ და რომ „ახალი აღთქმის მსახურებს არ მოეთხოვებოდათ დაუქორწინებლობა“ (New Catholic Encyclopedia). იეჰოვას მოწმეები მიჰყვებიან ბიბლიურ ნიმუშს და არა საეკლესიო კანონს (1 ტიმოთე 4:1–3).

      უხუცესობა და ქორწინება ერთმანეთის შეთავსებადია

      3. რომელი ბიბლიური ფაქტები ცხადყოფს, რომ ქრისტიან ზედამხედველებად შეიძლება იყვნენ ცოლიანი მამაკაცები?

      3 იმის ნაცვლად, რომ ზედამხედველებად დანიშნული მამაკაცებისგან მოეთხოვა დაუქორწინებლობა, პავლემ მისწერა ტიტეს: «იმისათვის დაგტოვე შენ კრეტაში, რომ დაასრულო დაუსრულებელი და დააყენო ყველა ქალაქში ხუცესები [ბერძნულად, „პრე·სბიʹტე·როს“], როგორც მე დაგავალე: თუ არის ვინმე უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ჰყავს მორწმუნე შვილები, გარყვნილებასა და ურჩობაში ბრალდაუდებელნი. ვინაიდან ეპისკოპოსი [ბერძნულად, „ე·პიʹსკო·პოს“, რომლისგანაც მოდის სიტყვა „ეპისკოპოსი“] უნდა იყოს უმწიკვლო, როგორც ღვთის განმგებელი» (ტიტე 1:5–7).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება