საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • დაუქორწინებელნი, მაგრამ ბედნიერნი
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 ივნისი
    • „პიონერული მსახურება ჩემს ცხოვრებას სწორად წარმართავს, — ამბობს ლოლი, რომელიც უკვე 14 წელია პიონერია. — მართალია გათხოვილი არ ვარ, მაგრამ თავს მარტოდ არ ვგრძნობ, რადგან აქტიურ ცხოვრებას ვეწევი. დღის ბოლოს ყოველთვის კმაყოფილი ვარ, რადგან ვხედავ, როგორ ვეხმარები ხალხს ქადაგებით. თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ“.

      მსახურების გასაფართოებლად მრავალი და უცხო ენას სწავლობს, რათა ამ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს უქადაგოს. „ჩემს ქალაქში მრავალი უცხოელი ცხოვრობს, — ამბობს ზემოხსენებული ანა, რომელიც ფრანგულენოვან ტერიტორიაზე ქადაგებს. — ახალი ენის სწავლა დამეხმარა, ბევრ ადამიანთან მესაუბრა, რამაც უფრო საინტერესო გახადა ჩემი მსახურება“.

      დაუქორწინებლები ჩვეულებრივ უფრო ნაკლებად არიან დატვირთული ოჯახური პასუხისმგებლობებით. ამან ბევრს საშუალება მისცა, იქ გადასულიყო, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა. „რაც მეტს აკეთებ იეჰოვასთვის, მით უფრო გიადვილდება მეგობრების პოვნა, სხვების სიყვარულსაც უფრო მეტად გრძნობ, — ამბობს ლიდიანა, რომელიც დაახლოებით 35 წლისაა და იმ ქვეყანაში მსახურობს, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა. — ახლა სხვადასხვა ეროვნების ბევრი მეგობარი მყავს. მათ ჩემი ცხოვრება ძალიან გაამდიდრეს“.

  • დაუქორწინებელნი, მაგრამ ბედნიერნი
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 ივნისი
    • „სადაც არ უნდა წავიდე, კრებაში ყოველთვის ვეძებ ნამდვილ მეგობრებს, რომლებიც შემიყვარებენ და გულგატეხილობის დროს გვერდში ამომიდგებიან. ურთიერთობის განსამტკიცებლად მეც ვცდილობ, არ მოვაკლო მათ სიყვარული და ყურადღება. რვა კრებაში მომიწია მსახურება და არსად გამჭირვებია მეგობრების პოვნა. მათი უმეტესობა არ არის ჩემი ასაკის; ზოგი მოზარდია, ზოგს კი უკვე შვილიშვილები ჰყავს“, — ამბობს ლოლი.

  • დაუქორწინებელნი, მაგრამ ბედნიერნი
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 ივნისი
    • „ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან იეჰოვასთან მაქვს ახლო ურთიერთობა და მას ვემსახურები, — ამბობს ლიდიანა. — ბევრ ბედნიერ წყვილს ვიცნობ, თუმცა უბედური წყვილებიც მინახავს. ვრწმუნდები, რომ ჩემი ბედნიერება ნამდვილად არ არის დამოკიდებული იმაზე, გავთხოვდები თუ არა“.

  • დაუქორწინებელნი, მაგრამ ბედნიერნი
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 ივნისი
    • „ვხარობ იმით, რაც მაქვს და ილუზიებით არ ვცხოვრობ“, — ამბობს 40 წელს გადაცილებული კარმენი.

  • დაუქორწინებელნი, მაგრამ ბედნიერნი
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 ივნისი
    • „ბედნიერი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნები, თუ ცდილობ, ყველა სიტუაციაში დადებითი დაინახო“, — ამბობს ესთერი, რომელიც დაახლოებით 35 წლისაა. „დარწმუნებული ვარ, რომც არ გავთხოვდე, თუ სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე დავაყენებ, იეჰოვა კარგს არ დამიკავებს. ჩემი ცხოვრება შეიძლება ზუსტად ისე არ წარიმართა, როგორც ვფიქრობდი, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ და ამ სიხარულს ვერაფერი წამართმევს“, — დასძენს კარმენი (ფსალმ. 84:11).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება